კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: რა ტემპერატურას მირჩევთ კამპანულას გახარებისთვის ოთახის პირობებში?

პასუხი: ეს მცენარე დაბალ ტემპერატურაზე უკეთესად ყვავის. მაგალითად, თბილ ზამთარში, შეიძლება, საერთოდ ყვავილიც არ გამოიღოს. ამიტომ მისი ყვავილობისთვის აუცილებელია ზამთრის სიგრილე – პლუს 2-10 გრადუსი. მოარიდეთ მწველ მზეს, მაგრამ სინათლე არ მოაკლოთ. ზაფხულში შეგიძლიათ, ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე ამყოფოთ. გადამეტებული სიცხე მისთვის სასურველი არ არის წელიწადის არც ერთ სეზონზე.

კითხვა: ზაფხულობით ხშირად მაწუხებს ბინაში მწერები, ხომ არ არის ეს მცენარეებით განპირობებული?

პასუხი: მწერები, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით გაჩნდეს და ამაში სულაც არ იყოს დამნაშავე რომელიმე მცენარე. თუ განსაკუთრებით ერთ მცენარეს ეხვევა მწერი, აუცილებლად შეიძინეთ შესაბამისი ქიმიური ხსნარი, მიასხურეთ იმ კონკრეტულ მცენარეს და იოლად მოაშორებთ მწერებს. საერთოდ კი, ბუსუსებიანი ფოთლები სიცხისა და მწერებისგან იცავს გარემოს. ასეთი მცენარე გინურაა. გირჩევთ, გაახაროთ ის ბინაში და მწერებთან გამკლავება აღარ გაგიჭირდებათ.

კითხვა: როგორი ადგილი და განათება უყვარს ცირტომიუმს?

პასუხი: ცირტომიუმი ნაკლებად ჭირვეული მცენარეა. მას ძალიან უყვარს ნათელი ადგილი, თუმცა, არ მოსწონს მწველი მზე. ეცადეთ, მცენარე დადგათ ისეთ ადგილას, სადაც კარგი განათება ექნება. სასურველია, ამყოფოთ გრილ, ნათელ ჰოლში. ის თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც კი უძლებს.

კითხვა: რა სიხშირით სჭირდება ფეროკაქტუსს მორწყვა?

პასუხი: ზაფხულში ეს მცენარე რეგულარულად მორწყეთ, მაგრამ, მორწყვიდან მორწყვამდე კარგად დააკვირდით ნიადაგს. როდესაც შეამჩნევთ, რომ მიწა ცოტათი შემშრალია, მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით წყალი. მორწყვისას მისი ნიადაგი თვეში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქითაც დანამეთ. ზამთარში ან ძალიან იშვიათად მორწყეთ ან საერთოდ ნუ მორწყავთ.

კითხვა: როდის ყვავილობს ჩინური ვარდი და როგორ მოვუარო, რომ უხვად იყვავილოს?

პასუხი: უხვფოთლება ჩინურ ვარდს წითელი, ვარდისფერი, თეთრი ან ყვითელი ულამაზესი ყვავილები აქვს. მცენარე ძირითადად ყვავილობს ზაფხულში, მაგრამ, თუ თქვენ სითბოსა და კარგ განათებას არ მოაკლებთ, შესაძლებელია, მთელი წლის განმავლობაშიც კი იყვავილოს. გახსოვდეთ, ჩახუთული ჰაერი და ტენის ნაკლებობა ყვავილების სწრაფად ჭკნობას გამოიწვევს. მას სჭირდება კაშკაშა სინათლე და ასეთ პირობებში ჩინური ვარდი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს ბინას უხვი ყვავილებით.


скачать dle 11.3