კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-7(477)

– გამარჯობა, ლუდაჩკა, შეიძლება? – უთხრა მანგუსტმა ლუდას და გაუღიმა.

– რა თქმა უნდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო რომ არ ვარ?! – საპასუხოდ გაიღიმა ლუდამ.

– ვიცი, ვიცი და, ხელს თუ არ შეგიშლით, სტუმრად გეწვევით.

– მობრძანდით, – მიიპატიჟა ლუდამ მანგუსტი და განზე გადგა, რომ სტუმარი ეზოში შესულიყო.

მანგუსტმა თავის მრავალრიცხოვან დაცვას გარეთ დარჩენა უბრძანა, თავად კი მედვედევების აგარაკზე შევიდა და სასაცილო ნაბიჯებით გაჰყვა ლუდას.

მაღალი, ტანადი და სექსუალური ლუდას გვერდით, დაბალი, თავმოტვლეპილი და უსახური მანგუსტი უფრო მეტად უშნო და შეუხედავი ჩანდა. მათ ნელი ნაბიჯით გაიარეს ეზო, აგარაკს უკნიდან შემოუარეს და მწვანედ მოლივლივე აუზთან შეჩერდნენ.

ჰამო აგარაკის ბარში იმყოფებოდა და სასმელებს არჩევდა.

– რას დალევთ? – ჰკითხა ლუდამ მანგუსტს.

– რასაც შემომთავაზებთ.

ლუდამ ჰამოს ასძახა.

– რა ქენი, შეარჩიე რამე?

– შევარჩიე.

– ჭიქები სამისთვის წამოიღე.

– ვინ გვესტუმრა?

– ძალიან საპატიო ადამიანი. ჩამოხვალ და ნახავ!

– უკვე მოვდივარ, – ჩამოსძახა ლუდას ჰამომ, რომელიც მანგუსტსა და გოგონას ვერ ხედავდა, რადგან აუზი ვერანდის ქვეშ მდებარეობდა.

მთაწმინდელი გორგოლაჭიან მაგიდას მოაგორებდა, რომელიც ნაირ-ნაირი სასმელებით და სხვადასხვა ზომის ჭიქებით იყო დახუნძლული. მან მესამე სართულიდან მოხდენილად ჩააგორა ეზოში ურიკა და აუზს რომ გაუსწორდა, სადაც ლუდა და მისი სტუმარი იდგნენ, ადგილზე გაქვავდა... რადგან ცოცხალი „მანგუსტის“ დანახვას არანაირად არ მოელოდა.

– გაიცანით, ჩემი თბილისელი მეგობარია, ჰამო, – უთხრა ლუდამ მანგუსტს.

მანგუსტმა, რომელსაც ღიმილი არ მოსცილებია სახეზე, ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა მთაწმინდელი, ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– მოხარული ვარ თქვენნაირი სასიამოვნო ახალგაზრდის გაცნობით.

– მეც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე შეგხვდებოდით. ჩემს მეგობრებს რომ მოვუყვები, დარწმუნებული ვარ, არ დამიჯერებენ.

– ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალიან მარტივად შეიძლება, – უთხრა მანგუსტმა ჰამოს და ლუდას ჰკითხა, – აგარაკზე ფოტოაპარატი გაქვთ?

– გვაქვს.

– ჰოდა, ძალიან კარგი, – გაუღიმა მანგუსტმა ჰამოს, – ერთად გადავიღებთ სურათებს, რომლებსაც თქვენ თქვენს მეგობრებს ანახვებთ და ყველაფერი მოგვარდება. მით უმეტეს, რომ თქვენს სასიამოვნო კამპანიაში კარგა ხანს ვაპირებ დარჩენას და კარგი კადრები გამოგვივა. რას იტყვით, ლუდაჩკა, მიმიღებთ თქვენს კამპანიაში დიდი ხნით?

– უკვე მიღებული ხართ, – გაუღიმა ლუდამ, – რას დალევთ?

– მართალი გითხრათ, თითქმის არ ვეტანები ალკოჰოლს, მაგრამ თქვენთან ერთად სიამოვნებით დავლევ. მით უმეტეს, რომ დასვენება გადავწყვიტე, – თქვა მანგუსტმა, სასმელები შეათვალიერა და მასპინძელს უთხრა, – ქართულ ღვინოს, თუ, რა თქმა უნდა, ეს „ხვანჭკარა“ ნატურალურია.

– უნატურალურესი. ახლავე დაგისხამთ და დარწმუნდებით, – მიუგო ლუდამ.

