კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა იაგო ინწკირველი „ამერიკის ყველაზე ძლიერი მამაკაცი“, „საუკეთესო სპორტსმენი და მკლავჭიდელი“


იაგო ინწკირველსა და მის სპორტულ მიღწევებს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. უკვე რამდენიმე ხანია, ის ფილადელფიაში ცხოვრობს, ამ ხნის განმავლობაში შვიდ რეიტინგულ და პრესტიჟულ შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და საკმაოდ ბევრი ტიტულიც დაუგროვდა. 2009 წელს ის „ამერიკის ყველაზე ძლიერი მამაკაცი“ და „ყველაზე ძლიერი მკლავჭიდელი“ გახდა.


იაგო èíინწკირველიèí: შეჯიბრება აგვისტოში ჩატარდა და მასში თითქმის ათი შტატიდან იღებდნენ სპორტსმენები მონაწილეობას. ანუ, ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ტურნირი სპორტის მრავალ სახეობაში. სიმძიმეების აწევაში, მკლავჭიდში, კრივში, ჭიდაობაშიც იყო შეჯიბრება, მაგრამ მე იმ სახეობებში მივიღე მონაწილეობა, რაშიც წარმატებული ვარ. ტურნირი კონკურსის ტიპის იყო, გამარჯვებული ადგილების მიხედვით არ ვლინდებოდა, აცხადებდნენ „წლის საუკეთესო სპორტსმენებს“. მე გავხდი „წლის საუკეთესო სპორტსმენი“, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გადმომცეს პრიზები, თასი და მცირედი თანხა.

– სად ჩატარდა შეჯიბრება?

– ატლანტიკ-სიტში ჩატარდა ტურნირი, რომელშიც ჩემთან ერთად ერთი ქართველიც იღებდა მონაწილეობას, ჩემი მეგობარი, მკლავჭიდელი არსენ შოშიაშვილი. ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონია, ძალიან წარმატებული მკლავჭიდელია. მე როგორც სიმძიმეების აწევაში, ასევე მკლავჭიდში შეჯიბრებაშიც მივიღე მონაწილეობა. ეს ტურნირი ძალიან რეიტინგული და პოპულარულია, მასში მონაწილეობას იღებდნენ გამოცდილი, მაღალრეიტინგული და პოპულარული, ცნობილი სპორტსმენები. სხვათა შორის, ამ შეჯიბრებას ესწრებოდა ჯო ვეიდერი, რომელიც ძველი სპორტსმენი და სერიოზული პიროვნებაა. მან ბევრი ცნობილი სპორტსმენი გაზარდა, მათ შორის შვარცენეგერი. ჯო და ბენ ვეიდერები ამ ტურნირის დამფუძნებლები არიან. მინდოდა, მათთან ახლოს მივსულიყავი, მაგრამ ბევრი ხალხი იყო, მე გამოსვლა მქონდა და ვერ მოვახერხე. ჯო ვეიდერი კულტურიზმის დამფუძნებელია. ტურნირზე იყიდებოდა მისი ფირმის პროდუქცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ბენი მთელ მსოფლიოში უშვებს სპორტულ ინვენტარს, ტრენაჟორებს, ჯო კი ზრდის სპორტსმენებს. მათი გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის.

– რა სჭირდება სპორტსმენს იმისთვის, რომ ამ ტიპის ტურნირში მიიღოს მონაწილეობა?

– ძალიან სერიოზული კონკურსია. ეს ჩემთვის ამერიკაში მეშვიდე ჩემპიონატი იყო. ბევრი წარმატება დავაგროვე და ამიტომ დამრთეს უფლება, მიმეღო მონაწილეობა, სხვა შემთხვევაში არ დამიშვებდნენ. ანკეტების შევსებისას ბევრი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილო. მე რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო, პროფესიონალების ოცეულში შევდივარ.

– და ერთადერთი ქართველი ხარ?

– დიახ, ამ სიაში ერთადერთი ქართველი ვწერივარ. როგორც იცით, ორჯერ მოვიგე ამერიკის ჩემპიონატი, ორჯერ გავხდი ყველაზე, ძლიერი მამაკაცი და შესაბამისად, მონაწილეები უკვე მცნობენ. ბევრი კონკურენტი მყავს და შეჯიბრებაზე ჩემი დანახვა მაინცდამაინც არ სიამოვნებთ, მათთან შედარებით დიდი უპირატესობა მაქვს და, ალბათ, ამიტომ.

– ყოველი შეჯიბრების წინ საინტერესო ისტორიებში ეხვევი ხოლმე.

– მართალი ხარ. ახლაც შემთხვევით გავიგე ამ შეჯიბრების შესახებ და, როგორც ყოველთვის, ახლაც დავაგვიანე მისვლა. ფილადელფიაში ვცხოვრობ და სპეციალურად გავემგზავრე ამ კონკურსისთვის ატლანტიკ-სიტიში. ჯერ საცობები იყო, მერე ვერ მივაგენი დანიშნულების ადგილს. როცა მივედი, შეჯიბრება უკვე დაწყებული იყო და შესვლაზე პრობლემები შემექმნა. რეგისტრაცია ორი კვირით ადრე გავიარე, მაგრამ, როდესაც იქ მიხვალ, უნდა დააფიქსირო შენი სახელი და გვარი. კიდევ კარგი, დირექციასთან მისვლა მოვასწარი, აქ ვარ-მეთქი, თორემ, ალბათ, აღარ დამიშვებდნენ. მძიმე წონის მონაწილეებს ძირითადად გვიან აცხადებენ ხოლმე და ეს დამეხმარა.

