კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავირიდოთ თავიდან ენდოკრინული ავადმყოფობების გართულება ზაფხულის სიცხეების გამო

ზაფხულის სეზონთან და აქტიურ დასვენებასთან დაკავშირებული მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა და მზის გამოსხივების ჭარბად მიღება ამძაფრებს სხვადასხვა ტიპის პათოლოგიას, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს ენდოკრინული პრობლემები.  სრულფასოვანი დასვენებისათვის ჯანმრთელად ყოფნაა საჭირო, შესაფერისი ყურადღების დათმობით კი მრავალ ავადმყოფობას ავიცილებთ თავიდან. თემაზე საუბრობს „ავერსის კლინიკის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში – ნინო ესაკია.

– მართებულია თუ არა მოსაზრება, რომ მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა აღრმავებს ზოგიერთ ენდოკრინულ პათოლოგიას?

– მსგავსი მოსაზრება აბსოლიტურად შეესაბამება სიმართლეს, რადგან ზოგადად ცნობილია, რომ მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა და მზის ინსოლაცია დიდ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში. ეს ცალკეულ პიროვნებაში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამწვავებით ან ახალი დაავადებების გამოვლენით გამოიხატება. მოგეხსენებათ, პიროვნული ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს მაღალ ტემპერატურაზე. მაგალითად, ზოგიერთ ინდივიდში ის არანაირ ცვლილებას არ იწვევს, სხვა შემთხვევაში კი შეიძლება, სიცოცხლისათვის საშიშიც გახდეს. არის რიგი დაავადებები, რომლებიც თავს იჩენს მაღალი ტემპერატურისა და მზის ჭარბად დასხივების შედეგად. მათ შორისაა ისეთი საშიში პათოლოგიები, როგორებიცაა ონკოლოგიური და აუტოიმუნური დაავადებები. სწორედ ზაფხულის პერიოდში, როდესაც მზის აბაზანები და გარუჯვა განსაკუთრებით აქტუალურია, თავს იჩენს როგორც ენდოკრინული, ასევე სხვა ტიპისა და ხასიათის დაავადებების გამწვავება. მრავალი ექიმის მოწოდებათაგან აზრის გამოტანისას, შეიძლება, დავასკვნათ, რომ მზეზე ყოფნა და, განსაკუთრებით – გარუჯვა, უნდა აიკრძალოს, სინამდვილეში ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ზომიერებითა და გარკვეული დამცავი საშუალებების გამოყენებით ყველანაირი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც დაზიანების საფრთხე იქმნება, გასათვალისწინებელია დამაზიანებელი ფაქტორის ქვეშ მყოფი ადამიანის ასაკი, აქვს თუ არა მას ქრონიკული დაავადება და როგორია მისი მიმდინარეობა, კომპენსაციის ხარისხი და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა.

– რომელი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციაში აღინიშნება ცვლილება ყველაზე მეტად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას?

– უმეტეს წილად, მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის შედეგად ცვლილებები ვითარდება ფარისებრი ჯირკვლისა და პანკრეასის ფუნქციაში. ამ დროს, სხვა პრობლემებთან ერთად, აუტოიმუნური დაავადებების ქრონიკული მიმდინარეობის გამწვავებებიც არის მოსალოდნელი. ეს დაავადებებია: აუტოიმუნური თირეოიდიტი, ანუ ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი _ ბაზედოვის ანუ გრეივსის დაავადება, ასევე, პანკრეასის აუტოიმუნური დაავადება - შაქრიანი დიაბეტი – ტიპი-1 და სხვა. შესაძლოა, თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებულ პათოლოგიებმაც იჩინოს თავი, მაგრამ პროცენტულად ისინი ძალიან იშვიათად გვხვდება. ყველაზე ხშირად, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ჭარბობს. საინტერესო და საგულისხმო მაჩვენებლებს შეიცავს უახლესი სტატისტკური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველოში 500 პროცენტით მოიმატა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა. ამას უკავშირებენ ჩერნობილის კატასტროფის შედეგად რადიაციული ფონის მატებას ევროპასა და, მაშასადამე, ჩვენს ქვეყანაშიც. რადიაციული ღრუბელი, რომელიც ავარიის შემდეგ გაჩნდა, შავი ზღვით შემოიჭრა დასავლეთ საქართველოში და შემდგომ ამ რადიაციულმა ფონმა მოიცვა მთელი საქართველო მოიცვა, რის შედეგადაც გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების განვითარების ფაქტები. ჩიყვის სხვადასხვა ფორმის განვითარების ძირითადი მიზეზი იოდის დეფიციტია. ბუნებაში იოდის დეფიციტის მიზეზად სპეციალისტები გარემოს დაბინძურებასა და რადიაციის მომატებას მიიჩნევენ, რადგან რადიაციული გამოსხივება შლის იოდს როგორც ჰაერში, ასევე ნიადაგში.

– როგორ უნდა მოიქცეს პრობლემის მქონე ადმიანი პათოლოგიის არსებოის შემთხვევაში?