– ნება მიბოძეთ, მე მოგემსახუროთ, – უთხრა მანგუსტმა და მაგიდასთან მივიდა, „ხვანჭკარის“ ბოთლი გახსნა, ჭიქებში ჩამოასხა და ქალ-ვაჟს მიაწოდა, ბოლოს კი თავისი სასმისი ასწია და თქვა: – ნება მიბოძეთ, თამადის ფუნქცია ვიკისრო. ამ სასმისით ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს, სიყვარული და ბედნიერება არ მოგვკლებოდეს.

ქალ-ვაჟმაც იგივე გაიმეორა, მანგუსტს ჭიქები მიუჭახუნეს და დალიეს.

– საუცხოო ღვინოა, – შეაქო მანგუსტმა „ხვანჭკარა“, – ასეთ სითხეს შესაბამისი საზოგადოება და სუფრა უხდება. საზოგადოება სახეზეა, სუფრა კი სულ მალე იქნება. რას იტყვით, მეგობრებო, მწვადზე და სხვა გემრიელ კერძებზე?

– მშვენიერი იდეაა, – გაიღიმა ლუდამ.

– თქვენ, ჰამო?

– უკეთესს ვერ მოიფიქრებ, – თქვა ჰამომ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლავე ყველაფერს მოვაგვარებთ, კერძებიც იქნება და სამწვადე ხორციც, რომელსაც ჩვენ თვითონ შევწვავთ, – თქვა მანგუსტმა, მოიბოდიშა და აგარაკის კარისკენ გაემართა, რომ მცველებს დალაპარაკებოდა.

– ეს ნახე, რა დღეშია?! – უთხრა ლუდამ ჰამოს, როდესაც მანგუსტი თვალს მიეფარა.

– გაბამს, – ღიმილით უთხრა ჰამომ ლუდას.

– ამისი შებმული არ გაიშვა! ვის რაში სჭირდება ეს მაიმუნი? მაგის ნაქნარს, ალბათ ვერც კი ვიგრძნობ. მართლა რამე არ მომთხოვოს.

– რომ მოგთხოვოს, რას იზამ?

– უარს ვეტყვი.

– უარს ეტყვი მანგუსტს?

– მერე, რა მოხდა, ძალით ხომ არ მიხმარს?

– რომ იძალადოს?

– წინააღმდეგობას გავუწევ.

– ჰოდა, ჩათვალე, რომ ორივეს გაგვჟიმავენ. თუ მართლა არ გინდა, რომ მანგუსტს დაუწვე, რამე უნდა მოვიფიქროთ.

– რა?

– ეგ მაიმუნი მალალიტრაშკა იქნება და უნდა „გამოვპროჭოთ“, უკანალის გასაღები დავაკარგვინოთ და შენი გაჟიმვის თავი აღარ ექნება. დაცვა აქ არაა და სხვა ვინმე, ვინც დალევას აუკრძალავს. ან კი, ვინ უნდა დაუშალოს იმის კეთება, რაც უნდა?! ამიტომ, თუ არ გინდა, რომ გაგჟიმოს, კარგა მაგრად უნდა გამოათრო.

– შევეცდები.

– და, კიდევ ერთი: რაც შეიძლება ბევრი კადრი უნდა გადაგვიღო მე და მანგუსტს ერთად.

– რად გინდა, მის კომპრომეტირებას აპირებ თუ ფოტოსურათების გაყიდვას?

– ამას მოგვიანებით გეტყვი. მოდის, – გადაულაპარაკა ჰამომ ლუდას და მანგუსტს გახედა, რომელიც სასაცილოდ მოაბიჯებდა.

– ყველაფერი რიგზეა. მაქსიმუმ ოც წუთში ყველაფერს მოიტანენ. მანამდე კი, ამ საუცხოო ქართული ღვინით გავირთოთ თავი, – თქვა მანგუსტმა, სამივე ჭიქა „ხვანჭკარით“ შეავსო და ქალ-ვაჟს მიაწოდა.

– სამწუხაროა, რომ ამ ერთი ბოთლის მეტი არ გვაქვს ეს მშვენიერი ღვინო, – თქვა ლუდამ.

– ნუ დარდობთ, ლუდაჩკა, კიდევ ათ ბოთლ „ხვანჭკარას“ მოიტანენ, – უთხრა მანგუსტმა ლუდას, ხელზე ეამბორა, შემდეგ ჭიქა ასწია და თქვა, – ამ სასმისით ჩვენს მშვენიერ დიასახლისს გაუმარჯოს. თქვენი დღეგრძელობა იყოს, ლუდაჩკა! ალავერდი თქვენთან ვარ, ჰამო!

