კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ექცა საკუთარ ბინაში გადასვლა ოცნებად ირაკლი ჩოლოყაშვილს და როგორ ინაწილებენ ის და მისი ცოლი საქმეს


ირაკლი ჩოლოყაშვილი: მე და ნინო დროებით ქალაქგარეთ ვცხოვრობთ, შინდისში. თბილისიდან ძალიან შორს არ არის, მაგრამ, მაინც სხვა გარემოა. იქ რომ ვართ, თითქოს სულ მოვწყდებით ხოლმე რეალობას. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მე და ჩემს მეუღლეს თანაბრად გვაქვს გადანაწილებული – გააჩნია, ვის სცალია იმ დროს და რა სიმძიმის არის თვითონ პრობლემა. თუ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, მაშინ მე ვიღებ საკუთარ თავზე.

– რატომ ცხოვრობთ ქალაქგარეთ და, დროებით?

– იმიტომ, რომ ჯერ საკუთარ სახლში გადასვლას ვერ ვეღირსე. ჩვენი სახლი შენდება და უკვე ბოლო ეტაპზეა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ამ ზაფხულს, ეგებ, მეღირსოს და დამთავრდეს. კარი კი ჩამოვკიდეთ უკვე, მაგრამ, ჯერ შიგნით ვერ შევდივართ. ამიტომ, დროებით ვცხოვრობთ შინდისში. საკუთარი ეზოც გვაქვს და არ არის რთული, თავისებური ხიბლიც აქვს, მაგრამ, ისე ძალიან მინდა ჩემს საკუთარ სახლში შესვლა, რომ სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ.

– საკუთარი ხელით რამის შეკეთება შეგიძლიათ? რადგან ქალაქგარეთ ხართ, შეშის დაჩეხვა ხომ არ გიწევთ?

– არა. გაზი და კომფორტი გვაქვს, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. მეც შემიძლია რაღაც-რაღაცეები. მთლად ისეთი ხელმარჯვე არ ვარ, რომ ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებდე, მაგრამ, ვახერხებ ზოგიერთი რამის შეკეთებას.

– რადგან დენს ჯერ არ დაურტყამს, ესე იგი გამოგდით საქმე.

– როგორ არ დაურტყამს. ერთი პერიოდი ძალიან მომეწონა დენთან ურთიერთობა და გავუთამამდი: ჯერ საკუთარი სახლი გავანათე, მერე მეზობლებთანაც გადავჭიმე ნათურები და, მეტისმეტი რომ მოვინდომე, დამარტყა. მაგრამ, ჯანმრთელობისთვის ცუდი არ არის, პირიქით, სასარგებლოა. ვინც ეს საქმე კარგად იცის, გაშიშვლებულ სადენებთანაც კი მუშაობს. საერთოდ, რაც იცი, ის უნდა აკეთო.

– ბინაში გადასვლა ასე რატომ გაგიგრძელდათ?

– მე ხომ „იმედის ტალღაში“ მაჩუქეს ბინა. მაშინ ჯერ მისი საძირკველი იყო გაჭრილი. მივდიოდი და ვუყურებდი, როგორ იზრდებოდა სიმაღლეში და ყოველი სანტიმეტრი მიხაროდა. ორ წელზე მეტია, ვუცდი. მშენებლობა დასრულებულია, ტიხრებიც ამოვიყვანეთ. წლის ბოლომდე თუ შევძელით გადასვლა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. გეუბნებით, ჩემს სახლში ისე მინდა, სხვა რამეზე ვეღარ ვფიქრობ.

– ელიავას ბაზრობაზე ყოფილხართ?

– როგორ არ ვყოფილვარ, მაგრამ, სად რა იყიდება, ჯერ კარგად არ ვიცი. ბინის რემონტს რომ დავიწყებთ, მერე უფრო ხშირად მომიწევს სიარული და უკეთესად ვისწავლი.

– საყიდლებზე გაიშვებით?

– გავიშვები და ძალიან კარგადაც ვყიდულობ ყველაფერს. მირჩევნია კიდეც, რომ მარტომ ვიარო საყიდლებზე. ნინოსთან ერთადაც კარგად ვვაჭრობ, მაგრამ, მაშინ ეს პროცესი სეირნობაში გადადის ხოლმე. ხანდახან ამის სურვილიც გვაქვს, როცა არის დრო და გვსიამოვნებს. საყიდლების სიის ჩამოწერა მომწონს, კარგი ჩვევაა – უფრო მობილიზებული ხარ და არც არაფერი გავიწყდება.

– მფლანგველი ხართ თუ კარგად შეგიძლიათ ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვა?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მფლანგველი ვარ. ზომიერად ვიცი ხარჯვა. თუ უცებ ისეთი შემოსავალი გაგვიჩნდება, რომელიც გათვალისწინებული არ იყო, გვიხარია და ოჯახის ბიუჯეტიც იცვლება. ყოფილა შემთხვევა, მოგვრჩენია თანხა. ამ დროს ისეთ რამესაც ვყიდულობთ, რომლის ყიდვაც არ არის აუცილებელი. მაგალითად, საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის, ან, ნივთი, რომელიც იმ მომენტში არ გვჭირდება. მაგალითად, მე და ნინომ ლონდონში ვიყიდეთ ჭაღი და ჯერ ისევ გვიდევს, ვერსად ვერ ვკიდებთ. მაგრამ, ისეთი იაფი იყო, რომ ცდუნებას ვერ გავუძელით. ახალი წლის შემდგომი დღეები იყო, ხალხს რომ უკვე ნაყიდი აქვს ყველაფერი და ფულიც გამოლეული, მაღაზიებიც გამოცარიელებული იყო ხალხისგან, გამყიდველები მოწყენილები იდგნენ. ამას ეკონომიკური კრიზისიც დაუმატეთ და, ულამაზესი ჭაღი ლამის ისე გამოგვატანეს. წარმოუდგენლად იაფი გადავიხადეთ. მოკლედ, გამომადგა და ვისარგებლე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით.

– სამზარეულოში როგორ გრძნობ თავს?

– გადასარევად (იცინის). მიყვარს კულინარიული ექსპერიმენტები. წინასწარ არასდროს ვიცი, რას რას დავუმატებ, მაგრამ, ჯერჯერობით მარტო ნინო რისკავს ამ კერძების გასინჯვას.


скачать dle 11.3