კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მამაკაცები აღიზიანებენ ვახო ბიჭიკაშვილს და რატომ აღიარებს ის ქალის აბსოლუტურ უპირატესობას

გული სწყდება, რომ მისი დაც ბიჭად არ დაიბადა. იმიტომ კი არა, რომ მასთან საერთო ენას ვერ პოულობს, უბრალოდ, მიაჩნია, რომ იყო კაცი – გაცილებით მარტივია. ბოლოს და ბოლოს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მაინც არ გიწევს სიარული – ვახო ბიჭიკაშვილმა ეს სიმწარე საკუთარ ტყავზე უკვე გამოსცადა.

ვახო ბიჭიკაშვილი: მიფიქრია თუ არა, რომ შეიძლებოდა, მეც ქალად დავბადებულიყავი?! სხვათა შორის, მიფიქრია და ძალიანაც შევწუხებულვარ. შემშინებია – ვაიმე, ქალი რომ ვყოფილიყავი-მეთქი (იცინის). ხანდახან, გოგოს რომ დავიმეგობრებ, კარგად გავუგებ და ახლოს ვარ მასთან, ანუ, ძმაკაცურად შემოვა კონტაქტში, ვნანობ, რომ ბიჭი არ არის. ვამბობ, ხოლმე, რა იქნებოდა, ბიჭი ყოფილიყო-მეთქი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ბიჭობა კარგია, უფრო ადვილია. ნეტავი ჩემი დაც ბიჭი იყოს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გოგოებთან მეგობრობა არ შეიძლება, მაგრამ, გოგოს ხომ ვერ ეტყვი, წამოდი, დავლიოთო. ამ „წამოდი, დავლიოთ“ მართლა მარტო დალევა კი არ იგულისხმება, ბიჭები სხვანაირად ვუგებთ ერთმანეთს. სხვანაირად ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. ხვდები, რას ვამბობ?

– იმას ვხვდები, რომ კატეგორიულად არ გინდა ქალობა.

– (იცინის) ჰო, არ მინდა. ქალები მაგარი არსებები არიან. ქალები რომ არ იყოთ, ჩვენ ყველანი ძალიან ცუდად ვიქნებოდით, მაგრამ მე მირჩევნია, კაცი ვიყო.

– მოდი, პირდაპირ აღიარე, რომ ქალებს თქვენზე მეტი პრობლემები გვაქვს.

– რა თქმა უნდა, ჩვენზე გაცილებით ბევრი. ისეთი ბევრი, რომ გულწრფელად განვიცდი თქვენს მდგომარეობას. კაცები მაინც „ჰარალალოები“ ვართ. შეიძლება, ძალიან ბევრი საქმე გავაკეთოთ, მაგრამ დღემეხვალიობა გვახასიათებს, ადვილად „ვიკიდებთ“ პრობლემას.

– იმიტომ, რომ კაცები ეგოისტები ხართ.

– ეგოისტებიც ვართ, არ უარვყოფ, ამიტომაც მებრალებიან ქალები. კაცებს გვინდა, ყველაფერი ზუსტად ისე იყოს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს ეგოისტობაზე მეტიც არის. ნახე, როგორ გულახდილად ვაღიარე ჩვენი ნაკლი?

– წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს გაიგე ყველაფერი, რასაც ქალები ფიქრობენ...

– არ იქნებოდა ცუდი (იცინის). აუცილებლად გამოვიყენებდი ამას ჩემს სასარგებლოდ. ცოტათი ვიბოროტებდი კიდეც, ოღონდ, ძალიან ცოტათი. ბევრს არაფერს დავაშავებდი. ცუდს როცა იფიქრებდნენ, მაშინ არ მოვუსმენდი. ერთი სიტყვით, მაინც ვნახავდი სარგებელს.

– როგორ გგონია, ქალები და მამაკაცები სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ?

– ზოგჯერ მართლაც ასეა. ეს მაშინ ხდება, როცა არ გინდათ, ჩვენი გაიგოთ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მე ჯერ ოჯახი არ მაქვს, მაგრამ სხვა ოჯახების მაგალითებიდან ვიცი, რომ ზოგჯერ ქალი ისეთ რამეზე კამათობს და ჩხუბობს, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. თვითონ კი ჰგონია, რომ ჭეშმარიტებას ამტკიცებს, მაგრამ ჭეშმარიტება საერთოდ სხვაგან არის.

– სად, მამაკაცმა იცის?

– არა. ზოგჯერ არც ერთმა არ იცის. უაზროდ დავობენ, მაგრამ ამ დროს ქალმა უნდა გაანეიტრალოს სიტუაცია. თუნდაც იმიტომ, რომ ქალი ბევრად მიწიერი არსებაა, მეტად პრაგმატული და რაციონალური.

– მამაკაცი კი დაფრინავს?

– სად არის ფრენის საშუალება, გენაცვალე. (იცინის). თქვენ უნდა შეგვასხათ ფრთები და აგვაფრინოთ, მაგრამ არ აკეთებთ. რატომ? არ იცით, რომ მხოლოდ თქვენი გვწამს და გვჯერა?

– მთლად ბოლომდე ნუ გვენდობით, თორემ, გახსოვს, ადამს რა დაემართა?

