კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როდის ტრიალებს „კომედი-შოუს“ ბიჭების სახლში მაგიის სუნი და რატომ „დაფრინავენ“ მათთან ღორები


ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ ცხოვრობს ერთ სახლში სამი ახალგაზრდა ბიჭი:გასარეცხი ჭურჭელი, გასასწორებელი ლოგინი, არეული ტანსაცმელი... მაგრამ, ამ ბიჭების შემთხვევაში მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. ძნელი დასაჯერებელია, თუ როგორ არიან დაკავებული სახლის საქმეებით ვახო ბიჭიკაშვილი, ფაქო და თემო მჟავია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს, საოჯახო საქმეებიც კარგად შეისწავლეს.


ვახო ბიჭიკაშვილი: რატომღაც, ყველას ძალიან უკვირს ჩვენი ცალკე გადასვლა. საქართველოში ხომ ცოლის მოყვანის შემდეგაც კი, შვილები მშობლების სახლში ცხოვრობენ, რაც არანაირად არ მომწონს.

ფაქო: ძალიან დიდი ხანია, რაც ეს იდეა გვაქვს, მაგრამ ვერ განვახორციელეთ, რაღაცნაირად, ჩამოდნა. მერე, რაღაც პერიოდის შემდეგ ავიჩემე, რომ, მორჩა, დღესვე ვიწყებთ ჩალიჩს, ახლავე უნდა ვიპოვოთ ბინა-მეთქი. ვნახეთ ერთი ძალიან მაგარი ბინა, კარგი ხედი ჰქონდა. ვახო გიჟდება ხედებზე და დაიწყო: აუ, აქ რომ მოთოვს, იქ რომ მოთოვს, რა მაგარი იქნებაო, არადა, თბილისში სულ ერთი დღე თოვდა (იცინიან). მოკლედ, ბინას ვარჩევდით იმის მიხედვით, საიდანაც კარგი ხედი იქნებოდა, როცა მოთოვდა.

ვახო: ვაჟა-ფშაველაზე ვიქირავეთ არაჩვეულებრივი ბინა, ძალიან თბილი და გემრიელი. აურაც ისეთია, როგორც კი შევედით, მოგვეწონა. ესენი აბაზანას და სამზარეულოს უყურებდნენ, მე – ხედს. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. შეიძლება, დეპრესიაში ჩამაგდოს, ფანჯრიდან რომ რაღაც შენობას ვუყურო. აქედან კი წინ პლატო მაქვს გადაშლილი, მეორე მხარეს – ნაძვნარი. დათოვლილი პლატო ერთხელ უკვე ვნახე, მქონდა ამის ბედნიერება.

– დიასახლისთან არ გქონდათ პრობლემები? არ უყვართ ხოლმე, როდესაც ბინას ბიჭები ქირაობენ, თან – სამნი ერთად.

– ძირითადად ორმა ვიქირავეთ, მესამეს მერე მოუწია ჩვენთან შემოერთება. დიასახლისთან დაგვეხმარა ის, რომ, ასე თუ ისე, უცხო არავისთვის არ ვართ. ოჯახის უფროსმა მაინც შეიტანა თავისი წვლილი და გაგვაფრთხილა, რომ მეზობლებს მოვუფრთხილდეთ და წყალი არ ჩავუშვათ, რადგან, ამის გამო, შეიძლება ბინის გაყიდვა მომიწიოსო.

ფაქო: ყველაფერს ვუფრთხილდებით, უბრალოდ, მაინც მინდა, სიმართლე გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს ცოტა არეულები ვართ სახლში.

ვახო: რატომ? ამ შაბათს მე და მჟავიამ არ დავაკრიალეთ?! ამ ეტაპზე დამლაგებლის დრო მოდის, „საუბორკოა“, რომ იტყვიან. იცი რა დღეშია? ქალის ხელი რომ უშველის მარტო, დახეხავს და დააკრიალებს.