– გაგიმარჯოს, ლუდაჩკა! გისურვებ, რომ ყოველთვის ასეთი მიმზიდველი და მშვენიერი ყოფილიყავი! პოეტი რომ ვიყო, შენი სილამაზით აღტაცებული, მარადისობაზე ლექსს დავწერდი, რადგან სილამაზე მარადიულია. თქვენი თანამემამულის ნათქვამია, რომ სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს. მე კი დავუმატებ, რომ შენნაირი სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს, – თქვა ჰამომ, ლუდას გაუღიმა, ღვინო გამოსცალა და ხელზე ეამბორა.

– ტყუილად კი არ ვამბობ ხოლმე, რომ ყველა ქართველი, აშკარად თუ არა, სულის სიღრმეში მაინც პოეტია-მეთქი, – თქვა მანგუსტმა, აღტაცებით გააქნია თავი, ჭიქები კვლავ შეავსო ღვინით, ქალ-ვაჟს მიაწოდა, შემდეგ თავისი ჭიქა ასწია და მორიგი სადღეგრძელო თქვა: – ამ ჭიქით, ჩემო მეგობრებო, ყველა პოეტს გაუმარჯოს. თქვენი თამადობით, ჰამო. ალავერდს კი, ამჯერად თქვენთან ვარ, ლუდაჩკა. თქვით და „ბრუდერშაფტით“ შევსვათ, თქვენი მომხიბვლელი პოეტი მეგობრის სადღეგრძელო.

ლუდამ მანგუსტს გაუღიმა, შემდეგ ჰამოს მიუბრუნდა, ჭიქა ასწია და უთხრა:

– შენ გაგიმარჯოს, ჩემო პოეტო ქართველო! როგორც ჩვენმა პატივცემულმა სტუმარმა ბრძანა, ყველა ქართველი პოეტია და მე მას ვეთანხმები. ამიტომ, გამოდის, რომ ეს სადღეგრძელო ქართველების სადღეგრძელოცაა და ამ ქართული ღვინით ყველა ქართველს გაუმარჯოს!

– ძალიან სწორი წიაღსვლა იყო. ყოჩაღ, ლუდაჩკა. ვხედავ, რომ თქვენი გარეგნობის შესაბამისი გონება გაქვთ და აუცილებლად ვიფიქრებ, რა შესაფერისი ადგილი მოგიძებნოთ, – უთხრა შექეიფიანებულმა მანგუსტმა ლუდას, – ახლა კი, „ბრუდერშაფტით“ შევსვათ ჩვენი მომხიბვლელი პოეტი ქართველის სადღეგრძელო.

ლუდამ და მანგუსტმა ღვინო ვახტანგურად შესვეს და მედვედევა იძულებული იყო, დახრილიყო, რადგან მასზე ბევრად დაბალი მანგუსტი ვერ სწვდებოდა, რომ ხელი ხელში გაეყარა.

მთაწმინდელს მანგუსტის მიმართ გაორებული გრძნობა ჰქონდა. ერთი მხრივ, ჰამო ძალიან ხალისობდა მასზე, მეორე მხრივ კი, მისი განადგურების დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, თან, უკვირდა, როგორ მოახერხა ამ მაიმუნმა უზარმაზარი ძალაუფლების მოპოვება. ყველაზე მეტად კი ის აოცებდა, რომ მანგუსტი მყარად ინარჩუნებდა ძალაუფლებას და უფრო და უფრო ამყარებდა მას.

აგარაკის ეზოში მანგუსტის მცველები შევიდნენ და საჭმელ-სასმელი შეიტანეს, თან, მაყალი და წალამიც მოაყოლეს. დაცვის უფროსი კი მანგუსტს მიუახლოვდა და რაღაც უთხრა.

– დამალაპარაკე, – უთხრა მანგუსტმა. მანაც, ნომერი აკრიფა და მანგუსტს მიაწოდა.

– გისმენ, მომახსენე, – თქვა მანგუსტმა და გაჩუმდა. სამიოდე წუთის მერე კი თვალებანთებულმა წარმოთქვა: – ამ ოპერაციის წარმატებაზეა დამოკიდებული შენი ბედი. ძალისხმევა გააათმაგეთ და მათ მოსახელთებლად ყველა საშუალებას მიმართეთ, მით უმეტეს, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ მოსკოვიდან არ გასულან. ორმოცდარვა საათს გაძლევთ ყველაფრის მოსაგვარებლად და, ეს დრო რომ გაივლის, თქვენი თავების ცვენა დაიწყება! მორჩა!

