კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მცენარეზე მოქმედებს ცუდად ზემოდან მორწყვა და რომელ მცენარეს აზიანებს დამჭკნარი ყვავილები


საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან თენგიზ პაპავასთან ერთად ორ არაჩვეულებრივ მცენარეზე ვისაუბრებთ. ორივე ძალიან ლამაზია და მათი მოვლა დიდ სირთულეებს არ უკავშირდება. თუ რა მცენარეებია ესენი, რომელთა დახმარებითაც თქვენს ბინას ბუნებრივად გაალამაზებთ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– როგორი მცენარეა არგემონა და პრეტენზიული არის თუ არა ის?

– არგემონა ვიზუალურად ძალიან ლამაზი მცენარეა დიდი ფოთლებით და თეთრი ყვავილებით. იშვიათად შეიძლება, ყვავილებს ყვითელი ფერიც დაჰკრავდეს. ფოთლები მწვანეა და ლამაზად დაკბილული, ბოლოვდება პატარა ეკლებით. მცენარე მოსავლელად ნაკლებად პრეტენზიულია. ამიტომ, მისი გახარების ნუ შეგეშინდებათ, როგორც ბინაში, ასევე ბაღშიც.

– რა ზომის იზრდება მცენარე და როგორ ნიადაგში ჩავრგოთ?

– ეს მცენარე არც ისე მაღალია. კარგად იზრდება ღარიბ ნიადაგშიც, მაგრამ გადარგვას ცუდად ეგუება. სასურველია, თავიდანვე ისეთ ქოთანში მოათავსოთ, რომელშიც მუდმივად იქნება. გირჩევთ, შედარებით მოზრდილი ზომის ჭურჭელი შეარჩიოთ. თუ სწორად გათვლით ქოთნის ზომას, შემდეგ აღარ დაგჭირდებათ გადარგვა. ძალიან მაღალი არ იზრდება და არც იბუჩქება, რომ ძალიან დიდი ზომის ჭურჭელზე შეაჩეროთ ყურადღება. შეიძინეთ საშუალო ზომის ქოთანი და არგემონა გაზარდეთ მასში.

– როგორ პირობებში ვამყოფოთ მცენარე?

– არგემონას უყვარს მზიანი, ნათელი ადგილი. ამიტომ გირჩევთ, აღმოსავლეთის ფანჯრის თაროზე მოათავსოთ. თუ მას ბაღში ახარებთ, იქაც მზიანი ადგილი შეარჩიეთ. მოსწონს კომბინირებულ დეკორაციებში ყოფნა, განსაკუთრებით კი იასამნისა და ლურჯი მცენარეების გვერდით.

– როდის ყვავილობს არგემონა და როგორ ვაყვავილოთ ის უხვად?

– მცენარე ყვავის ივლისში და მისი ყვავილობა გვიან შემოდგომამდე გრძელდება. უხვი ყვავილობისთვის აუცილებელია სწორად შერჩეულ ადგილას დადგათ, ოთახში ნორმალური ტემპერატურა იყოს და რაც მთავარია, ყვავილობის დროს მოერიდეთ წყლის ზემოდან დაპკურებას. ეს ცუდად მოქმედებს მცენარის ყვავილის სიჯანსაღეზე.

– რაც შეეხება წელიწადის სხვა სეზონებზე მის მორწყვას და ტემპერატურას...

– მცენარეს უყვარს ზომიერი მორწყვა. გაზაფხულსა და ზაფხულში შედარებით ხშირად მორწყეთ. ამ დროს ნიადაგი მალე შრება და ხშირად დააკვირდით, თუ ძალიან გამომშრალია მიწა, აუცილებლად მიაწოდეთ წყალი. ზაფხულში სასურველია, თვეში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყვა. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს ზომიერი, დაახლოებით 16-20 გრადუსი. მცენარეს არ სიამოვნებს გადამეტებული სითბო, მაგრამ სიცივეც უარყოფითად მოქმედებს. თუ სტაბილურ საშუალო ტემპერატურას შეუქმნით, ეს ყველაზე ოპტიმალური იქნება მისთვის.