ფაქო: ჩვენს ტანსაცმელს ვალაგებთ, მტვერსა და ჭუჭყში არ ვცხოვრობთ, მაგრამ, ხანდახან, დაღლილები რომ მივდივართ, ჭურჭლის გარეცხვა ძალიან გვეზარება.

– განაწილებული გაქვთ ფუნქციები?

– არა, „მოდი, დავალაგოთ“! – ამ პრინციპით ვართ. თუ ვიღაცას რაღაც შეაწუხებს, მტვერი ან სხვა რამე, ადგება და დაალაგებს, ერთმანეთს არ ველოდებით. მაგალითად, ერთი პერიოდი ტელევიზორი არ მუშაობდა, ძალიან დიდხანს ვიფიქრეთ, რა სჭირდა. თან, ერთ ადგილას ზოლივით ჰქონდა ჩამოსმული და მარტო იქ უჩვენებდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ თითი გაუსვა. დიდხანს მარტო იმ ზოლში ვუყურებდით (იცინიან). აი, ჩვარი რომ გადავუსვი, ისეთი გახარებულები ვიყავით, არ იცი. თურმე, რა მაგარი ტელევიზორი გვქონია...

ვახო: ხელოსანი გამოვიძახეთ, იმან ვერ უშველა და ტელევიზორის გაწმენდის შემდეგ იმხელა სიხარული იყო, ვერ წარმოიდგენთ. (იცინიან) გაზის გამათბობელი გვაქვს და ამაზე იყო მაგარი პანიკა. ძალიან მშიშარა ვარ ასეთ რაღაცეებში და სულ იმაზე ვფიქრობდი, ღამით არ დაგვრჩენოდა და არ გავგუდულიყავით.

– როგორ შეეგუეთ ერთმანეთს? შეიძლება, კარგი მეგობრები იყავით, მაგრამ ერთად ცხოვრება ხომ მაინც რთულია?

– იმდენად გვესმის ერთმანეთის ხასიათი, ისეთი შეწყობილები ვართ, რომ რაღაც ელემენტარულს არ „ვაპრობლემებთ“. თუ ასეა, ასე უნდა გავაკეთოთ და მორჩა! თან, ფაქოსთან ერთად კიევში ვიყავი ცოტა ხნით და მასთან ერთად ყოფნის გამოცდილება მქონდა...

ფაქო: აქ მთელ დღეს ერთად ვატარებთ, სულ ერთად ვართ და არ გაგვიჭირდა შეგუება. იქ, უბრალოდ, ავდივართ და ერთ სახლში გვძინავს. ამას წინათ ვეუბნებოდი, რამდენი ხანია, ერთად არ გვიჭამია, შევწვათ, რა, კარტოფილი-მეთქი.

– რამდენ ოთახში ეტევით?

ვახო: სამი „ბარძღვალა“ ოთახია. ფაქო მარტო წევს, მე და მჟავიას კი ერთი დიდი საძინებელი გვაქვს. არ შემიძლია ოთახში მარტო ყოფნა. ძილის წინ ვინმეს თუ არ ველაპარაკები, ვერ ვიძინებ. მჟავიას კი ეგრევე ეძინება, ჩემს პირველივე სიტყვაზე, მაგრამ, მერე, რაღაც პერიოდის განმავლობაში „ჰმ, ჰმ-ს“ იძახის და, მგონია რომ მისმენს. ბოლოს ვხვდები, თურმე ტყუილად ვლაპარაკობ და ვიძინებ.

ფაქო: ერთი პერიოდი მჟავიაზე ვიყავით დამოკიდებული, რადგან მხოლოდ მას ჰყავდა მანქანა. მასზე დამოკიდებულება რას ნიშნავს, იცი? თუ 10 საათზე უნდა გამოვიდეთ სახლიდან, ის 10 საათზე ჯერ კბილებს იხეხავს. კბილების გამოხეხვაც დაახლოებით ოცწუთიანია. რომ ვუყურებ, ვგიჟდები, ისე ნელა აკეთებს ყველაფერს. მანამდე გასაღებს ვართმევდით, მანქანას მაინც გავახურებთ-მეთქი...