– თუ ადამიანს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და სურს ზღვაზე დასვენება და მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, მან უნდა მიმართოს ექიმს და მიიღოს შესაბამისი რჩევები, რათა შემდგომ მისი ავადმყოფობა არ გამწვავდეს. გაუფრთხილებლობისა და სათანადო ყურადღების არდათმობის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ყოველთვის ვიღებთ სხვადასხვა პათოლოგიის გართულებებს. ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთ გართულებებთან საქმე სექტემბერსა და ოქტომბერში, როდესაც უამრავი ქრონიკულად მიმდინარე დაავადება მწვავდება მზის ჭარბი დასხივების შედეგად, რომელსაც პაციენტები ზაფხულის განმავლობაში იღებენ. თუ ავადმყოფი გაითვალისწინებს შესაბამსი სპეციალობის ექიმის ყველა რჩევას, მას დაავადების რეციდივი ან გამწვავება არ ემუქრება.

– რა სახის ცვლილებებით გამოიხატება მაღალი ატმოსფერული ტემპერატურით გამოწვეული ენდოკრინული დაავადებები და როგორია ოგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მექანიზმი?

– მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის ზეგავლენითა და მზის ჭარბი დასხივების შედეგად, ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ცვლილება. მაგალითისათვის გამოდგება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გააქტიურება. ამ ტიპის დარღვევა გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: გულის აჩქარებით, წონაში კლებით, ხელის თითების კანკალით, აგზნებადობით, ოფლიანობით. შესაძლოა, ამ სიმპტომებს თან დაერთოს თმის ცვენა ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილის დროს პაციენტმა უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს, რათა გამოკვლეულ იქნას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, შემდგომ კი უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

– აქტუალურია თუ არა დღეს ჭარბი დასხივების პრობლემა?

– მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ძალზედ აქტუალურია ოზონის ხვრელის პრობლემა. დღესდღეობით, უმეტეს რეგიონებში ოზონის განლევა მცირე პროცენტით ხდება და ამიტომ, უმეტეს განედებში ჯანმრთელობის დაზიანების პირდაპირი ნიშნები არ აღინიშბნება. ზოგადად, ოზონის სისქის შემცირება მოხდა დედამიწის მთელ ზედაპირზე, ამიტომ პრობლემა ყველას თანაბრად შეეხება. მომატებული ულტრაიისფერი გამოსხივების ერთადერთ დადებით ეფექტად მეცნიერები მიიჩნევენ მათი გავლენით ვიტამინ D-ს სინთეზის მომატებას და ამ ვიტამინის სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს. ულტრაიისფერი სხივების ძირითადი უარყოფითი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე, არის კანის კიბოს შემთხვევების ზრდა. ამასთან, ტროპოსფერული ოზონის ზრდაც საფრთხეს უქმის ადამიანის ჯანმრთელობას. ასევე, ძალზე გახშირდა ბაზალურ და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. მექნიზმი, რომლითაც ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს კანის კიბოს, კარგად არის გარკვეული. ამ ტიპის სიმსივნეები შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იშვიათად მთავრდება ფატალური შედეგით. ცხოველებზე ჩატარებული ცდების ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეჯამებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ სტრატოსფერული ოზონის 1 პროცენტით შემცირება გამოიწვევს ამ ტიპის კიბოს 2 პროცენტით გაზრდას. ავთვისებიანი მელანომა – კანის კიბოს კიდევ ერთი ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ ბევრად უფრო სახიფათო ფორმაა, რომელიც შემთხვევათა 15-20 პროცენტში ლეტალურად მთავრდება. კავშირი ავთვისებიან მელანომასა და ულტრაიისფერ რადიაციას შორის არ არის კარგად გამოკვლეული, მაგრამ სხვა მიზეზთაგან სხივები თეორია ყველაზე ადეკვატურად მიიჩნევა. ამიტომ, ძნელია, შევაფასოთ ოზონის შრის განლევის როლი მელანომის განვითარებაში. ასევე ხშრი გართულებაა კატარაქტა. კვლევები გვიჩვენებენ გარკვეულ კავშირს კატარაქტების სიხშირესა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზრდას შორის. ამ დაავადების განვითარების რისკის ჯგუფში არიან თეთრი კანის მქონე მამაკაცები, რადგან ეს პათოლოგია ნკლები სიხშირით უვითარდებათ ქალბატონებსა და მუქი კანის მქონეებს. ბოლო წლებში კატარაქტის სიხშირემ იმატა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდასთან.

– რაიმე რჩევა თუ გექნებათ მკითხველისათვის?

– თქვენს მკითხველს ვურჩევ, ზაფხულში ზღვაზე დამსვენებისას, მზის აბაზანებისა და გარუჯვის დროს, დღის 12 საათიდან 18 საათამდე თავი მოარიდონ აღნიშნულ პროცედურებს, რადგან ამ პერიოდში მზის ჭარბი გამოსხივების ყველაზე დიდი რისკია, რაც უამრავი ქრონიკულად მიმდინარე დაავადების გამწვავების მიზეზი ხდება. ასევე, ცნობილია, რომ ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად სწორედ მზის ჭარბი გამოსხივება და რადიაციული ფონი მიიჩნევა.



ერეკლე ასპანიძე


скачать dle 11.3