კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისკს ტვინის „ნუშისებრი სხეულის“ დისფუნქცია განსაზღვრავს


კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნევროლოგებმა ადამიანის ტვინში გამოააშკარავეს მონაკვეთი, რომელიც პასუხისმგებელია ფულის დაკარგვის შიშზე. სწავლულთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მრავალფუნქციური სტრუქტურა, სახელწოდებით – ნუშისმაგვარი (ნუშისებრი) სხეული (Amygdala).

კვლევებში, გარდა ჯანმრთელი მოხალისეებისა, ჩაბმული იყო ორი ქალი, რომლებიც იშვიათი გენეტიკური დაავადებით იტანჯებოდნენ. ერთ-ერთს ნუშისებრი მთლიანად ჰქონდა დაზიანებული, ხოლო მეორეს – ნახევრად. ასაკის შესაბამისად (42 და 23 წელი), დანარჩენი მოხალისეებისგან ჩამოაყალიბეს ორი საკონტროლო ჯგუფი – ექვს-ექვსი ქალი თითოეულში.

ცდა ბიზნესთამაშის – „მონოპოლიის“ მსგავსად ჩატარდა, რომელიც ფულადი ავანტიურების სხვადასხვა შესაძლებლობას შეიცავდა. ნუშისებრი სხეულის დისფუნქციის მქონე პაციენტები უფრო ხშირად აკეთებდნენ „უმძიმეს სვლებს“, ვიდრე ექსპერიმენტში მონაწილე იმავე ასაკისა და განათლების ჯანმრთელი სუბიექტები. ნევროლოგებმა დააფიქსირეს, რომ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ორი ავადმყოფი ქალი განსაცვიფრებელ გულგრილობას იჩენდა დანაკლისის პერსპექტივაზე.

ექსპერიმენტატორების აზრით, ტვინის მოცემული მონაკვეთის დისფუნქცია არ აძლიერებს რისკისადმი მიდრეკილებას, არამედ ამცირებს ადამიანის უნარს, გვერდი აუაროს დანაკლისს. „ფულის დაკარგვისადმი შიში გავრცელებულია ყველგან და კარგადაა შესწავლილი ქცევების ეკონომიკის მიერ, მაგრამ, უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ის გამოსაცდელებს სრულიად არ გააჩნიათ“, – ამბობს ბენედიტო დე მარტინო, ინსტიტუტის პრაქტიკანტი და სტატიის წამყვანი ავტორი.

დე მარტინოს კოლეგები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან, არცთუ დიდი ხნის წინათ უკვე აცხადებდნენ, რომ ნუშისებრი სხეული პასუხისმგებელია, აგრეთვე, დიდსულოვნების გამოვლინებაზე. საზოგადოდ ტვინის ეს მონაკვეთი, როგორც არაერთხელ გამოვლინდა, მართავს ფართო ინტუიციურ-ემოციურ სპექტრს, დაწყებულს პათოლოგიური შიშიდან და შიშის შეგრძნებიდან – ბავშვის ტირილით გამოწვეულ დისკომფორტამდე.


скачать dle 11.3