ვახო: მანქანის გახურება ხომ ცალკე პრობლემაა! მთელი ცხოვრება – მანქანას ახურებენ ასეთი არაფერი მინახავს: რას ამბობ გაფუჭდება... მანქანამ ხმა უნდა შეიცვალოს... იქ რაღაც ხაზი უნდა ჩამოვარდეს... – აი, როგორი ნევროზი მაქვს, იცი?! ვსხედვართ მანქანაში, საშინლად ვაგვიანებთ და მჟავია, საოცრად მშვიდი სახით მანქანას ახურებს. იცი, ეს რა დღეში გვაგდებს?! მერე მოვდივართ და დინჯად გვიწერენ დაგვიანებას.

ფაქო: ერთხელ მე და ვახო ტაქსითაც წამოვედით, მაგრამ იმ დღეს ძალიან ჩქარა იარა.

ვახო: რაც არ უნდა იყოს, ძალიან მიხარია, რომ ერთად ვცხოვრობთ. ყოველთვის დამოკიდებული ვიყავი დედაზე, მამაზე, ოჯახზე. თავიდან დედაჩემს ცოტა კი გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ მერე ავუხსენი მიზეზი.

– და რა აუხსენი?

– ნევროზი მაქვს..

ფაქო: თან – გაქანებული... (იცინიან).

ვახო: ყველაფერს ვაბუქებ: თითი თუ გამეჭრა, მგონია, რომ განგრენა მეწყება; თუ დამაცემინა, მგონია, რომ უკვე ორმოცი მაქვს სიცხე და მერე გადავდივარ ხოლმე ასეთ თემებზე: რომ მოვკვდები, იტირებთ? მოკლედ, დედაჩემი ხელში მყავდა შეკლული. შეიძლებოდა, ღამით გამეღვიძებინა, დამესვა და მელაპარაკა საათობით – ღამის საუბრები მქონდა ინტენსიურად. თან, იმ პერიოდში აჩემებული მქონდა, უცხოეთში უნდა წავიდე სასწავლებლად-მეთქი და თან იმასაც ვფიქრობდი, იქ რომ სიცხემ ამიწიოს და ცუდად გავხდე, ვინ მიშველის-მეთქი. ახლა ვეჩვევი, რომ დედა სულ გვერდით ვერ მეყოლება.

ფაქო: კიევში ვართ ჩასული გასართობად, ყველაფერი ერთად არის, რაც შეიძლება, კაცს გაუხარდეს და, უცებ, ვახომ ატეხა ამბავი – ბრმა ნაწლავის შეტევა მაქვს, ძალიან ცუდად ვარო და იმ ჩვენს გოგოებს აძებნინა საავადმყოფოები (იცინიან) რა დროს საავადმყოფოა-მეთქი, გავგიჟდი.

ვახო: ახლა ეს შიშები გადავლახე, რადგან ჩემი ცუდად ყოფნით აღარავინ ვარდება პანიკაში (იცინიან). მაგრამ ესენი მაინც მივაჩვიე, რომ, თუ ცუდად გავხდი, მობილიზაცია უნდა იყოს.

ფაქო: ვახოს მთავარი წამალი ლაპარაკია – სასიამოვნო რაღაცეები უნდა გაახსენო: ვახო, პრაღა რა ლამაზია... ამ ბოლო დროს დუბაიმ წამოიწია წინ... – და ესეც ბედნიერი ხდება. დედაჩემს ჰქონდა ძალიან ცუდი რეაქცია ჩემს ცალკე გადასვლასთან დაკავშირებით, ტირილამდე მივიდა, მეკითხებოდა, რატომ მიდიხარო. თან, როგორ დროს წამოვედი, იცი? ჩემი ოთახის რემონტი და გალამაზება საბოლოოდ რომ დავამთავრე... ახლა იმ ოთახში ჩემი ძმა ნებივრობს. მთელი ცხოვრებაა, იმ ოთახს ვაკეთებ, მწვანე, წითელი, ყვითელი დომინირებს...

