კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ანეიტრალებს ბინაში სურნელოვანი ჩხირებისა და ფერადი სანთლების დანთება და რატომ არის საჭირო ჩანთით სარკისა და ბრინჯის ტარება


ამბობენ, სხვადასხვა ფერის სანთლის ალს გარკვეული მაგიური თვისებები გააჩნიაო. სხვათა შორის, ეზოთერულ ლიტერატურაში გვხვდება, რომ მსგავსი მეთოდით მკითხაობა, მომავლის გაგება, სასურველ კითხვაზე პასუხის გაცემაც შეიძლებაო. ალბათ, ბევრს არ სჯერა და მსგავს რამეებს სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ, როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოსი ქალბატონი ლალი ამბობს, ზოგიერთი სანთლის დანთებითა და მისი ალის საშუალებით ადამიანი ბევრ რამეს იგებს. არსებობს დღეები, როცა ზოგიერთი ფერის სანთლის ანთება კარგია, ზოგის კი კატეგორიულად იკრძალება.


ლალი: წლებია საქართველოში არ მიცხოვრია. თვრამეტი წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. ჩემს მეუღლეს ბიზნესი რუსეთში ჰქონდა და მეც იქ წამიყვანა. სულ სახლში ვიყავი. ჩემი მეუღლე მთელი დღე დაკავებული იყო და გვიან საღამოს მოსული კი ისე იყო დაღლილი, ხმას ვერ გასცემდი. ერთი სიტყვით, ჩემს ბინაში ვიყავი ჩაკეტილი და ერთ დღესაც, კარზე ზარი გაისმა. გავაღე. კარებში საშუალო ასაკის ქალი იდგა და მიღიმოდა. მითხრა, მე თქვენი კარის მეზობელი ვარ, სულ გაკვირდებით, არავისთან კონტაქტობთ, მეც დიასახლისი ვარ, სულ სახლში ვზივარ, მარტოობა მომბეზრდა და შეიძლება, თქვენთან ერთად ყავას დავლევო. რასაკვირველია, შემოვიპატიჟე. ყავაც დავლიეთ, ბევრიც ვისაუბრეთ და ამ ქალბატონმა, რომლის სახელიც ლუდა გახლდათ, მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რომ მიდიოდა, მითხრა, არ მოგერიდოს, სულ მარტო ვარ და შემომიარე ხოლმე, ქალებმა წავიჭორაოთო. მოკლედ, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ლუდასთან ხშირად გავდიოდი, ისიც შემოდიოდა და ის ჩემთვის გახდა ადამიანი, რომელთანაც მართლაც შემეძლო გულის გადაშლა და ნებისმიერ თემაზე საუბარი. სწორედ მისგან ვეზიარე ეზოთერულ ცოდნას. ლუდას დედა საოცრად ლამაზი ქალი იყო. მასთან ბევრი ადამიანი მოდიოდა, ძირითადად ფულიანები. ის ელიტურ მკითხავად ითვლებოდა და ბევრი მეგობარიც ჰყავდა „ზემოთ“. მათთან მისულს ყოველდღე სხვადასხვა ფერის ანთებული სანთლები მხვდებოდა და ყოველ დილით სხვადასხვა სურნელი იფრქვეოდა ბინაში. ერთხელაც დავინტერესდი და ვიკითხე, რატომ ანთია ყოველთვის სხვადასხვა ფერის სანთლები თქვენთან და რა სუნები ტრიალებს-მეთქი.

– მერედა, რა გიპასუხეს?

– ისეთი პასუხი გამცეს, რომელიც არასდროს მსმენია და სხვათა შორის, სხვას რომ ეთქვა, ალბათ, სიცილით გავიგუდებოდი. მოკლედ, თურმე ყოველ დღეს თავისი შესაფერისი ფერის სანთელი აქვს, რომლის დანთებასაც გარკვეული მაგიური თვისება ენიჭება, სწორედ იმ კონკრეტულ დღეს და ყოველდღე აუცილებელია საცხოვრებელ ბინაში ამა თუ იმ ბალახის სურნელი ტრიალებდეს. ამ საკითხით უფრო ღრმად დავინტერესდი და ვთხოვე ლუდას დედას, გარკვეული ინფორმაცია მოეწოდებინა. დამთანხმდა. ბევრი წიგნიც მომცა. მითხრა, გაუფრთხილდი ამ წიგნებს, გულდასმით წაიკითხე და ბევრ შენთვის უცნობ რამეს გაიგებ. ეს კი პირადი ცხოვრების უკეთ მოწყობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებაო. იმდენად კარგი ადამიანები იყვნენ ლუდა და დედამისი – ქალბატონი ნინა, უფლება არ მქონდა, არ დამეჯერებინა მათთვის. ასე რომ, მათგან ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია გავიგე, რომელიც დღესაც ძალიან მეხმარება.

– შეგიძლიათ, ეს ინფორმაცია ჩვენც გაგვიზიაროთ და გვითხრათ, რომელ დღეს რა ფერის სანთლის ანთება რაზე მოქმედებს დადებითად?