მანგუსტმა ტელეფონი დაცვის უფროსს დაუბრუნა და ყველანი დაითხოვა, შემდეგ ქალ-ვაჟს მიუბრუნდა და უთხრა:

– წალამზე და მაყალზე შემწვარი ღორის ხორცის ნაჭრები საუკეთესო მწვადია, რასაც ახლავე დაგიმტკიცებთ. თუმცა, ჩვენს ქართველ მეგობარს ამით, ალბათ, ვერ გააკვირვებ. მართალს ვამბობ, ჰამო?

– მართალს ბრძანებთ, მაყალზე შემწვარი მწვადი საუკეთესოა, – გაუღიმა ჰამომ მანგუსტს, – მოგეხმარებით.

– ნება მიბოძეთ, მე გაგიმასპინძლდეთ მწვადით. თქვენ კი, თუ არ შეწუხდებით, სუფრა გაშალეთ.

ქალ-ვაჟმა უზარმაზარი პალმის ქვეშ დადგა მაგიდა და ლუდამ მდიდრული სუფრა გაშალა, რომელზეც მანგუსტის დაცვის მიერ მოტანილი ოცდაათი სხვადასხვა დასახელების კერძი ელაგა. ჰამომ სუფრაზე ოთხი ბოთლი „ხვანჭკარა“ დადგა და ლუდას უთხრა:

– აბა, შენ იცი, ისე უნდა „გამოპროჭო“ ეს მაიმუნი, რომ არაფრის ტრაკი აღარ ჰქონდეს, თორემ, აუცილებლად გაგჟიმავს.

ლუდამ მაყალთან მოფუსფუსე მანგუსტისკენ გაიხედა, ზიზღნარევი სახით გადააფურთხა და მის ზურგს სამი თითის კომბინაცია უჩვენა. ირგვლივ მადისაღმძვრელი სუნი დადგა. სანამ პირველი სამი შამფური შეიწვებოდა, მანგუსტმა დროებით მიატოვა მაყალი, სამი ჭიქა აავსო „ხვანჭკარით“ და ახალი სადღეგრძელო წარმოთქვა:

– ამ ჭიქით შემთხვევის სადღეგრძელო მინდა დავლიოთ, იმ შემთხვევის, რომელმაც ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა, რადგან ჩვენი შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. გუშინ სოჭში ვაპირებდი გადაფრენას და შაბათ-კვირის იქ გატარებას, მაგრამ, მაცნობეს, რომ სწორედ ამ დღეებში ძლიერი ქარი იქნება, მე ქარი არ მიყვარს და აქეთ გამოვემართე, აქ კი თქვენ შეგხვდით და, მოხარული ვარ, რომ სოჭში ქარია.

– ქარს გაუმარჯოს! – გაიღიმა ლუდამ და მანგუსტთან ერთად „ხვანჭკარა“ გამოსცალა.

– შემთხვევას გაუმარჯოს! – თქვა ჰამომ, – სიმბოლურია, რომ ეს შემთხვევა ქარია, რადგან, ჩვენში იტყვიან: „რომელმა ქარმა გადმოგაგდოო“ და ეს იმ ქარს გაუმარჯოს, რომელმაც თქვენ აქ გადმოგაგდოთ ჩვენთან შესახვედრად.

ჰამომ ჭიქა ბოლომდე გამოსცალა. მანგუსტმა კი აღტაცების ნიშნად ცერა თითი დაანახვა ჰამოს. შემდეგ თითო შამფური მწვადი ჩამოურიგა მათ, ერთი თავად აიღო და ჭამას შეუდგა.

– მშვენიერი მწვადია, ძალიან გემრიელი, – უთხრა მანგუსტს ჰამომ, რომელსაც მართლაც ძალიან მოეწონა მანგუსტის მიერ შემწვარი მწვადი, – სად ისწავლეთ?

– საქართველოში.

– საქართველოში ნამყოფი ხართ?

– რა თქმა უნდა. კომუნისტების დროს, უშიშროებაში რომ ვმუშაობდი, თქვენთან ხშირად ჩამოვდიოდი. თბილისშიც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, სოხუმშიც და ბათუმშიც. ბავშვობაში კი რამდენიმე წელიწადი გორში ვიცხოვრე.

– გორში?

