კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გამოიწვია „ტოიოტების“ საშინელი ავარიები და რა ქარხნული დეფექტი აქვს „ა“-კლასის „მერსედესს“


„ტოიოტას“ გარშემო ატეხილმა სკანდალმა მსოფლიოს ყველა მძღოლი დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილია ამ მარკის ავტომობილები, რამდენად დაცულია მათი სიცოცხლე, როდესაც ამ ავტომობილით მოძრაობენ... თავი რომ დავანებოთ სიცოცხლისთვის საშიშ დეფექტებს, ავტომობილებს ბევრი ისეთი ქარხნული წუნი მოჰყვება, რომლებსაც ვერც მძღოლები და ვერც ხელოსნები ვერაფერს უგებენ.

მევლუდ მელაძე: ყველა მწარმოებლის მოდელში, როგორი მაგარიც არ უნდა იყოს და როგორი სახელიც არ უნდა ჰქონდეს მას, უამრავი წუნია. ამა თუ იმ ახალი მოდელის შექმნისას, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების მიერ მას უამრავი ტესტი უტარდება, მაგრამ, ხანგრძლივი ექსპლუატაციის დროს, მაინც უამრავი ხარვეზი იჩენს თავს. ზოგ შემთხვევაში ეს წუნი თუ დეფექტი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ზოგჯერ კი, უბრალოდ, ჩვენს ნერვებსა და ჯიბეზე მოქმედებს სერიოზულად. ანუ, რაღაც პრობლემა ყველას აქვს, რომელიც, ან მალე, ან წლების შემდეგ იჩენს თავს. საუბარი დავიწყოთ რუსული წარმოების ავტომობილებით, რომლებიც ჯერ კიდევ სარგებლობენ პოპულარობით. რუსული მანქანების მწარმოებლები ძველ მოდელებში აღმოჩენილ წუნებს ახალ მოდელებშიც არ ცვლიან, დიზაინსაც კი არ უცვლიან მოდელებს, რადგან კონვეიერის და მსგავსი დანადგარების შეცვლას ისინი არც ფიქრობენ. ასე რომ, უცვლელი რჩება ქარხნული დეფექტებიც. მაგალითად, ავტომობილი „ნივა“, რომელსაც ვითომ ძალიან პატარა დეფექტი აქვს, რეალურად ძალიან სერიოზული ნაკლია: სავალ ნაწილში, მარჯვენა მხარეს, სადაც „გიტარებია“ განთავსებული, დატოვებულია ძალიან წვრილი ადგილი. თვითონ „კუზაოზე“ პატარა ღრიჭოა დატოვებული და ავტომობილის წინა და უკანა მხარეს უწვრილესი დეტალი აერთიანებს. ეს დეტალი, სულ ახალ მოდელებშიც კი, ორმოში ან თხრილში ერთი-ორჯერ ჩარტყმის შემდეგ იბზარება. როდესაც „ნივას“ ყიდულობენ, ამ საკითხში შედარებით გარკვეული მძღოლები, მას ეგრეთ წოდებულ „უსილენიეს“ უკეთებენ, ანუ, აძლიერებენ. ეს, წლების განმავლობაში, შეიძლება, ქარხანასაც გაეკეთებინა, მაგრამ ბოლოს მაინც მძღოლებს დაუტოვა საწვალებლად. რუსული მანქანებიდან აღვნიშნავდი „0 11-ს“, რომელსაც ძალიან სუსტი, ეგრეთ წოდებული „ბაკავინა“, ჰქონდა. ანუ, ამორტიზაციის ზამბარების ზედა მხარე, სადაც საბურავი ჯდება, იმდენად რბილია, რომ ორი ორმოს გავლის შემდეგ იღუნებოდა და „კაპოტსაც“ კი ღუნავდა, რაც გარედანაც ეტყობოდა. „კონსერვის“ ქილას რომ მიაწვე, იგივე ეფექტი ჰქონდა. „07-ში“ ეს დეფექტი თითქოს გამოასწორეს, მაგრამ, მაინც არ აქვს დიდი ძალა იმ ადგილს, რომელიც დარტყმას იღებს.

