კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძალად სიყვარული


თაყვანისმცემელმა თავი მოგაბეზრათ, მაგრამ მისგან თავის დახსნას ვერ ახერხებთ, თითქოს უხილავი ძაფებით გაკავებთ და მასზე დამოკიდებულს გხდით?! ამოცანა მარტივია – მას მანიპულაციის უნარი გააჩნია. თამაშმა, შეიძლება, სახიფათო ხასიათი მიიღოს, რადგან ადამიანი, რომელსაც მეორე ადამიანის მანიპულირება შეუძლია, მიზანს ყოველთვის აღწევს. თქვენ ვერც კი მიხვდებით, ისე აღმოჩნდებით მის კლანჭებში. როგორ შეიცნოთ კაცში მანიპულაციის დიდოსტატი?! – დააკვირდით მის საქციელს. მამაკაცი, რომელიც გამუდმებით იმეორებს, რომ ის უიღბლოა, რომ სიყვარულში არასოდეს გაუმართლა და თუ ამჯერადაც ერთადერთი ნათელი სხივი (თქვენი სახით) ჩაუქრება, ვეღარ იცოცხლებს, – საშიშროება ახლოს არის. მისი მიზანია, გამოიწვიოს თქვენში სიბრალული, რათა ვეღარ შეძლოთ „მძიმე“ სიტუაციაში მისი მიტოვება – ხომ შეიძლება, დეპრესიამ იმსხვერპლოს, თქვენმა სიყვარულმა დაღუპოს და პიროვნულად გაანადგუროს?! ამ ტიპის მამაკაცს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში გადმოყაროს ცრემლები. მის წინააღმდეგ ისევ მისი მეთოდებით უნდა იბრძოლოთ: მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ; თუნდაც მოატყუეთ და უთხარით, რომ ეძებთ ძლიერ მამაკაცს, რომელსაც მძიმე წუთებში დაეყრდნობით. ნუ მისცემთ საშუალებას, გიკარნახოთ სამოქმედო გეგმა. ნუ გაუხსნით გულს და ნუ ჩაახედებთ თქვენს ცხოვრებაში. დააკვირდით, დაზვერეთ და, თუკი დარწმუნდებით, რომ მისგან საფრთხე არ გელით, განაგრძეთ ურთიერთობა. მაგრამ, თუ თქვენი პიროვნული სიძლიერე საკმარისი არ არის, შეაჩეროს მისი მხრიდან წამოსული ფსიქოლოგიური აგრესია, ყველა საშუალებით გათავისუფლდით ასეთი თაყვანისმცემლისგან, რათა საბოლოოდ მის მახეში გაბმული არ აღმოჩნდეთ.


скачать dle 11.3