კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აგრძნობინებს „კოსტიუმ ნეიშენალი“ ქალებს თავს დედოფლებად


ლეჩეში დაბადებულმა ენიო კაპასამ ოცდაათი წლის წინ დააარსა ძალიან ინგლისური სახელის მქონე „კოსტიუმ ნეიშენალი“ – მოდის სახლი, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბრენდია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ნებისმიერი ეროვნების თუ სოციალური სფეროს წარმომადგენელი ქალისთვის განსაკუთრებით პრესტიჟულია „კოსტიუმ ნეიშენალის“ ფეხსაცმელი, რომელიც საოცრად ინდივიდუალური, უჩვეულო და ყველასგან გამორჩეულია. ამიტომ, ქალებს ბევრი ფიქრი არ სჭირდებათ იმაზე, თუ რა ჩაიცვან ამა თუ იმ საღამოზე, წვეულებაზე – უბრალო, სადა კაბა თუ ჯინსი და მაისური – „კოსტიუმ ნეიშენალის“ ფეხსაცმელი საკმარისია იმისთვის, რომ საღამოს დედოფლად იგრძნოთ თავი. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ტანსაცმლის დიზაინის გარდა, „კოსტიუმ ნეიშენალი“ სხვა სამრეწველო პროდუქციის დიზაინითაცაა დაკავებული, მაგრამ პროდუქტია და პროდუქტიც, ენიო კაპასა მუშაობა „დუკატის“, „ალფა-რომეოს“ და არაყ „აბსოლუტის“ დიზაინზე, რამაც ძალიან სერიოზული გავლენა იქონია ამ მარკების გაყიდვებზე.

„კოსტიუმ ნეიშენალმა“ 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გასული წლის შემოდგომაზე პარიზში აჩვენა. იმავე დილით კარლ ლაგერფელდი საღამოს ჩვენებისთვის ემზადებოდა, რათა თავის კოლექციაში ხაზი იმ ტიპის შორტებისთვის გაესვა, რომელიც ენიო კაპასამ დილითვე აჩვენა. „კოსტიუმ ნეიშენალის“ ქალის ულამაზესი შორტები უფრო მოკლე და ეფექტური იყო,“ – ასე დაიწერა ფრანგულ ჟურნალებში. ენიო კაპასამ ლაგერფელდის იდეის უფრო მოტკეცილი და სექსუალური ვარიანტები წარუდგინა ფართო საზოგადოებას. დიზაინერის პრეამბულა – „ნაზი გული, მაგარი, მტკიცე გარეკანი“ – შესაძლებელია, სწორედ ამ შორტების დიზაინით აიხსნას. ნაზი, რბილი, სადა შორტი, რომელიც განსაკუთრებულ მომხიბვლელობასა და სინაზეს ანიჭებს ქალს, შექმნილია ძალიან მტკიცე, „ბაიკერული“, კარგად დამუშავებული ტყავით.

„კოსტიუმ ნეიშენალის“ კოლექციაში დიდი ნაწილი სწორედ მოკლე შორტებსა და მოკლე, „ბაიკერულ“ ტყავის ქურთუკებს ეკავა, რომელთაც კიდევ უფრო მეტად აუხეშებდა დიდი ელვა-შესაკრავები და ბალთები. ყავისფერის გარდა, ჩვენებაზე ჭარბობდა ნაცრისფერი. მოკლე შორტები, ტყავისლიპებიანი ჟილეტები, თხელი მაისურები და შარფები საოცრად უხდებოდა ზაფხულის მაღალყელიან, ცხვირმოჭრილ ფეხსაცმელებს. ასევე საინტერესო იყო კარგად დამუშავებული, მყარი ატლასის მოკლე პიჯაკები, რომელთაც სახელოებიც მოკლე ჰქონდა. ღრმად დეკოლტირებული თხელი აბრეშუმის მაისური, მოკლესახელოებიანი პიჯაკი და შორტი, რომელიც ტრუსებს უფრო ჰგავდა, პარიზის პოდიუმზე გლამურულად გამოიყურებოდა, ხოლო ქუჩებში ეს ანსამბლი ან გრძელ შორტზე, ან კოჭებამდე შარვალზე შეგვიძლია გადავიტანოთ.

რაც შეეხება მოკლე შარვლებს, ენიო კაპასამ ამ ტიპის, წლევანდელი სეზონისთვის საოცრად აქტუალური, კოჭამდე სიგრძის და, ტანზე მომდგარი შარვლების მოდელებიც უხვად წარმოაჩინა, რომლებიც „კოსტიუმ ნეიშენალის“ შემთხვევაში არა ტრიკოტაჟით ან სტანდარტული საშარვლე ქსოვილით, არამედ ატლასითა და აბრეშუმით იყო შექმნილი. ამ ტიპის შარვლებს ძალიან უხდებოდა ჟილეტის ტიპის ზედატანი, რომელიც შესაკრავის გარეშე, უბრალოდ, წელთან იყო ქამრით დაფიქსირებული და სხეულის სიშიშვლესაც იოლად მალავდა. ქართული, თბილისური მოდის მიმდევრებს ამ კოლექციიდან განსაკუთრებით მოეწონებათ მოკლე, სადა, თხელი კაბები. შავი, ღია ნაცრისფერი და მოთეთრო კაბები მოკლე პიჯაკებთან ან თხელ საგაზაფხულო ჟაკეტებთან ერთად, ულამაზესი „აუთფიტი“ იქნება როგორც დღის, ისე საღამოს ჩაცმულობისთვის. კოლექციიდან განსაკუთრებული კრიტიკა მხოლოდ ჩვენების ბოლოს ნანახმა კაბებმა გამოიწვია, რომელთა ფორმამ და დიზაინმა მოდის კრიტიკოსებს ალქაჯები და ჯადოქრები გაახსენა. ასეა თუ ისე, „კოსტიუმ ნეიშენალი“ თავად გვიტოვებს არჩევანის თავისუფლებას – ვიყოთ ჯადოქრები ან კეთილი ფერიები.


скачать dle 11.3