კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით „გააგიჟეს“ დებმა ქორქიებმა „დენის კაცი“ და რა ვერ უძლებს მათ


ლიკა ქორქია: ყველაზე რთულად ვიტან უწყლობას. მართალია, ბოლოს როდის შეწყდა ჩვენთან წყალი, არ მახსოვს, მაგრამ, მე წყალი მაშინაც კი მჭირდება, როცა არ მჭირდება (იცინის). რაც შეეხება დენის გამორთვას, ესეც საკმაოდ იშვიათი მოვლენა გახდა და, თუ ცოტა ხნით ჩაქრება, ძალიან ჩვეულებრივად ვხვდები ამას. მახსოვს ის პერიოდი, შუქი იშვიათად რომ გვქონდა და ხანდახან ნოსტალგიაც კი მაწუხებს. ამიტომ, თუ ცოტა ხნით გამორთავენ, შეიძლება მომეწონოს კიდეც. ტექნიკის გაფუჭებას რაც შეეხება, ჩვენს სახლში მთავარი პრობლემა არის ის, რომ მე და ჩემს დას უამრავი ელექტროხელსაწყო გვაქვს ერთდროულად ჩართული და დენის გამანაწილებელი ვერ უძლებს. ამოირთვება ხოლმე. მე ტექნიკასთან დიდად ვერ ვმეგობრობ და, სახლში თუ რამე ფუჭდება, მშობლები აგვარებენ ყველაფერს, მაგრამ, ნათურის გამოცვლა ვიცი და ამომრთველის ჩართვაც ვისწავლე: ვიცი, სადაც არის მთავარი კვანძი, მივდივარ და მწვანე ღილაკს ვრთავ. ანუ, რასაც ხშირად ვაფუჭებ, იმის გაკეთება ვისწავლე.

– ამდენი რა გაქვთ ჩართული?

– უჰ, თუ მე და ჩემი და სახლში ვართ, ტელევიზორები ხომ, თავისთავად, ჩართულია, მე ვრთავ მუსიკალურ ცენტრს, ისიც რთავს კომპიუტერს, ერთი სიტყვით, თუ რამე გვაქვს, ყველაფერი ჩართულია. ჩვენს სახლში ჩამრთველებიც ძალიან ბევრია. ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ, რომ დაგვჭირდებოდა და ძალიან ბევრი გააკეთებინეს.

– გადასახადი რამდენი მოგდით?

– (იცინის) ვაიმე! ეგ არ ვიცი, მაგრამ, ის კაცი, ვისაც დენის ქვითრები მოაქვს, გაგიჟებულია. სულ იმას გვეკითხება, ამისთანას რას რთავთო. ეტყობა, ძალიან ბევრს ვიხდით.

– როგორც ჩანს, შენი ხელფასი ამაზე არ მიდის.

– არა. ჯერჯერობით გადასახადები მე არ მეხება და, შემიძლია, მთელი ჩემი შემოსავალი საკუთარ თავს მოვახმარო. ძალიან მფლანგველი არ ვარ და არც უსარგებლო ნივთების ყიდვა მაქვს ჩვევად. ფულს სიამოვნებით ვხარჯავ მეგობრებში. ძალიან მიყვარს, როცა მათ სადმე ვპატიჟებ და ერთად გემრიელად ვსადილობთ. გურმანი ვარ და საკუთარ თავს ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვეუბნები. ძალიან არ მიყვარს ძუნწი და ფულზე მოწუწუნე ადამიანები, არ მესმის მათი. თუ მაქვს – დავხარჯავ, თუ არ მაქვს, ვიქნები ისე, მაგრამ, ფულს ვერ „მოვჟოჟკავ“.

– გეხერხება პროდუქტების შეძენა?

