კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეჩხუბებოდა საკუთარი თმის ერთი ღერის ჩამოვარდნის გამო თამრი ხურცილავა


მსახიობი თამრი ხურცილავა, რომელიც სულ ახლახან მონაწილეობდა სერიალში „ჟამი ყვავილობისა“ და მშვენიერი გარეგნობით გამოირჩევა, თავის მოვლას ყოველთვის უთმობს დროს და ცდილობს სულ ფორმაში იყოს. თამრი თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, რეჟისორ გიზო ჯორდანიას ჯგუფშია და ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სპექტაკლში.

თამრი ხურცილავა: სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის დიდი დრო მჭირდება მოსაწესრიგებლად, ამიტომ სულ ვაგვიანებ. თავს ყოველთვის ვუვლი, თუმცა როგორც სახის, ასევე თმის მოვლისთვის უფრო ძველ, ბებიების მეთოდებს მივმართავ. ყოველდღიურად არ ვხმარობ მაკიაჟს, უფრო მაშინ, როდესაც სადმე მივდივარ, ან გადაღება მაქვს. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, ვერ ვიტყვი, რომ კლასიკურად ჩაცმა მიყვარს. სამოსის არჩევისასაც დრო მჭირდება, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში არ ვდგავარ სარკის წინ.

– თუ დადიხარ კოსმეტოლოგთან და როგორ უვლი სახის კანს?

– კი, დავდივარ, თუმცა უფრო სახლში მიყვარს ყველაფრის გაკეთება. ძალიან მომწონს არაჟნის ნიღაბი. დედაჩემი თუ კიტრს თლის, მის ქერქს სახეზე ვიდებ. რაც შეეხება თმას, მისი მოვლის საიდუმლო ისაა, რომ დაბანის შემდეგ ყოველთვის ვივლებ ძმარს და ეს ჩემს თმას ძალიან უხდება. თანაც მიყვარს ძმრის სუნი, თუმცა დაბანის შემდეგ საერთოდ აღარ რჩება.

– სერიალში ხშირად გიკეთებდნენ სხვადასხვა ვარცხნილობას, ხომ არ დაგიწვეს თმა?

– თმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითო ღერი რომ მომწყდებოდა, იმაზეც ვეჩხუბებოდი სტილისტს. ფენსაც და თმის დასახვევ საშუალებებს ყოველთვის ვერიდები. სწორი და ძალიან თხელი თმა მაქვს და ამას სულ ვუჩივი. ისე, ძირითადად გადაწეულ თმას ვხმარობ, სკოლის მოსწავლის სტილში, ოდნავ მკაცრსაც კი, მომწონს ასეთი იმიჯი. თანაც სულ მე ვიკეთებ ვარცხნილობებს და სალონში მხოლოდ მაშინ მივდივარ თუ განსაკუთრებული შემთხვევაა და თმის დავარცხნა მჭირდება. გადაღებებზეც ხშირად თვითონ გამიკეთებია ვარცხნილობა, ამაში უკვე „დასპეცებული“ ვარ.

– სერიალში უფრო კლასიკური იმიჯი გქონდა.

– კი, ჩემი იმიჯისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ვემორჩილებოდი. მსახიობი ვარ და ასეთ რაღაცეებს ყოველთვის უნდა დავმორჩილდე.

– გიყვარს ექსპერიმენტები?

– კი, მიყვარს ექსპერიმენტები და ძალიან მინდა, რომ თმა გადავიპარსო, მაგრამ ახლა სადიპლომო სპექტაკლისთვის ვემზადები. გიზო ჟორდანია „მარიამ სტიუარტს“ დგამს, მე ვთამაშობ სტიუარტის როლს და პირიქით, თმას ვიზრდი. მინდა, ისე გამოვიყურებოდე, როგორიც დედოფალი გამოიყურებოდა. ისე, თმას საერთოდ გადავიპარსავდი და ამიტომაც, „ვჩივი“, როდის დამთავრდება პრემიერა, რომ თავი გადავიპარსო-მეთქი. ბავშვობაში გადამპარსეს თავი, ფოტოებს, რომ ვნახულობ, ძალიან მომწონს და ალბათ, ამიტომაც მინდა, ვნახოთ.

– გახსოვს, როდის გაგიჩნდა პირველად ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?

– ბავშვობაში საერთოდ არ ვყოფილვარ პრანჭია, არც ის მომენტი მქონია – ქალი ვარ და გაპრანჭვა დავიწყე, ან რადიკალურად შევიცვალე. ეს ინსტინქტი ყოველთვის იყო ჩემში. როგორც ყველა გოგონა, ვცდილობდი ფორმაში ვყოფილიყავი. თუმცა, ბავშვობაში სულ ჩემი ძმის შარვალს ვიცვამდი და არა დედაჩემის კაბებსა და ქუსლიან ფეხსაცმელს. მაკიაჟის გაკეთება მაშინ დავიწყე, როცა მივხვდი, რომ მსახიობობას ვაპირებდი. თუმცა, მაშინაც და ახლაც ვცდილობ, ბუნებრივად გამოვიყურებოდე. როდესაც „სუხიშვილებში“ ვცეკვავდი, იქ მასწავლეს მაკიაჟის გაკეთება.

– სხეულსაც ხომ სჭირდება მოვლა?

– როგორც სახის მოვლა, ასევე სხეულის მოვლაც აუცილებელია და ამას ყველა გოგონა უნდა მიმართავდეს. დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს სულ ვხმარობ, ძალიან მომწონს როდესაც მათ ქოქოსის, რძისა და თაფლის სურნელი აქვს. რაც ცეკვას დავანებე თავი, ცოტა გავზარმაცდი, ახლა ვცდილობ, დილით ვირბინო, სახლში ვვარჯიშობ. როდესაც თეატრალურში ჩავაბარე, ცეკვას თავი დავანებე. ეს გზა ავირჩიე. თუმცა, ისე მიყვარს ცეკვა, რომ ძალიან მენატრება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ დავანებე თავი.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– ძალიან მიყვარს „ნარცისო როდრიგესი“, ძირითადად, სუნამოს ამოჩემება ვიცი. საერთოდ, სუნამოს სურნელით ბევრ რამეს ვიმახსოვრებ და არა მხოლოდ სუნამოს სურნელით – სხვადასხვა ნივთებს ვინახავ. მაგალითად. ბლოკნოტის ყდას. სუნამოს ფლაკონს რომ ვყნოსავ, რაღაც სიტუაცია მახსენდება და დროში ვმოგზაურობ.

– გიყვარს მასაჟები?

– ძალიან მიყვარს მასაჟები, ძირითადად ჩემი დაქალებისთვის გამიკეთებია და იმათაც გაუკეთებიათ ჩემთვის.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი უნდა უვლიდეს თავს?

– მამაკაციც უნდა უვლიდეს თავს, მაგრამ ზედმეტად არა. არ მიყვარს მოუწესრიგებელი ბიჭი და არც ძალიან პედანტი. სუნამოს სურნელსაც ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ძალიან დიდს არა.

– როდესაც შეყვარებული ხარ, ეს უფრო მეტ სტიმულს გაძლევს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისა და მოვლისთვის?

– როდესაც ჩემს შეყვარებულთან ვიკამათებ, მეორე დღეს ისეთ ფორმაში, გაპრანჭული მივდივარ უნივერსიტეტში, ჩემი ჯგუფელები ხუმრობენ, შეყვარებულთან უჩხუბიაო. მერე მეც და იმასაც გვეცინება და შევრიგდებით ხოლმე.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, თავდაჯერებული და შეყვარებული.


скачать dle 11.3