– დიახ, „ვაენგარადოკში“. მამაჩემი სამხედრო იყო და იმიტომ. ასე რომ, საქართველოსთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს და, ტყუილია, ჩემზე რომ ამბობენ, ქართველები არ უყვარსო, – უთხრა მანგუსტმა ჰამოს, კაკლის შამფურებზე ხორცის ახალი ნაჭრები ააცვა, მაყალზე დადო და ჰამოს მიუბრუნდა, – თუმცა, ქართველებმა ბევრი ტკივილი მომაყენეს. ახალციხიდან რომ ოცი ქურდი გაიქცა უმეტესობა თბილისელი და ქართველია.

– ვიცი, – გაეღიმა ჰამოს, – ტელევიზორში ვნახე.

– ალბათ, გესმოდათ, წეღან რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი. უშიშროების მინისტრს 48 საათი მივეცი მათ დასაკავებლად და, თუ არ შეასრულა, მაშინ მის თავს დავემშვიდობები.

– და ეს ქართველი ქურდების ბრალი იქნება, – თქვა ჰამომ.

– თქვენ რას საქმიანობთ, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა, – ჰკითხა მანგუსტმა ჰამოს.

– სამშენებლო ბიზნესში ვარ.

– მოსკოვში ბიზნესის კუთხით ხართ ჩამოსული?

– არა, ლუდას ვესტუმრე.

– გასაგებია, – ეშმაკურად გაეცინა მანგუსტს, – ქართველ მამაკაცებს იმთავითვე იზიდავდნენ რუსი ქალები.

– ეს იმიტომ, რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან.

– ეგ მართალია, მაგრამ არც ქართველებს გყავთ ნაკლები ქალები. ერთი ქართველი გოგონა მიყვარდა ბავშვობაში და რას არ ვაკეთებდი, რომ მისი ყურადღება დამემსახურებინა, მაგრამ, ამაოდ. მთელ გორს ის უყვარდა, ბიჭები ერთმანეთს ხოცავდნენ მის გამო და მეც სულ ვჩხუბობდი. აი, ეს იარა, – მანგუსტმა მარჯვენა საფეთქელზე მიიდო თითი, – იმ გოგონას ერთ-ერთი თაყვანისმცემელთან ჩხუბის მერე დამრჩა. ქვას დავარტყი და ისე მაგრად მომდიოდა სისხლი, რომ საავადმყოფოში წამიყვანეს. სცოდნოდა, ვინ გამოვიდოდი, ალბათ, ყურადღებას მაინც მომაქცევდა.

– იმ გოგონას სახელი გახსოვთ? – ჰკითხა ლუდამ.

– ელენე. მე კი ლენას ვეძახდი, – თქვა მანგუსტმა, მარჯვენა მხარი მოიშიშვლა და ქალ-ვაჟს, ქართული ასოებით ამოტვიფრული ტატუ აჩვენა, რომელზეც ეწერა „ლენა“. ეს ტატუ ბავშვობაში ამოვიტვიფრე და სპეციალურად მოკლე მაისურით დავდიოდი, რომ ელენეს დავენახე. შემდეგ სხვებმაც მომბაძეს და მთელი გორის მოზარდებს მხარზე „ლენა“ ჰქონდათ ამოტვიფრული. იმ პერიოდში ტატუს გაკეთება ლამის სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა და ამის გამო მილიციამ აღრიცხვაზეც კი ამიყვანა. ერთი სიტყვით, ლენას გამო ბევრი ხიფათი გადავიტანე და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ისეთი ცნობილი გავმხდარიყავი, ყველას პატივი ეცა ჩემთვის და უყურადღებოდ არავის დავეტოვებინე.

– მიაღწიეთ კიდეც თქვენსას, – თქვა ჰამომ.

– და ეს ყველაფერი იმ პატარა ქართველი გოგონას დამსახურება ყოფილა. თუ ნებას მომცემთ, ერთ სადღეგრძელოს მეც ვიტყვი, – უთხრა ლუდამ მანგუსტს.

– ბრძანეთ, ჩემო მშვენიერო, – უთხრა მანგუსტმა ლუდას. ჭიქები „ხვანჭკარით“ შეავსო, ქალ-ვაჟს მიაწოდა და მოსასმენად მოემზადა.

ლუდამ ჭიქა ასწია და თქვა:

– ამ სასმისით პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც არასოდეს გვავიწყდება, არასოდეს ჭკნება, რამდენი წლისაც არ უნდა იყო და რა მწვერვალებსაც არ უნდა მიაღწიო ადამიანმა!

