კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„უდინეზეს“ მფარველი

ახლა კარგად დააკვირდით ამ ქალს და მითხარით – სად ხედავთ მაისურს. სიმართლე გითხრათ, ვერც მე ვხედავ, არადა, ეს ფოტო, სწორედ რომ იტალიური „უდინეზეს“ ახალი სათამაშო ფორმის წარდგენის დროსაა გადაღებული, ეს ქალბატონი კი ბილენ როდრიგესი გახლავთ. სწორედ იგი აირჩია უდინურმა კლუბმა თავის სახედ და მფარველად ამ სეზონისთვის და ახალი მაისურებიც სწორედ მას წარადგენინა.

„იმედი მაქვს, ბედნიერი ფეხი მექნება. მაისურები ძალიან მომწონს, რადგან ისინი ჩემს საყვარელ, შავსა და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი“, – განაცხადა ბილენმა და.

სხვათა შორის, როდრიგესი საფეხბურთო სამყაროსთვის უცხო ქალი არ გახლავთ. მისი მეგობრები სხვადასხვა დროს ძმები ინძაგები იყვნენ, სულ ბოლოს კი ბილენს „მილანის“ ფორვარდი მარკო ბორიელო ჰყვარობდა, მაგრამ წყვილმა იჩხუბა და ერთმანეთს დაშორდა. სავარაუდოდ, ამჯერად „უდინეზეს“ რომელიმე ფეხბურთელს გაუმართლებს, რადგან, არამართებული იქნება, ქალი ერთი გუნდის თილისმად და მფარველად ითვლებოდეს და ექსპლუატაციას სხვა კლუბის მოთამაშე უწევდეს.


скачать dle 11.3