კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოერიდეთ, „დედიკოს ბიჭია“!


„დედიკოს ბიჭი“ ჰქვია მამაკაცს, რომელიც გაიზარდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაიზარდა და ისევ დედიკოს კალთას არის მობღაუჭებული. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის მამაკაცებს ბავშვობიდანვე აქვთ არანორმალური ურთიერთობა დედებთან, ანუ, ისინი მეტისმეტად არიან დამოკიდებულები დედებზე. გარკვეულწილად, ამაში ხელს მათ დედებიც უწყობენ – ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვაჟებმა მათი ცხოვრებისეული პოზიცია გაიზიარონ. იფიქრონ ისე, როგორც თვითონ ფიქრობენ. ასე გაზრდილ შვილებსაც მოსწონთ იმ სცენარით ცხოვრება, რომელსაც დედა „უწერთ“ და მიაჩნიათ, რომ ეს ასეც უნდა იყოს.

თუმცა, არსებობს „დედიკოს ბიჭების“ მეორე კატეგორიაც: ისინი ყველაფერში ეწინააღმდეგებიან მშობელს, არ უთმობენ ერთი ნაბიჯითაც კი, მაგრამ, ყველა ქალში „დედიკოს“ ეძებენ – ისეთს, ვინც მათ თავისუფლებას შეზღუდავს, რადგან, სიამოვნებთ წინააღმდეგობების გადალახვა.

როგორც წესი, „დედიკოს ბიჭები“ ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც უმრავლესობა ქალია. მარტოხელა დედები ძირითადად „დედიკოს ბიჭებს“ ზრდიან, მით უმეტეს, თუ თავად ძლიერი, დამოუკიდებელი, ძალაუფლების მოყვარული ქალები არიან. ბიჭების „დაპროგრამება“ ნებისმიერ შემთხვევაში ადრეულ ბავშვობაში ხდება. როცა დედა ეგოისტია, ის ფიქრობს, რომ ბავშვი მისთვის დაიბადა – ესე იგი, ყველა უფლება აქვს, თავის მორჩილ „ლეკვუნიად“ აღზარდოს. „დედიკოს ბიჭები“ ქმნიან ოჯახებს, მაგრამ, თუ მათ „დედიკო“ არ შეხვდათ ცოლად, სხვანაირ ქალთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. მერე იწყება ნამდვილ დედიკოსა და ცოლ-დედიკოს შორის ომი, რომელიც, ყველაზე წარმოუდგენელი შედეგითაც კი შეიძლება დასრულდეს. თუ ეს ორი ქალი შეთანხმდება, მაშინ „დედიკოს ბიჭი“ სიკვდილამდე მათ მარწუხებში იქნება მოქცეული. ერთი სიტყვით, თუ თქვენ ამ ყველაფერთან გამკლავებას ვერ შეძლებთ, უკანმოუხედავად გაიქეცით მისგან.


скачать dle 11.3