მანგუსტმა და ჰამომაც შესვეს ღვინო. შემდეგ მაგიდას მიუსხდნენ და ქეიფი განაგრძეს. მანგუსტი ბევრს ლაპარაკობდა, ქალ-ვაჟს სხვადასხვა ისტორიას უყვებოდა, თან მწვადებს წვავდა. ლუდა კი უამრავ სურათს უღებდა ჰამოსა და მანგუსტს და ისეთი უნიკალური კადრები დააფიქსირა, რომ მათში მსოფლიოს მოწინავე გაზეთები ზღაპრულ ჰონორარებს გადაიხდიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰამოსა და ლუდას მანგუსტი „მალალიტრაჟკა“ ეგონათ, მან სამი ბოთლი „ხვანჭკარა“ გამოსცალა, მაგრამ, ბოლოს მაინც მაგიდაზე დადო თავი და სუფრაზევე მიეძინა. ლუდამ რამდენიმე კადრი გადაუღო მძინარე მანგუსტს და შემდეგ ფოტოაპარატი შეინახა. რადგან შებინდებული იყო, მსუბუქი განათება ჩართო და ჰამოს უთხრა:

– მოდი, აუზში ვიცურავოთ და წყალში ვიჟიმაოთ.

– რა ჟიმაობა, ხომ არ გაგიჟდი, ამას ვერ ხედავ? – ჰამომ მანგუსტისკენ გაიშვირა თითი.

– მე კი ვხედავ, მაგრამ ეგ ვერ გვხედავს. თანაც, ეგ რომ მანდ ზის, შენთან იმიტომ მინდა წყალში ჟიმაობა. – უთხრა ლუდამ ჰამოს და თვალის დახამხამებაში გაშიშვლდა. შემდეგ ჰამოს ხელი ჰკრა, წყალში ჩააგდო და თავადაც ჩახტა...

მთვრალი ქალ-ვაჟის სექსი ერთ საათს გაგრძელდა. წყლიდან რომ ამოვიდნენ, სასმელი თითქმის მონელებული ჰქონდათ. მათ ტანი შეიმშრალეს, საუცხოო ხალათებში გამოეწყვნენ და მაგიდას მიუსხდნენ, თუმცა, მანგუსტი არ გაუღვიძებიათ და ჭამა-სმას შეუდგნენ...

მანგუსტს რომ გაეღვიძა, საღამოს 8 საათი სრულდებოდა. ჰამოს და ლუდას ჩვეულებრივი სამოსი ეცვათ და მინერალურ წყალს მიირთმევდნენ. მანგუსტმა თავი ასწია და ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა:

– კარგა ხანია, არ დამილევია და, ცოტა არ იყოს, ბევრი მომივიდა, მაგრამ, არ ვნანობ, კარგი ღვინო იყო. ახლა კი უნდა დაგტოვოთ, გადაუდებელი სახელმწიფო საქმეები მიხმობს.

– ასე ადრე მიბრძანდებით? – ჰკითხა ლუდამ მანგუსტს.

– რაღა ადრე, – თქვა მანგუსტმა და წამოდგა, – ნახევარ დღეზე მეტია, აქ ვარ. ეს კი, გარწმუნებთ, ჩემი სტატუსის კაცისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა.

– სამწუხაროა, – თავი გააქნია ჰამომ, – ძალიან საინტერესო ადამიანი ყოფილხართ.

– არ გეგონათ, ხომ? – გაეცინა მანგუსტს და ჰამოს ხელი ჩამოართვა.

– ნამდვილად არა, – გულწრფელად უპასუხა ჰამომ და მანგუსტს გაუღიმა.

– ასეთია ცხოვრება. „სე ლა ვი“, – როგორც ფრანგები იტყვიან. ამას წინათ ჩემს ფრანგ კოლეგას ვუთხარი, რომ ტელევიზორში სხვანაირები ვართ და კადრს მიღმა – სულ სხვა-მეთქი, რაშიც ის დამეთანხმა. ახლა კი, სამწუხაროდ, უნდა დაგტოვოთ, – მანგუსტი ლუდას ხელზე ეამბორა და უთხრა: – ჩემი პირობა ძალაში რჩება. უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებიან და თქვენს შესაფერის წინადადებას შემოგთავაზებენ. ასე რომ, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.

ქალ-ვაჟმა სტუმარი აგარაკის კარამდე მიაცილა და მანგუსტი კიდევ ერთხელ ეამბორა ლუდას ხელზე. ბოლოს კი ჰამოს ჩამოართვა ხელი და გასვლის წინ უთხრა:

– თქვენც სიამოვნებით ჩაგრთავდით ჩვენს სტრუქტურებში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ ხართ. თუმცა, ვინ იცის...

ქალ-ვაჟი აუზთან დაბრუნდა, კოქტეილები აიღეს და სავარძლებში მოკალათდნენ.

