კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: მთვარის რომელ ფაზაშია კარგი ოჯახში ახალი ნივთის ან სამოსის შეძენა?

პასუხი: მთვარის აღმავალ ფაზაში, ანუ, ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე პერიოდში კარგია რამე ნივთის ან სამოსის შეძენა, დაახლოებით, 12 დღის განმავლობაში.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 25 იანვარს, დილის 4 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გამიმართლებს და რომელ უცხო ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება ისეთი თვისებების წინ წამოწევას, როგორიც ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. უნდა ისწავლოთ დამოუკიდებლად მოქმედება. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყავით მაქსიმალისტი, ერთგული, მოწესრიგებული. ამავდროულად, უნდა შეგეძლოთ ინიციატივის გამოვლენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. პატივი ეცით ტრადიციებს და იერარქიულ სისტემას. ეს თქვენი კოსმიური მისიაა და წარმატების მომტანია ცხოვრებაში. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების საწინდარი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, მედიცინა, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საათების ბიზნესი, უშიშროების სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია; უცხოეთიდან თქვენთვის მისაღები ქვეყნებია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ინდოეთი, ბოლივია, რუსეთიდან – მხოლოდ ციმბირის მხარე, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ტიბეტი, სირია, გერმანია, ბელგია, ალბანეთი, თურქმენეთი, მაკედონია, იაპონია, ხორვატია, ესპანეთიდან – ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია.

კითხვა: 1974 წლის 18 სექტემბერს დაბადებული, დასაოჯახებელი მამაკაცისთვის როგორი იქნება 2010 წელი სასიყვარულო და კარიერულ სფეროში?

პასუხი: 2010 წელი ამ პიროვნებისთვის კარგია, რადგან ის ვეფხვის წელშია დაბადებული. ეს წელი კი წარმატებების შანსს ნამდვილად აძლევს, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერაში. ქალწულის ზოდიაქოშია დაბადებული, ამიტომ არც ამ მხრივ იქნება ურიგო ეს წელი, მით უმეტეს, წინა წელთან შედარებით, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ, მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. უცხოეთი აუცილებელია მისი განვითარებისთვის და წარმატებებისთვის. სამშობლოში შესაძლოა, მეტი წინაღობებისა და ბარიერების გადალახვა მოუწიოს. ამიტომ, უმჯობესია, კონტაქტი უცხოეთთან. იქ დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი, სამშობლოში ცხოვრებას გაუიოლებს, სირთულეებსა და ბარიერებსაც ადვილად გადალახავს და პირად ურთიერთობებსაც მოიწესრიგებს. ასე რომ, ეს წელი მისთვის კარგია, უბრალოდ, საჭიროა კონტაქტი უცხოეთთან.

კითხვა: დავიბადე ვეფხვის წელიწადში, კერძოდ, 1974 წლის 8 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, სამშაბათს. ამჟამად არ ვარ საქართველოში. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა მელის ამ წელს?

პასუხი: ვეფხვის წელში რადგან ხართ დაბადებული, ეს წელი დიდ შანსებს გაძლევთ, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. თქვენი კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, თუ თქვენ უცხოეთში ხართ, ეს ერთიორად ზრდის წარმატების შანსებს. სამწუხაროდ, არ ვიცი, რომელ ქვეყანაში ხართ, რომ ზუსტად გაგცეთ პასუხი, რამდენად მისაღებია ის ქვეყანა თქვენთვის. ზოგადად კი, უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა, მაგრამ თუ ისეთ ქვეყანაში ხართ, რომელიც თქვენთვის არ არის მისაღები, შესაძლოა, წარმატებებს ვერ მიაღწიოთ. ეს წელი თქვენთვის ნაწილობრივ წარმატებების მომტანია, ნაწილობრივ კი – მოსამზადებელი, რადგან თქვენ „სასწორის“ ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული და შემდეგი წელი თქვენთვის გაცილებით კარგი იქნება.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 15 აგვისტოს, ღამის 12 საათზე. რომელ სფეროში იქნება წარმატებული?

პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, მედიცინიდან – პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია და ფილოსოფია. თუ წინაღობებს გადალახავს, ასევე, ელის წარმატება შემდეგ პროფესიებში: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, მთარგმნელობითი საქმე, ტურიზმი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია.


скачать dle 11.3