კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სიბნელის მსხვერპლი


უმეტესობას ახსოვს მეოცე საუკუნის მიწურულს რა დიდი გაჭირვება იყო საქართველოში: არ იყო გაზი, ელექტროენერგია, ყველანი მგლებივით გასულიყვნენ საშოვარზე და ვინ რა ხერხით და ღონით ახერხებდა თავის გატანას ღმერთმა იცის. ამ დროს ხშირი იყო ოჯახური კონფლიქტებიც. კაცებს ვეღარაფერი შეჰქონდათ ოჯახში და დიასახლისების საყვედურებით დამძიმებულები ისევ საშოვარზე გადიოდნენ, ოღონდ, სად წასულიყვნენ და როგორ ეშოვათ ლუკმა, ეს კი არ იცოდნენ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, სასმელს აყოლებდნენ წუხილს. 1997 წელი იყო, კარგად მახსოვს, ამ და სხვა პრობლემებზე უსიამოვნება მომივიდა ცოლთან. რაღაცაზე ავყევ-დავყევით ერთმანეთს და ჩხუბზე გადავედით. გაბრაზებული გამოვვარდი სახლიდან და მეგობრებთან წავედი. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დამელია, კარგად გამოვმთვრალიყავი და გულის დარდი გამენელებინა. მეგობრებს უარი არ უთქვამთ. ვის რაც გვქონდა, შევკრიბეთ და სუფრას მივუსხედით. ბოლომდე დავლიე ყველა ჭიქა, ისე, რომ თავი არ დამიზოგავს. როცა ჩემი ნერვიულობის ამბავი გაიგეს, არ გაკვირვებიათ, თვითონაც თითქმის ჩემს დღეში იყვნენ ყველანი. ერთ-ერთმა ასეთ საქმეში გამოცდილმა კი დამარიგა, „ახლა, სახლში რომ მიხვალ, არაფერი თქვა. შენს ცოლს ხელი დასტაცე და ლოგინში ჩაიწვინე. შენი საქმე პირნათლად შეასრულე. ამით სიყვარულსაც დაუმტკიცებ და თავს საყვარელ ქალად აგრძნობინებ“. ხომ იცი, ცოლ-ქმრის შერიგებას ლოგინი უწყობს ნამეტნავად ხელსო, თქვეს სხვებმაც... როცა სმას მოვრჩით, სიმღერ-სიმღერით მიმაცილეს სადარბაზოსთან მეგობრებმა. ამ დროს შუქი წავიდა. ძმაკაცებმა მითხრეს, ბინამდე მიგაცილებთო, რადგან ძალიან მთვრალი ვიყავი, მაგრამ ვიუარე. დავემშვიდობე და სიმღერ-სიმღერით ავუყევი კიბეებს. კართან გავჩერდი. „კურტკა“ შევისწორე და ფრთხილად დავაკაკუნე. არავინ გამომეხმაურა, ახლა უფრო ძლიერად დავცხე მუშტი კარს. ვიფიქრე, ჩემზე განაწყენებული დაწვა და დაიძინა-მეთქი, ისევ არ გამოვიდა. კიდევ დავაკაკუნე. თან დავუძახე, მე ვარ, გამიღე-მეთქი. ამან შედეგი გამოიღო, ურდული გაიწია თუ არა, კარს მივაწექი. ქალს სანთელი გაუვარდა და ჩაქრა. კარს ფეხი მივარტყი, ცოლი ხელში ავიტაცე და ლოგინისკენ გავქანდი. ქალი წინააღმდეგობას მიწევდა, ხელს ისე მირტყამდა სახეში, თითქოს არ უნდოდა და მე უნდა მივძალებოდი. ეს ბუნებრივად ჩავთვალე, ნაწყენია და თავს იფასებს-მეთქი, – ვიფიქრე. ტუჩები დავუკოცნე და ვნებათაღელვას მივეცი არყით გაბრუებული. მენდეთ სიტყვაზე, იმ ღამეს პირნათლად შევასრულე ჩემი მოვალეობა და არც პარტნიორი დარჩენილა უკმაყოფილო, თუ მის კვნესას და კრუსუნს მივიღებთ მხედველობაში. დილის 6 საათზე „პახმელიამ“ გამაღვიძა, პირველი, რაც თვალში მომხვდა, კედელზე ჩამოკიდებული, ლამაზ ჩარჩოში ჩასმული არტურა ძიას სურათი იყო, რომელიც 10 წლის წინ გარდაიცვალა. ძალიან გავოცდი. თვალები მოვიფშვნიტე, მინდოდა ცოლისთვის მეკითხა, ამ სურათს აქ რა უნდა-მეთქი და გადავტრიალდი. აი, მაშინ კი ენა ჩამივარდა, ჩემ გვერდით 55 წლის მეზობელი ქალი იწვა კმაყოფილი სახის გამომეტყველებით. მივხვდი, შემშლია სიმთვრალეში და ჩემს დაბლა სართულზე შევსულვარ. ფრთხილად გამოვძვერი ლოგინიდან. მინდოდა, ჩუმად გავპარულიყავი, მაგრამ ქალმაც გაიღვიძა, მოალერსე თვალებით გამომხედა, გამიღიმა და მითხრა: „ასე თუ გინდოდი, ბიჭო, აქამდე სად იყავი, გეთქვა რამეო“. თავი შევატრიალე. ხმა არ ამომიღია, ან რა უნდა მეთქვა, ერთი სული მქონდა, გავქცეულიყავი. ქალმა იფიქრა, ცუდად გამოვიყურებიო, იქვე ჭიქაში ჩადებულ „პროტეზს“ ეცა, კოხტად მოირგო პირში და ისევ დამიწყო ლაპარაკი. სად მიდიხარ ამ დილა უთენიაო, ახლა აქედან გასული რომ ვინმემ გნახოს, რას იფიქრებენ. მოდი, დაწექი, დაიძინეო და მისთანანი. როგორც იქნა, შარვალი ჩავიცვი, გულს მირევდა იქაურობა და წუხანდელი ამბის გააზრება. „ვანაში“ შევვარდი. პირში წყალი ვივლე და დანარჩენი ტანსაცმელიც იქ ჩავიცვი. ცოტა მოვწესრიგდი. გაკვირვებულ მეზობელს ბოდიში მოვუხადე და გარეთ გამოვვარდი. სახლში ცოლი კოპებშეყრილი დამხვდა. არც არაფერი მითქვამს, ეგრევე ლოგინს შევაფარე თავი. იმის შემდეგ თვალით არ ვენახვებოდი იმ ქალს. რამდენჯერმე დავაპირე მისვლა და მობოდიშება, მაგრამ ერთხელ, როცა შემთხვევით კიბეებზე შემხვდა, მომეალერსა, რად დაიკარგეო, მითხრა. ჩემთან აღარ უნდა შემოიაროო. ამან სულ დამაფრთხო, თავი მეზიზღებოდა. მალე საკითხი დავაყენე და ბინა გავყიდეთ. ისედაც ფული გვჭირდებოდა პატარა ბიზნესისთვის. ამის მერე ყოფილ სადარბაზოში არასდროს შევსულვარ და სულ სხვა უბანში ვცხოვრობ.


скачать dle 11.3