– როგორ გავამრავლოთ არგემონა?

– არგემონა მრავლდება თესლით. გვიან შემოდგომაზე, როდესაც ყვავილები გაუხმება, შეაგროვეთ მისი თესლი ან ყვავილების მაღაზიაში შეიძინეთ. ჩათესეთ მაისის დასაწყისში მუდმივ ადგილას – ქოთანში ან ღია გრუნტში. მაისის ბოლოს მცენარეს ამონაყარი გაუჩნდება და შემდეგ გამრავლდება.

– დაბოლოს, თუ ბინაში უკვე ვზრდით არგემონას, იქნებ გვირჩიოთ, ახლა რა პირობებში ვამყოფოთ?

– ზამთარში ამ მცენარეს დასვენების პერიოდი აქვს. დადგით შედარებით თბილ ადგილას, 14 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ, მორწყეთ იშვიათად და მოამზადეთ მცენარე ახალი ყვავილობისთვის.

– რას გვეტყვით პელარგონიუმის შესახებ?

– პელარგონიუმის ასობით სახეობა არსებობს. ზოგი მათგანი ფერადი ან სურნელოვანი ფოთლებით ფასობს, თუმცა მცენარეების მოყვარულნი მას უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის სათანადო პირობებში, მთელი წლის განმავლობაში ყვავის ფერადი ყვავილებით და განსაკუთრებით ლამაზი სწორედ ამ დროს არიან. სამეფო პელარგონიუმებს ამშვენებს სხვადასხვა ფერის დიდი ყვავილები: მოშავო, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. თუმცა ყველაზე გავრცელებული „ზონალური“ პელარგონიუმია. მისი პატარ-პატარა ყვავილთა კონა ძალიან ეფექტურია.

– როგორ პირობებში ვამყოფოთ მცენარე?

– მთელი წლის განმავლობაში აუცილებელია კარგი განათება. ზაფხულობით მცენარე შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. დადგით ისეთ ადგილას, სადაც კარგი განათება იქნება და ამავე დროს მზის სხივები ნაკლებად მოხვდება. ასეთი ადგილი მზიანი ფანჯარაა. მცენარე ჩრდილში არ დადგათ, თორემ გაგიფუჭდებათ.

– რა ტემპერატურაა მისთვის საკმარისი?

– იდეალურია 24 გრადუსამდე ოთახის ტემპერატურა. თუ ზამთრობით სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, თორემ ფორმას დაკარგავს. ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ, მცენარეს კარგი განათება ჰქონდეს.

– რამდენად ხშირად უნდა მოვრწყათ მცენარე?

– პელარგონიუმი დროდადრო სიმშრალეს იტანს, მაგრამ ზაფხულობით ეცადეთ, ტენი არ მოაკლოთ. ნათელ და თბილ ბინაში ზამთრობითაც გააგრძელეთ მორწყვა. გაზაფხულზე კი გადარგეთ.

– დამატებით კიდევ რაა საჭირო იმისთვის, რომ პელარგონიუმმა კარგად გაიხაროს?

– მოაშორეთ მას დამჭკნარი ყვავილები, რომ მცენარე არ დააზიანოს. მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ მინერალური სასუქით. სასურველია, თუ ამ პროცესს გაზაფხულზე ჩაატარებთ. იმისთვის, რომ მცენარეს კომპაქტური ფორმა ჰქონდეს, გაზაფხულზე კარგად გაკრიჭეთ. პელარგონიუმი ადვილად მრავლდება ტოტების დაყოფით. ამიტომ, თუ მისი გამრავლების სურვილი გაგიჩნდებათ, აუცილებლად ამ გზით გაახარეთ. ეს მცენარე საკმაოდ კომპაქტურია, დაახლოებით 40 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება. მისი გაზრდა არანაირ ბინაში არ გაგიჭირდებათ.


скачать dle 11.3