კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: ძაღლი ზუსტად სამოცდამესამე დღეს მშობიარობს?

პასუხი: როგორც წესი, ასე ხდება, თუმცა, შეიძლება, სხვაობა ერთ-ორ დღეში იყოს. თუ პირველი მშობიარობისას ზუსტად დათვლით მერამდენე დღეს იმშობიარებს ძაღლი, შემდეგი შეჯვარების დროსაც ნარჩუნდება დღეთა რაოდენობა და იმდენივე დღეში დაყრის ლეკვებს.

კითხვა: არსებობს თუ არა ძაღლებში ლეიკემია და რა არის მისი პირველი ნიშნები?

პასუხი: რა თქმა უნდა, აღნიშნული დაავადებით ძაღლებიც ავადდებიან, მაგრამ ძაღლებში ეს დაავადება ვირუსული ეტიოლოგიისაა, უფრო ხშირად ავადდებიან კატები. აღნიშნული დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და ხასიათდება სისუსტით, მადის დაქვეითებით, ანემიით და გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით.

კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან სცვივა ბეწვი. თითქმის დღეში ორჯერ ვვარცხნი. გთხოვთ, რამე მირჩიეთ.

პასუხი: შესაძლებელია, თქვენს ძაღლს რომელიმე ვიტამინის ან მიკროელემენტის ნაკლებობა ჰქონდეს, ან, ბეწვის ცვენა გამოწვეული იყოს არასწორი და არასრულფასოვანი კვებით. გამორიცხული არ არის სულაც კანის რაიმე დაავადება სჭირდეს. ამიტომ, სასურველია, ვეტერინარს გაასინჯოთ.

კითხვა: ჩემი ძაღლი ხშირად იფხანს ყურს. მაინტერესებს, ეს ყურის პრობლემას უკავშირდება თუ, უბრალოდ, ჩვევაა?

პასუხი: თუ ძაღლი ყურს იფხანს, ეს, შეიძლება, ყურში მიმდინარე პროცესის ბრალი იყოს, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს პარაზიტებით ან სოკოვანი ინფექციით, ამიტომ, გირჩევთ, თქვენი ძაღლი ვეტერინარს გაასინჯოთ.

კითხვა: ჩემს ძაღლს ფეხი მოჰყვა კარში. ერთი შეხედვით, თითქოს საშიში არაფერი იყო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კი კოჭლობა დაიწყო. ვეტერინართან გვყავდა, მაგრამ, მისი თქმით, ძაღლს ფეხი ნაღრძობი არ აქვს. რა შეიძლება იყოს მისი კოჭლობის მიზეზი?

პასუხი: მიზეზი შეიძლება იყოს ღრმად მდებარე ქსოვილების დაზიანება, რის ნიადაგზეც შეიძლება ჩამოყალიბდა პოსტტრავმული ართრიტი. მდგომარეობა რომ არ გართულდეს, აუცილებლად მიიყვანეთ ძაღლი გამოცდილ ექიმთან. შეიძლება, დაგჭირდეთ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.


скачать dle 11.3