კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მაინტერესებს, ახალი „მერსედესი 600“, რომელსაც 517 ცხენის ძალა აქვს, გაასწრებს თუ არა ახალ 507-ცხენისძალიან „ბეემვე ემ5-ს“ გრძელ ტრასაზე. თუ ვერ გაასწრებს, რატომ? „მერსედესს“ ხომ მეტი ცხენის ძალა აქვს?

პასუხი: მსგავსი ტიპის შეკითხვებს ძალიან ხშირად გვისვამენ. ამ ორ ავტომობილს, ცხენის ძალების გარდა, ძალიან ბევრი რამე განასხვავებს. შევადაროთ ერთმანეთს ეს „მერსედესი“, „ბეემვე ემ5“ და 900-ცხენისძალიანი ტრაქტორი. ანუ ტრანსპორტი, რომელსაც ამ ავტომობილებთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი ცხენის ძალა აქვს. როგორ გგონიათ, ის გაასწრებს? ცხადია, საქმე მხოლოდ ცხენის ძალებში არ ყოფილა. დანიშნულებისა და განაწილების მიხედვით, ცხენის ძალები ან ჰმატებს ავტომობილს სიჩქარეს, ან – არა. ამ ყველაფერთან ერთად, გააჩნია, რა ტიპის სიჩქარეთა კოლოფი აქვს მანქანას, როგორი საბურავები, როგორი ამინდია და სხვა. სულ რომ ქარხნული მონაცემებით შევადაროთ ეს ორი მანქანა, ნახავთ, რომ „ბეემვეს“ გაცილებით ნაკლები წონა აქვს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სისწრაფისთვის. თუ ამას სხვა მხრიდან შეხედავთ, ანუ თუ რამდენი კილოგრამის თრევა უწევს ერთ ცხენს, მაშინ თვითონვე მიხვდებით, თუ რატომ გაასწრებს „მერსედესს“ „ბეემვე“ მოკლე და გრძელ მანძილზე. „ბეემვეს“ ხასიათში აქვს სისწრაფე და ის თავიდანვე ამისთვის იქმნება. ის მთელ მსოფლიოში სწრაფი ავტომობილების ძალიან მაღალ კლასს განეკუთვნება.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ვოლვო 740“, რომელზეც ეგრეთ წოდებული „ბენზონასოსი“ გამიფუჭდა. ხელოსნებმა მითხრეს, გამოსაცვლელიაო, მაგრამ „ვოლვოს“ „ბენზონასოსი“ ძალიან ძვირი ღირს. რამე სხვა, შედარებით იაფიანი გამოსავალი თუ არსებობს?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა: მიხვიდეთ ქუთაისის ქუჩაზე და, უბრალოდ, მოიძიოთ ისეთი „ბენზონასოსი“, რომელიც თქვენს ავტომობილში შესაბამის წნევას შექმნის და რომელიც დაახლოებით მაინც ჰგავს ორიგინალს, რათა განთავსება არ გაგიჭირდეთ. თუმცა, „ვოლვო 740“ ისეთი ტიპის ბენზინის პომპაა (ანუ „ბენზონასოსი“), რომელიც იოლად იცვლება და ძალიან მარტივად შეგიძლიათ სხვა მოარგოთ. ანუ, დაახლოებით 100-120 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ სხვა „ბენზონასოსი“, რომელიც თქვენსას იოლად ჩაანაცვლებს და არანაკლებ კარგად იმუშავებს.


скачать dle 11.3