– რასაკვირველია შემიძლია და ძალიან მინდა, ამ საკითხზე თქვენი მკითხველიც დაფიქრდეს. თანაც დღეს ფერადი სანთლების ყიდვა პრობლემა აღარ არის. მაღაზიაში უამრავი დეკორატიული, ფერადი, ლამაზი სანთელი იყიდება და არც ისე ძვირი ღირს. თანაც თუ იცი, რომ ის დაგეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვფიქრობ, თანხა არც უნდა დაინანო. ყოველ შემთხვევაში, ხომ უნდა სცადო მაინც? არ დაგიმალავთ, თავიდან მეც ასე დავიწყე. ვიფიქრე ვცდი, ავანთებ, დავაკვირდები და თუ გაამართლა ვნახავ-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, მართლაც გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, მე კარგად დავცადე. მაგალითად, გეტყვით რომ, თეთრი ფერის სანთლები უმჯობესია, დაანთოთ და დაწვათ ორშაბათს. ის ბინაში მთვარის ენერგიას იზიდავს და ადამიანებს ძალების აღდგენაში გვეხმარება. წითელი ფერის სანთლებს უდიდესი მაგიური დატვირთვა აქვს, კერძოდ, ისინი უმჯობესია, სამშაბათს დაანთოთ, თანაც დილის საათებში. ეს დაგეხმარებათ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებაში და ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. ნარინჯისფერი სანთლები უმჯობესია, აანთოთ ოთხშაბათს, ეს დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობაში და ოჯახური თანაცხოვრებისას ჰარმონიის დამყარებაში. ცისფერი სანთლები ხუთშაბათისაა. მათი დანთებით სიმშვიდესა და ბედნიერებას დაიბედებთ ამ დღეს. იღბლიანობაც გაიზრდება, მეტად მომთმენს და მიმტევებელს გაგხდით. შავი ფერის სანთლები მართალია, ფერის გამო არასასიამოვნო შეგრძნებას გიტოვებთ, მაგრამ პარასკევს დანთებით საცხოვრებელ ბინას ცუდი ენერგიისგან გაათავისუფლებთ, აღარ იგრძნობთ დისკომფორტს ბინაში და დამშვიდდებით. ვარდისფერი სანთლის დანთება შაბათს, საღამო ხანს, არის სასურველი. ის რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს, მეტად წარმოაჩენს თქვენს სინაზეს, მეგობრებთან ურთიერთობაში კი მეტად მიმზიდველს გაგხდით. მწვანე სანთლების ანთება ბინაში რეკომენდებულია კვირა დღეს, ის ჰარმონიისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება. ასე რომ, კვირა დღეს თუ ამ ფერის სანთელს აანთებთ, ისეთ დადებით მუხტს იგრძნობთ, რომელიც შეიძლება მთელი კვირა გაგყვეთ. ყვითელი ფერის სანთელი კი მაშინ უნდა დაანთოთ, როცა ხვდებით, რომ კარიერაში რიგზე ვერ გაქვთ საქმე, როცა ბარიერები და წინაღობები გხვდებათ და როგორც ამბობენ, თითქოს სამყარო თქვენს წინააღმდეგ ამხედრდა. ყვითელი სანთლის ანთებით თქვენ ადვილად მიაღწევთ წარმატებას კომერციულ სფეროში. საერთოდ, თუ რწმენით მიუდგებით საქმეს, ყველაფერი კარგად გამოგივათ. როგორც გითხარით, თავიდან მეც არ მჯეროდა ასეთი რამეების, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე და მერწმუნეთ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ასევე, მეზობელმა გამიზიარა რომ, თურმე ადამიანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს წესები, რომელთა დაცვით ადვილად შეგვიძლია, წარმატების მიღწევა და იღბლიანობის გაორმაგება.

– ამისთვის როგორ უნდა მოვიქცეთ?

– ამისთვის ელემენტარული წესები უნდა დაიცვათ. მაგალითად, უნდა დააკვირდეთ რომელი ფერის ტანსაცმლის, ჩანთის, ფეხსაცმლისა თუ ნივთის ტარებისას გაგიღიმათ ბედმა მეტად და წარმატებასაც ადვილად მიაღწიეთ. ასეთი ნივთები არსებობს, უბრალოდ, ჩვენ ამას არ ვაკვირდებით. აბა, დაძაბეთ გონება და დააკვირდით, რომელი ფერის ტანსაცმლის ტარებისას გიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, მოგემართათ ხელი, მეტად მიიპყარით ყურადღება, დაიმსახურეთ კომპლიმენტები. პირადად მე, ასეთ რამეებს ცისფერი ტანსაცმლის ტარებისას ვგრძნობ. ანუ, კარგად მაქვს დაცდილი. ზოგადად ტანსაცმლის ფერს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ბედზე. დაკვირვებული ვარ, როცა ადამიანს შავი ფერის სამოსი აცვია, ყოველთვის ცუდ განწყობაზეა, ღია ფერის ტანსაცმლის ტარებისას კი, მეტ სიმშვიდეს და დადებით განწყობას გრძნობ ადამიანებისგან. ამით მათკენ აგზავნი მესიჯს, რომ შენ კარგად ხარ, ცხოვრება გიხარია, ერთი სიტყვით, ტანსაცმლის ფერით გარშემო მყოფებს შენს შინაგან სიმშვიდეს აგებინებ და შენი განწყობა მათზეც დადებითად აისახება. ასევე, კარგია, თუ ჩანთით სარკეს და პატარა ტომსიკით ბრინჯს ატარებთ. სარკე სხვების ცუდი ზრახვებისგან დაგიცავთ, მიიზიდავს თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების ყურადღებას, ბრინჯი კი სიმდიდრის სიმბოლოდ მოიაზრება და მისი ტარებით, ჩანთაში ფული მუდამ გექნებათ. სურნელოვანი ჩხირები კი მაშინ უნდა აანთოთ სახლში, როცა სტუმარს ელით. მისი სუნი იმ ადამიანის მიერ შემოტანილ უარყოფით ენერგიას მალევე გაანეიტრალებს და თქვენდამი მის კეთილგანწყობას ერთიორად გაზრდის.


скачать dle 11.3