– გადასარევად მაგრამ, ცოტა „მძიმე“ ვარ ამ საკითხში – შეიძლება, მთელი დღე ვიარო და ვარჩიო პროდუქტი. ამიტომ, როცა სახლიდან რამის საყიდლად მგზავნიან, კატასტროფაა – დიდი ხნით ვიკარგები (იცინის). შესაბამისად, გამყიდველებსაც გულს ვუწუხებ: ყველაფერს ვსინჯავ, ვამოწმებ, როდის არის გამოშვებული, რამდენი აქვს შენახვის ვადა, რა ინგრედიენტებს შეიცავს. ერთხელ ძველი პროდუქტით მოვიწამლე და ჭკუაც ვისწავლე – იმის შემდეგ, ძალიან ფრთხილად ვარ. მაგრამ, შევაჭრება არ გამომდის, მრცხვენია. თან, ისეთი სიტყვებით გელაპარაკებიან: „კარგი გოგო“, „საყვარელი გოგო“, – რომ, ლამის მეტი გადავიხადო ხოლმე.

– კულინარიასთან როგორ გაქვს საქმე?

– მშვენივრად. ვმეგობრობთ. ძალიან მიყვარს გემრიელი კერძები და თვითონაც ძალიან კარგად ვამზადებ. თან, ყველაფრის მომზადებას ვსწავლობ. სახლში და მეგობრების წრეში აღიარებული კულინარი ვარ.

– მაშინ, გემრიელი კერძის რეცეპტი ლიკასგან...

– მე თქვენ გასწავლით ფრანგულ კერძს – „კორდენ ბლუს“, რომელიც თევზისგან მზადდება: ვიღებთ ორაგულის ფილეს, მოვასხამთ ლიმონის წვენს და გავაჩერებთ ნახევარი საათით. მერე მოვათავსებთ ტაფაზე, რომელზეც დავასხამთ ზეითუნის ზეთს, მოვაყრით მარილს და ყვითელ ყვავილს. ორივე მხრიდან უნდა შეიწვას, მაგრამ ისე, რომ ძალიან არ გამოშრეს. ცალკე ვხარშავთ ბრინჯს „გალინა ბლანკას“ სოკოს ბულიონის კუბიკით. ბრინჯი ფანტია უნდა იყოს და მარცვლები ერთმანეთს არ ეწებებოდეს. ბოლოს მზადდება სოუსი. ბლენდერში ჩავასხამთ მაიონეზს (რომელიც, სასურველია, არ იყოს სამარხვო და შეიცავდეს ზეთისხილს), ორ ცალ მოხარშულ კვერცხის გულს, ცოტა მდოგვსა და სოკოს ზეთს, რომელიც მარკეტებში იყიდება. მარილი – გემოვნებით. ავთქვეფთ კარგად და გადავიტანთ ტაფაზე, წამოვადუღებთ და მოვასხამთ ბრინჯსა და თევზს. ამ კერძს ძალიან უხდება თეთრი ღვინო.

– როგორ შეეჩვიე დილით ადრე ადგომას?

– მე რომ ვდგები, ჯერ ისევ ღამეა, ბნელა და, სახლიდან რომ გავდივარ, ქალაქიც თითქმის ცარიელია. თავიდან ცოტა მიჭირდა, მაგრამ, უკვე შევეჩვიე და მაღვიძარაც აღარ მჭირდება. დასვენების დღეებშიც კი დილის 5 საათზე მეღვიძება. 10 საათზე მოვდივარ სამსახურიდან და დღეს ჩვეულებრივად ვაგრძელებ, თან, საკმაოდ მხნედ ვარ.

– არის თუ არა მამაკაცისთვის ნაკლი, როცა მას საკუთარი ხელით სადენის გადაბმაც კი არ შეუძლია?

– ეგ ნაკლი კი არა, სიდებილეა. სადენს, რომ მოვინდომო, მეც გადავაბამ. როგორი ბევრი ფულიც უნდა გქონდეს, ყველაფერზე ხელოსნებს არ უნდა ურეკავდე და მერე საათობით არ უნდა ელოდებოდე, როდის მოვლენ და გიშველიან, ეს სიდებილეა. ელემენტარული რაღაცის შეკეთება ყველა კაცს უნდა შეეძლოს.


скачать dle 11.3