– არც ისეთი პრიმიტიული ყოფილა მანგუსტი, როგორც გვეგონა, – უთხრა ლუდამ ჰამოს, – ნახე, რა ბაზარი შემოუშვა? ლენას პონტმაც გაასწორა.

– მოიხიბლე?

– არა. უბრალოდ, შემეცოდა. თუმცა, მის მიმართ რომ წინასწარ არ ვყოფილიყავი უარყოფითად განწყობილი, ალბათ, მოვიხიბლებოდი კიდეც.

– მართალი ხარ. შემყვანი საქციელი და ბაზარი აქვს ამ ნაბოზარს და ათმაგადაა საშიში. აშკარაა, რომ ძალიან უნდა შენი გაჟიმვა, მაგრამ ჯენტლმენად გაჩვენებს თავს, ძალადობაზე არ მიდის და უნდა, რომ ნებით დაჰყვე. სწორედ ამიტომ მოიფიქრა შენი სტრუქტურაში ჩართვა. ჩათვალე, რომ მისი ჰარამხანის წევრი გახდები და მანგუსტისგან გაჟიმვა არ აგცდება.

– გიჟი ხომ არ ხარ, რა გაჟიმვა, რის ჰარამხანა?! მაგას ვერ წარმოვიდგენ. სამსახურზე კი უარს ვეტყვი – მე თავისუფალი ქალი ვარ და შეზღუდვებს ვერ ავიტან, გინდა, მანგუსტი იყოს და, გინდა სხვა ვინმე.

– უარს იტყვი და ყველას დაღუპავ: მამაშენსაც, ჩვენც და, თანაც, თავისუფლებასაც დაკარგავ.

– დამაპატიმრებს?

– რას იზამს, არ ვიცი. თუმცა, არც ესაა გამორიცხული. ამიტომ, მანგუსტის წინადადებაზე უარის თქმა არ შეიძლება.

ლუდას სახე წამოეჭარხლა, სავარძლიდან წამოდგა და აღშფოთებულმა თქვა:

– ღმერთმანი, მაგარია: მამა-შვილი მედვედევები – აგენტები, რომლებიც მანგუსტთან არიან შეგზავნილები და უცხო, მტრულ ქვეყანაზე მუშაობენ:

– ჩუმად! – ჰამომ თითი მიიდო ტუჩებზე, – ვინმემ რომ გაიგონოს, ჩათვალე, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. დამშვიდდი!

ლუდას უფრო მეტად უნდოდა ხმის აწევა, მაგრამ მიხვდა, რომ ჰამო მართალი იყო და წამიერი სისუსტით ბევრ ხალხს დაღუპავდა. ამიტომ სავარძელში ჩაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა:

– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ასეთი ცხოვრების დედაც! ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ჯობია...

ჰამო სერიოზულად შეშინდა და ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ ჯობდა, ლუდა მოეკლა, რადგან ძალიან ბევრი რამ იცოდა და, მის წამიერ სისუსტეს, შეიძლება, ყველაფერი დაეღუპა. თუმცა, ისიც კარგად იცოდა, რომ ლუდას მოკვლა ძალიან საშიში იყო და, შეიძლება, მაინც გამჟღავნებულიყო ყველაფერი. თანაც, ლუდას მოკვლა სამთავრობო ზონაში მდებარე აგარაკზე უკიდურესი უგუნურება იყო. ამიტომ ჰამო სავარძლიდან წამოდგა, მტირალი ლუდას წინ დაიჩოქა, გოგონას კოცნა-ფერება დაუწყო. ალერსი რომ დაასრულეს, ლუდამ ჰამოს გაუღიმა:

– კარგი იყო, ძალიან გამისწორდა.

– ცუდი როდისაა, რო?!

– არასოდეს. რაც მართალია, მართალია, – მწარედ ჩაეცინა გოგონას, – მაგრამ, ერთი რამ უნდა გითხრა.

– თქვი, გისმენ, ლუდაჩკა.

– იცი რა, ჰამო?

– რა, ლუდაჩკა, გისმენ.

– არ გეწყინოს, მაგრამ, მომეჩვენა, რომ ჩემი მოკვლა გინდოდა.

– რა მოკვლა, რას სულელობ, ხუმრობ?

– არ ვხუმრობ. ასეთი გრძნობა დამეუფლა და, ინტუიციას ჩემთვის არასდროს უმტყუნია.

– ამჯერად გიმტყუნა, ჩემო გოგონა. ნუ სულელობ, დამშვიდდი!

– ნუ გეშინია, ჰამო. ეს იყო წამიერი სისუსტე და, არ იფიქრო, ისეთ რამეს ჩავიდენ, რომ ყველა დავღუპო.

