კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვა გვეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში და პრობლემების მოგვარებაში


სანამ ძვირფას ქვას შეარჩევთ სამკაულისთვის, კარგად დაფიქრდით, თუ რა მიზნით გჭირდებათ მისი ტარება. ქვას შეუძლია, ჯანმრთელობის, ერთგულების, მეგობრობის, სიმდიდრის დამცველის როლის შესრულება.

თუ ადამიანს სურს, ძვირფასმა ქვამ მისი დამცველობითი ფუნქცია შეითავსოს, ჯერ ის უნდა მოგეწონოთ ვიზუალურად, შემდეგ კი მიგიზიდოთ. სხვათა შორის, ქვა ტემპერამენტის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, თუ ადვილად ფეთქდებით, მაშინ წითელი ფერის ძვირფასი ქვების ტარებას არ გირჩევთ, შესაძლოა, მან გაუაზრებელი ქმედებისკენ გიბიძგოთ, მაგრამ მისი ტარება კარგია მშიშარა და გაუბედავი ადამიანებისთვის, რათა ამ ქვამ მის ცხოვრებაში მეტი გამბედაობა და წარმატება შემოიტანოს.

რაც შეეხება ზურმუხტისა და ფირუზის ქვებს, ისინი შეიძლება, ნებისმიერმა ჩვენგანმა ატაროს, რადგან ეს ქვები ადამიანში საუკეთესო თვისებების წარმოჩენას უწყობს ხელს. ამ ქვებს რომ იკეთებთ, ისინი ჯერ ეგუებიან და ეჩვევიან თავის პატრონს, შემდეგ კი ცდილობენ, მისი დადებითი თვისებები წამოსწიონ წინ.

ქვებით გაწყობილი სამკაულები, ხშირად უნდა გაწმინდოთ. მოვლას ამ დროს დიდი როლი ენიჭება. აუცილებელია, ქვები გაათავისუფლოთ უარყოფითი ენერგიისგან, რომელსაც ის ყოველდღიურად აგროვებს. კვირაში ერთხელ მაინც შეუშვირეთ ასეთი ქვებით მოჭედილი სამკაული გამდინარე ონკანის წყალს, ნურც გააჩუქებთ და ნურც ვინმეს ათხოვებთ. თუ გსურთ, ახლობელ ადამიანს ძვირფასი ქვის სამკაული აჩუქოთ, ამეთვისტოს გირჩევთ. მას სიყვარულის ქვასაც უწოდებენ და შესწევს უნარი თქვენ მიმართ მეტად გააღვიოს თქვენი რჩეულის გრძნობები. კარგია, თუ ის არა ოქროში, არამედ ვერცხლში იქნება ჩასმული და მას მისი პატრონი არა ყოველდღიურად, არამედ დროდადრო ატარებს, რადგან ამ ქვას მისი მფლობელისგან დასვენება უყვარს.

მთის ბროლი ნებისმიერი ადამიანისთვის დადებითი ემოციებისა და სიკეთის მომტანი ქვაა. ის შემოქმედებითი ადამიანებისთვის ძალიან კარგია. აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს. ხანგრძლივი ნერვიულობის, გონებრივი გადატვირთვისა და ჯანმრთელობის გაუარესების დროს გირჩევთ ტურმალინი ატაროთ.

ფირუზის ქვის სამკაულის ტარებით ადვილად მიიზიდავთ თაყვანისმცემლებს. ეს ქვა აღვივებს ადამიანებს შორის ლტოლვას. ის, ფინანსური შემოსავლების ზრდაშიც დაგეხმარებათ. მალაქიტის ქვა შთანთქავს და ანეიტრალებს უარყოფით ენერგიებს. ფიზიკური ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ მისი ტარება. თუ გონებრივი მუშაობა გიწევთ, ონიქსის ქვის სამკაული შეიძინეთ და ატარეთ. ეს ქვა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, დაბრკოლებების გადალახვასა და პრობლემების ადვილად მოგვარებაში.


скачать dle 11.3