ვახო: ახალი სახლისთვისაც რაღაცეებს ვყიდულობთ, რომ გავალამაზოთ. მაგალითად, ხშირად ვყიდულობთ კვერცხებს, საიდანაც პატარა დინოზავრები იჩეკებიან. მერე ძალიან გვიხარია ხოლმე: „აეეე, დინოზავრი გამოიჩეკა!“ გუშინაც გამოიჩეკა კიდევ ორი ცალი დინოზავრი და მაგარი გახარებულები ვიყავით.

ფაქო: ერთი მამალია, ერთი – დედალი, მესამე კი – ფრთიანი და მას სხვანაირი მოვლა სჭირდება, უნდა გადავსვათ.

ვახო: უცხოეთიდან ჩამოაქვთ კიდევ ბუშტუკები, რომლებსაც, წყლიან ბოთლში რომ ყრი, სუქდებიან, იბერებიან. კიდევ, ცარიელ ბოთლებს ვაგროვებთ, ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს მხოლოდ ერთი ფირმის არყის ბოთლები. გვიან დავიწყეთ შეგროვება, თორემ, უკვე მთელი კარადა გვექნებოდა სავსე.

ფაქო: სახლიდან იმდენი ნაგავი გაგვაქვს, რომ მეზობლების მრცხვენია, ქუდი მაქვს ხოლმე ჩამოფარებული სახეზე. რა გამოიტანეს ასეთიო, იქ გველოდებიან ხოლმე ჩასაფრებულები.

– რას ჭამთ ხოლმე? სადილებს აკეთებთ?

– მზა საჭმელებს ვყიდულობთ.

ვახო: არა, რატომ?! „ყიყლიყოებს“ ვწვავ, ძეხვის შეწვაც ვიცი, კვერცხისაც. კარტოფილს ვერ ვთლი, თორემ, შევწვავდი. ერთი მეგობარი გვყავს, რომელმაც კერძების კარგი შეზავება იცის და ის გვიკეთებს ხოლმე რაღაცეებს.

ფაქო: მამაჩემმა ჩამოგვიტანა რაჭიდან ღორის ხორცი. ორი დღის წინ გადავაგდეთ.

ვახო: აი, იმ ჩვენმა მეგობარმა, საყინულიდან გამოიღო ის ხორცი – უნდა გადავაგდოო, გაალღო და მერე ქვევით შედო მაცივარში. ორ დღეში სახლში სასწაული სუნი რომ დატრიალდა და უკვე თავი რომ აგვტკივდა, მაცივრის კარი გამოვაღეთ და იქიდან მაგია გამოვარდა – „ღორები“ გამოფრინდნენ.

– ბიუჯეტს არ დაეტყო ეს ამდენი ხარჯი?

ფაქო: ისევ ისე გვიჭირს, როგორც აქამდე გვიჭირდა (იცინიან), გაჭირვება ყოველთვის იყო. რაც მანქანა ვიყიდე, მართლა ძალიან დაეტყო ბიუჯეტს დანაკლისები.

ვახო: ამ თვეში ხელმოჭერილად ცხოვრებას ვაპირებთ. სახლს დავალაგებთ, ბევრ პროდუქტს ვიყიდით, თავს შევინახავთ და იქითა თვიდან წავა ისევ „გულავი“.

ფაქო: თავიდან დავიწყეთ მაგარი მზა საჭმელების ყიდვით, მერე ჩამოვედით, ჩამოვედით და, ბოლოს ერთჯერად სუპებზე გავჩერდით.

ვახო: რატომ, ფაქო?! ხანდახან ორგანიზმმა წვნიანი ხომ უნდა მიიღოს?! (იცინიან). თან, უფრო გემრიელია, რა არა?!


скачать dle 11.3