– (იცინის) ოო, ეგ კარგი მომაგონე. მაგრამ, მგონი, ღირდა იმ ვაშლის შეჭმა. ხომ გეუბნები, მე ქალების აბსოლუტურ უპირატესობას ვაღიარებ. თქვენ რომ არ იყოთ, არ ვიცი, რა დაგვემართებოდა.

– გამოქვაბულიდან ვერ გამოხვიდოდით...

– მარტო გამოქვაბულიდან კი არა, ვერსაიდან ვერ გამოვიდოდით. ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. ჩვენი მუხრუჭებიც ხართ, შთაგონების წყაროც და, საერთოდ, ყველაფერი.

– მიუხედავად ამისა, თქვენ რჩებით ბუნების გვირგვინებად?

– დიახ, ბატონო, იმიტომ, რომ ვართ ბუნების გვირგვინები. არ მითხრა, ვერ ვხედავ, რაშია თქვენი სიძლიერეო. ზოგჯერ მაგიდაზე მუშტიც უნდა დაარტყას კაცმა, არ არის ეს ცუდი, მაგრამ, როცა არტყამს, უნდა იცოდეს, რომ ოჯახში სიტყვა ეთქმის. მამაკაცი ბაზარშიც უნდა დადიოდეს, ოჯახსაც უნდა ინახავდეს, შვილების აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს. თუ ქალს მუშაობა არ უნდა, მამაკაცმა უნდა იტვირთოს მთლიანი პასუხისმგებლობა ოჯახზე.

– ჰო, მაგრამ ასე არ ხდება.

– ვიცი, რომ ასე არ ხდება, მაგრამ, ეს მარტო კაცების ბრალი არ არის. რთულია ცხოვრება. თუმცა, თუ ქალი შეძლებს, ფრთები შეასხას მამაკაცს, მაშინ ის მიუღწეველს მიაღწევს. მე არ მესმის, როცა ქალი შრომობს, კაცი სახლში დივანზეა წამოწოლილი და კიდევ იმის პრეტენზია აქვს, მოუარონ. ქალმა არ უნდა მისცეს ამის უფლება. გადარბენაზე არ უნდა იყოს ქალი, არ არის ეს სწორი.

– ვახო, როგორი ქალი იქნებოდი?

– (იცინის) მეოჯახე?! არა, არ ვიცი. თუ ეს ხასიათი შემრჩა... ერთი ვიცი, რომ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ დავდგებოდი და ბევრი შვილი მეყოლებოდა. მიყვარს, როცა სახლში ბევრი ბავშვია. მშვიდი და ძალიან მორჩილი არ ვიქნებოდი.

– როგორ ფიქრობ, შეიძლება ქალი ბუნებით იყოს ავი, თუ, ზოგს ცხოვრება აავებს?

– მგონი, რომ, უფრო ცხოვრება აავებს. ქალი ისეთი ნაზი და სათუთი არსებაა, როგორ შეიძლება, ბუნებით იყოს ავი? თუ კარგად მოუვლი, არ გაავდება. ცეცხლს თუ უჩიჩხინებ, უჩიჩხინებ და ბოლოს ნავთსაც მიასხამ, აფეთქდება და დაგწვავს. მაგრამ რა სასარგებლოა ცეცხლი?! – გათბობს, ზედ კერძს ამზადებ... ასე, რომ, შენზეა დამოკიდებული, აგიფეთქდება, თუ არა.

– ისე, ამბობენ, რომ თუ ქალი აშავებს, ეს იმ კაცის ბრალია, რომელიც მას გვერდით ჰყავსო.

– მე რას დავაკვირდი, იცი? საქართველოში რაღაც-რაღაცეები ძალიან ეშლებათ კაცებს. მოიყვანენ ცოლს და მაშინვე ღალატზე უჭირავთ თვალი, საყვარელს, ან, უფრო უარესი – საყვარლებს იჩენენ. რატომ – ვერ ვხვდები. თუ არ გინდა ის ცოლი, მაშინ, რისთვის მოგყავს?! ძალიან მაღიზიანებენ ასეთი მამაკაცები. ნერვები მეშლება ხოლმე. მერე, მათი ცოლებიც რომ მათსავით მოიქცნენ, ნამდვილად გასაგები იქნება ჩემთვის, არ განვსჯი. მოღალატე მამაკაცი ყველაფრის ღირსია. უარესი უნდა გაუკეთოს ქალმა კაცს, რომელსაც უსინდისოდ აქვს აშვებული აფრები. ზოგს ეს ვაჟკაცობა ჰგონია, მაგრამ, სინამდვილეში, კაცობასთან საერთო არაფერი აქვს. მე რომ ქალი ვიყო და ქმარმა მიღალატოს ან უხეშად მომეპყრას, ძალიან მაგრად ვცემდი, გავუერთიანებდი თავ-პირს.

– მართლა მძიმე მოსასმენია კაცისთვის ქალის უარი?

– რა არის იცი? თუ მაგარი ხარ, არ უნდა გითხრას უარი. რადგან უარს გეუბნება, ესე იგი, რაღაც ისე ვერ გააკეთე, ან ეს ქალი არ არის ის, ვინც შენ გაგიგებს. ამისთვის დაიბოღმო და მერე მთელ საქალეთზე შური იძიო, არ იქნება სწორი. თუ ვაჟკაცობაზე გაქვს პრეტენზია, პატიება უნდა შეგეძლოს. მით უმეტეს, უნდა აპატიო ქალს, რომელიც გიყვარს.



ნინო წულუკიძე


скачать dle 11.3