კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„წითელი ეშმაკუნები“


იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთაგმირი…

რაკი ჯერჯერობით ყველაფერ მხოლოდ საბჭოურს დაერქვა თავისი სახელი, 25 თებერვალი არა გასაბჭოების, არამედ ახლა უკვე ოკუპაციის დღეა (რა თქმა უნდა, სრულიად სამართლიანადაც!). შესაბამისად, არც მის აღნიშვნას გვიშლის ვინმე (ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, ვიდრე ჩვენი, თუნდაც, სიტყვიერი კურსი მკაფიოდ პროდასავლურია). რაკი არ გვიშლის და ქართულ ოპოზიციურ სპექტრშიც გამოჩნდნენ რუსეთთან დამეგობრების მსურველები (დევიზით: „დავიბრუნოთ ოსები და აფხაზები“, რომლებიც უკვე რუსებისანი არიან), წლევანდელი 25 თებერვალი უფრო სანახაობრივი იყო. საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთანაც გაიმართა (რომელშიც, ნატურალური რუსი, სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი), დარჩენილი საქართველოს სხვადასხვა ნაწილშიც და კოჯორშიც, დაღუპული იუნკრების პატივსაცემად. სავსებით ბუნებრივია, რომ აქციას თვით ჩვენი პირველი პირიც შეუერთდა. შეუერთდა და კიდევ ერთხელ შეგვაგულიანა: შაჰ-აბასმა ვერ დაგვაჩოქა და ვერც პუტინი დაგვაჩოქებსო. პრეზიდენტის პათოსს არც ახალგაზრდები ჩამორჩნენ, – არ შევეგუებით საქართველოს ერთი პატარა კენჭის დაკარგვასაცო (თუმცა, საკითხავიც აი, ის არის, რომ, ვეგუებით და მეტი არა?!). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ერთ ხელისუფალს არ გამოურკვევია (მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური მიზეზები), როგორ დაიკავეს ჩვენი მიწა როგორც1921, ისე 2008 წელს რუსულმა არმიებმა (ხან – წითელმა , ხან – ნახევრად წითელმა), ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე, სავარაუდოა, რომ მომავალი ანექსიებისგან ვერც 25 თებერვლის პომპეზურად აღნიშვნა დაგვიცავს, ვერც გულზე მუშტის ბრაგუნი, ვერც სამუშაო კაბინეტში ილია ჭავჭავაძის პორტრეტის დაკიდება და ვერც საგურამოში მანიფესტების გამოცხობა!


скачать dle 11.3