– როგორც მივხვდი, სიმძიმეების აწევაშიც მონაწილეობდი და მკლავჭიდშიც?

– დიახ, მკლავჭიდშიც და ქვის აწევაშიც.

– ალბათ, ეს ქვა ძალიან დიდი და მძიმე იყო.

– საერთოდ, ქვასთან სამი მისვლა იყო ნებადართული. შეგიძლია, რომელიმე გამოტოვო, სიმძიმე თანდათანობით იზრდება. მე მანამდე მკლავჭიდის შეჯიბრებაში მქონდა მონაწილეობა მიღებული, მკლავები დაღლილი მქონდა და ამიტომ პირველი ორი მისვლა გამოვტოვე. არ მინდოდა, მსუბუქ წონებზე დავღლილიყავი და მესამე მისვლაზე ჩავეწერე. ერთ-ერთ მსაჯს ეს არ გაჰკვირვებია, რადგან ძირითადად ასე ვიქცევი ხოლმე. მესამე მისვლაზე დავძლიე 236-კილოგრამიანი ქვა, შარშან კი 217-კილოგრამიანი ავწიე.

– სხვებმაც დაძლიეს?

– დიახ, სხვებმაც დაძლიეს, მაგრამ მე მის საჭირო სიმაღლეზე დასადებად და 1 წუთი 6 წამი დამჭირდა. სპეციალური სამი თაროა, ყოველ მისვლაზე თაროების სიმაღლე იზრდება და, შესაბამისად, მესამე თარო ყველაზე მაღალია, ქვის წონა კი – ყველაზე დიდი. ჩემმა კონკურენტმაც დადო ქვა, მაგრამ ამისთვის დიდი დრო დასჭირდა – დაახლოებით 4 წუთი. საერთოდ, ასეთ შეჯიბრებაში თაროს სიმაღლე არ ფიქსირდება, მთავარია წონა და დრო – რამდენ ხანში მოახერხებ მის აწევას და დადებას.

– მესმის, რომ ბევრს ვარჯიშობ, მაგრამ მაინც, როგორ ახერხებ გამარჯვებას? ალბათ, ამაში ქართული გენებიც გეხმარება.

– რა თქმა უნდა, მეხმარება, თანაც მე ყოველთვის ვაფიქსირებ იმას, რომ საქართველოდან ვარ, რადგან მეამაყება ჩემი ქართველობა. ამ შეჯიბრების შემდეგ, ჩემთან, სახლში ყველა ქართველი სპორტსმენი შევიკრიბეთ და კარგად, ქართულად მოვილხინეთ.

– როგორ შედეგი გქონდა მკლავჭიდში?

– ადრე საქართველოში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ამერიკის დონეზე და ასეთი ფართო მასშტაბის შეჯიბრებაში არ მიმიღია მონაწილეობა. ოთხი ბრძოლა მქონდა, ერთი არ ჩამითვალეს, სამი კი, მათ შორის საფინალო, მოვიგე. ჩემი კონკურენტები ძალიან გამოცდილი, ტიტულოვანი მკლავჭიდელები იყვნენ, პროფესიონალები. სხვათა შორის, ბევრმა მითხრა, საქართველოდან ძალიან ძლიერი მკლავჭიდელები ჩამოდიან და შენ ახლა ჩამოხვედიო? ჩემი ვინაობით დაინტერესდნენ. მერე გაიგეს, რომ მე არ ვარ უშუალოდ მკლავჭიდელი, ძალოსნობით ვარ დაკავებული – სიმძიმეებს ვეწევი და ეს უფრო მიტაცებს. გამარჯვების შემდეგ დაფა საჩუქრად გადმომცეს, დაფა, წარწერით: „ამერიკის საუკეთესო მკლავჭიდელისთვის“. ორივე ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე ყოველთვის ვცდილობ, ძალიან მაღალი დონის და ძალიან რეიტინგულ ტურნირებში მივიღო მონაწილეობა.

– სერიოზული ფულადი პრიზები არ არის ხოლმე ასეთი ტიპის შეჯიბრებზე?

– არავის დასწყვიტეს გული და ყველას მიზერული თანხა გადასცეს, ანუ სიმბოლურად. ასეთი ტიპის შეჯიბრებებს ძირითადად სპორტული დატვირთვა აქვს, თუმცა კვება და ბევრი რამ უფასოა.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში, ისევ ღამის კლუბში მუშაობ?

– დიახ, ღამის კლუბში ვმუშაობ და, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სხვა კლუბებში დავდივარ – მიყვარს ასეთი გართობა, განტვირთვის კარგი საშუალებაა. ფილადელფიაში ბევრი ახალი ღამის კლუბი გაიხსნა და იქ ვატარებ დროს.

– შენი მუშაობის დროს ინციდენტები ხშირად ხდება?

– საკმაოდ ხშირად. ჩემი მუშაობის საათებში კლუბში ძირითადად ნასვამები არიან. საერთოდ, ამერიკელები ძალიან შარიანი ხალხია, მიწევს ხოლმე ცოტა მუშტების გაქნევა.

– მეუღლე არ გყავს?

– ჯერ არა, მაგრამ ქართველი ქალის შერთვას ვაპირებ ცოლად. ქართული ტრადიციების დამცველი ადამიანი ვარ და ყველაფერი ტრადიციულად მოხდება, როდესაც ეს ღმერთის ნება იქნება.


скачать dle 11.3