კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ჭამეთ საზამთრო და იყავით ჯანმრთელი

საზამთრო ცნობილია, როგორც შარდმდენი ხილი. ის ორგანიზმს რეცხავს და ასუფთავებს, განტვირთავს ზედმეტი სითხისგან, ამაღლებს იმუნიტეტს და უზრუნველყოფს ორგანიზმს ადვილად ასათვისებელი შაქრით, რკინით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით. საზამთრო ადამიანს იცავს სისხლნაკლებობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეების წარმოქმნისგან.

საზამთრო მიჩნეულია სამკურნალო დიეტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად. ასევე, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, გასუქების, შარდკენჭოვანი და შარდსადინარების სამკურნალო საშუალებად. საზამთროს ჭამა აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვთ დანიშნული. სეზონზე საზამთროს დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმს ამზადებს ცივი სეზონისთვის, წმენდს მას მავნე წიდებისგან, მარილებისა და სილისგან. ამასთან, აჩქარებს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას.

თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ, საზამთროთი ორგანიზმის გაწმენდა მიზანშეწონილი არ არის. ამ დროს საჭიროა ვეგეტარიანული დიეტის დაცვა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. სასურველია, წინა დღით კუჭი გაისუფთაოთ გვირილის ოყნით. ორ სადილის კოვზ გვირილას ყვავილს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარ საათს. თუ შეკრულობა გაწუხებთ, ნაყენს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი მცენარეული ზეთი.

არსებობს ორგანიზმის გაწმენდის მარტივი მეთოდი, კერძოდ, მთელი კვირის განმავლობაში მიირთვით საზამთრო და ჭვავის პურის ორცხობილა ან ფაფა. ამ დროს ტკივილი ან სპაზმი თუ შეგაწუხებთ, რასაც იწვევს ორგანიზმიდან პატარა ქვებისა და სილის გამოდევნა, ათი წუთით თბილ აბაზანაში ჩაწექით.

უკეთესია, აბაზანა გაიკეთოთ 17-დან 18 საათამდე, ანუ, როცა გააქტიურებულია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ბიორიტმი.

ორგანიზმი უნდა გაიწმინდოთ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ გულისა და სისხლძარღვების დაავადებისას ორი თვის განმავლობაში უნდა ჭამოთ დღეში ნახევარი საზამთრო. დააკვირდით შარდის ფერს და თავად მიხვდებით, რა დონეზე გაიწმინდა ორგანიზმი. პირველ ორ დღეში მასში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით თეთრი ნალექი, რომელიც თანდათან შემცირდება. ბოლოს შარდის ფერი გახდება ღია ყვითელი ან გამჭვირვალე.

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უმჯობესდება სახსრების მოძრაობაც, რადგან ჩაცხრება ანთებითი პროცესი. თქვენ იგრძნობთ სიმსუბუქეს და აგიმაღლდებათ შრომის უნარი.


скачать dle 11.3