კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ გავახარო სახლის პირობებში ლიმონი და თუ არის შესაძლებელი ლიმონის გახარება შიგთავსში არსებული თესლით?

პასუხი: ლიმონის შიგთავსის თესლით მას ვერ გაახარებთ. ამ თესლით მხოლოდ ველური ლიმონი გაიზრდება, რომელიც საჭმელად უვარგისია. ნამდვილი ლიმონის გასამრავლებლად, აუცილებელია ნამყენის შეძენა, ან მცენარის დამყნობა. ლიმონის ნამყენი ძალიან იოლი მოსაძიებელია. მისი შეძენა შეგიძლიათ, როგორც ყვავილების მაღაზიაში, ასევე გამოფენაზე. ნამყენის ჩარგვის შემდეგ, მოათავსეთ ის თბილსა და ნათელ ოთახში. ეცადეთ, ნიადაგი ძალიან არ გამოუშროთ. თუ ასეთ პირობებში ამყოფებთ ლიმონს, ის აუცილებლად გაიზრდება და ნაყოფსაც გამოიღებს.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყა სპარმანია წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

პასუხი: ზრდასრულ მცენარეს ბევრი წყალი სჭირდება. სითბოში შეგიძლიათ, ყოველდღე მორწყათ. ზამთარში, დასვენების პერიოდში, მორწყვა შედარებით შეამცირეთ. როდესაც ნიადაგი შეშრობას დაიწყებს, მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდეთ წყალი ამ სეზონზე. გაზაფხულზე ორ კვირაში ერთხელ სპარმანიას ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.

კითხვა: როგორი სინათლე სჭირდება კალას და სად მირჩევთ მის დადგმას?

პასუხი: გაფოთლილ მცენარეს კაშკაშა სინათლეში ყოფნა მოსწონს. თუ ბინაში ახალბედა კალა გაქვთ, ეცადეთ, მწველ მზეს მოარიდოთ, მაგრამ, კარგი განათება არ მოაკლოთ. ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილი ზამთრის ბაღია. მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ, ის ისეთ თაროზე დადგათ, სადაც სინათლე ექნება.

კითხვა: რა ტემპერატურა სჭირდება რეოს კარგად გახარებისთვის?

პასუხი: მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ზამთარში მინიმუმ 16 გრადუსი სითბო მაინც სჭირდება, რომ მცენარემ კარგად გამოიზამთროს და დასვენების პერიოდში დაღუპვის საფრთხე არ დაემუქროს. გახსოვდეთ ერთი რამ: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი სჭირდება. ამ მცენარის მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ტენი იმისთვისაც სჭირდება, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.

კითხვა: როგორ გარემოში ხარობს კარგად პილეა?

პასუხი: ეს მცენარე თავს საუკეთესოდ გრძნობს ნახევრად ჩრდილში. მოარიდეთ პილეა მზეს, განსაკუთრებით კი მზის მწველ სხივებს, რადგან შეიძლება, მცენარეს ფოთლები გაუხმეს. თუ მაღალ ტენიანობას ვერ შეუქმნით, ზაფხულში სიცხეს მოარიდეთ. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 11-14 გრადუსია. პილეას ზედმეტი წყალი ვნებს, ამიტომ ძალიან ხშირად არ მორწყათ და მიწას შეშრობა აცადეთ.


скачать dle 11.3