– რაც შეეხება არარუსული წარმოების ავტომობილებს?

– პირველად მაინც „მერსედესს“ შევეხები, რომლის ბევრ მოდელს ბევრი წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემა აქვს. მაგალითისთვის მოვიყვან „ა კლასის მერსედესს“, რომელიც „მერსედესის“ ახალ თაობას მიეკუთვნება. ამ მოდელში მართვის ავტომატური კოლოფის გამძლეობა და სიმძლავრე შეამცირეს. ცნობილია, რომ „მერსედესის“ ავტომატი ყველაზე ძლიერია. ვინაიდან მათ უნდოდათ, რომ „ა“ კლასი უფრო დაეპატარავებინათ ზომებში, გადაწყვიტეს, ავტომატიც დაეპატარავებინათ. იფიქრეს, რომ მსუბუქი მანქანის შემთხვევაში ეს ავტომატის დასუსტებას არ გამოიწვევდა, მაგრამ, გამოვიდა ისე, რომ ამან სერიოზულად შეასუსტა მართვის ავტომატური კოლოფი – ის ძალიან მალე ფუჭდება, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ „მერსედესის“ ეს მოდელები ძალიან მალე იაფდება და იმავე კლასის სხვა მარკის ავტომობილებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ღირს. მისი „ახალგაზრდობა“ და დიზაინი უკვე არაფერს შველის.

– „ტოიოტას“ გარშემო რა სკანდალი ატყდა?

– „ტოიოტამ“ სერიოზულად გაიფუჭა სახელი. კომპანიის ქარხნული დეფექტის გამო, მისმა პრეზიდენტმა საჯარო ბოდიშიც კი მოიხადა და იმედი გამოთქვა, რომ „ტოიოტა“ მომხმარებლის ნდობას დაიბრუნებს. რეალურად, რა მოხდა? 2000 წლის შემდეგ გამოსულ მოდელებში, რომელთა შორის არის მასობრივი და ძალიან პოპულარული მოდელები, აქვთ სიცოცხლისთვის სახიფათო დეფექტი, რომლის შესახებაც ძალიან გვიან გახდა ცნობილი. მართალია, დეფექტი შემჩნეული იყო, მაგრამ, ისევ და ისევ ფირმის ნდობის გამო, ვერავის წარმოედგინა, რომ ეს ქარხნიდან მოდიოდა. ელექტროსისტემების, კომპიუტერის არევამ გამოიწვია ის, რომ, გაზის „პედალს“ თითქოს მძღოლის მაგივრად ვიღაცამ მიაჭირა ფეხი – ბოლომდე ადიოდა სიჩქარე. ახალ ავტომობილებში კი ასეთი სისტემაა, როდესაც გაზზე ოდნავ მაინც გიდევს ფეხი, მუხრუჭი არ მუშაობს, ანუ, მანქანა არ ჩერდება. გაზზე ფეხის აშვებით ხვდება კომპიუტერი, რომ უკვე დამუხრუჭება გინდა. მაშინ კი, როდესაც ავტომობილში აჩქარება თვითონ იმატებს, დამუხრუჭება შეუძლებელია. თან, ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ახალი ავტომობილები არა გასაღებით, არამედ „სტარტის“ ღილაკით იქოქება და ჩერდება. „ტოიოტას“ კომპიუტერით კი აღმოჩნდა, რომ მიმავალი მანქანა არ ჩერდება, მისი გათიშვაც კი არ შეიძლება, ანუ, ავტომობილმა „მოგვიტაცა“: ფეხს ვაჭერთ მუხრუჭს – არ ჩერდება; ვცდილობთ, გავთიშოთ – არ ითიშება. ამ მდგომარეობამ ძალიან ბევრი ავტოავარია და სიკვდილი გამოიწვია. ახალ მოდელებში, ეს, რა თქმა უნდა, გამოსწორდება, მაგრამ, ძველი მოდელები უკვე დაპროგრამებულია.


скачать dle 11.3