– სწორედ წამიერი სისუსტე ღუპავს ხოლმე ყველაფერს.

– ესე იგი, მართლა აპირებდი ჩემ მოკვლას?

– ისევ დაიწყე?

– კარგი, კარგი. ვჩერდები, – თქვა ლუდამ, – მოდი, სურათები დავბეჭდოთ. სარდაფში ფოტოლაბორატორია მაქვს და ეს საქმე კარგად ვიცი. ძალიან მაინტერესებს, როგორი სურათები გამოვა.

– ასე არ ჯობია? წავედით, – უთხრა ლუდას ჰამომ და გოგონასთან ერთად სარდაფისკენ გაემართა.

***

ქალ-ვაჟმა ორასზე მეტი უნიკალური კადრი დაბეჭდა, სადაც მანგუსტი სხვადასხვა პოზაში იყო გადაღებული, ზოგი ფოტო იმდენად სენსაციური იყო, რომ მათში გაზეთები უზარმაზარ თანხებს გადაიხდიდნენ. ჰამომ ცელოფნის პარკში შეინახა ფოტოსურათები და ლუდას მიეფერა, მაგრამ გოგონას აშკარად ეტყობოდა, რომ უგუნებოდ იყო და ჰკითხა:

– რა გჭირს, ლუდაჩკა?

– არაფერი.

– სიმართლე მითხარი.

– შენ ჩემი მოკვლა გინდოდა. ვფიცავ, აშკარად ვიგრძენი ეს.

– ისევ დაიწყე? ეს საკითხი ხომ გავარკვიეთ?

– კარგი, კარგი, მაპატიე, აღარ გავიმეორებ.

– ჰოდა, ასე არ ჯობია? – უთხრა ჰამომ ლუდას და მიეფერა, გუნებაში კი გაიფიქრა, რომ გოგონასთვის შეიძლება, ნერვებს ემტყუნა და ყველაფერი დაეღუპა. ამიტომ, მისი აზრით, ზომები იყო მისაღები, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი მათესთან შეხვედრამდე გადადო.

წყვილმა ჩვეული, მგზნებარე ღამე გაატარა აგარაკზე და მხოლოდ გამთენიისას დაიძინეს. როდესაც გაეღვიძათ, მზე ზენიტში იდგა და ძალიან ცხელოდა.

– ვიცურაოთ, ვისადილოთ და მოსკოვში დავბრუნდეთ, – უთხრა ჰამომ ლუდას და სიგარეტი გააბოლა.

– კარგი, – დაეთანხმა ლუდა, – დღეს მათესთან უნდა მივიდეთ და ქურდების მოსკოვიდან გაყვანის საკითხზე ვილაპარაკოთ.

– მაგარი პრობლემაა, – თავი გააქნია ჰამომ, – ხომ გახსოვს, რა დღე აყარა მანგუსტმა მინისტრს! ყველაფერი ისე იქნება გადაკეტილი, რომ, შმონის გარეშე მოსკოვიდან ბუზიც ვერ გაფრინდება.

– მაგრამ, მათი მოსკოვში დარჩენაც რომ არ შეიძლება დიდი ხნით?! – თქვა ლუდამ, – მანგუსტმა მინისტრს 48 საათი მისცა და, ხომ წარმოგიდგენია, ახლა რა შმონებია მოსკოვში?

– შენ ფიქრობ, რომ ქურდები ამ 48 საათის გასვლამდე უნდა გავიყვანოთ მოსკოვიდან?

– კარგი კი იქნებოდა, მაგრამ, მე მგონი, არ გამოვა. თუმცა, არც მათი მიგნებაა 48 საათში ასე ადვილი და, ვფიქრობ, მათი მოსკოვში გაჩერება ჯობია. ამასობაში მანგუსტი მინისტრს მოხსნის, ჩვენ მომენტით ვისარგებლებთ და ქურდებს გავიყვანთ.

– მინისტრის მოხსნით, რა, კონტროლს შეასუსტებენ?

– რა თქმა უნდა, არა, მაგრამ უკეთესი ვარიანტი გაქვს?

– სამწუხაროდ, არა.

– ჰოდა, ჯერჯერობით, ქურდები, მოსკოვში უნდა იყვნენ, ჩვენ კი რამე საიმედო უნდა მოვიფიქროთ. მანამდე კი სიტუაცია სერიოზულად უნდა დავზვეროთ, – თქვა ლუდამ და საათს დახედა, – პირველი სრულდება. მოდი, ახლა ცოტა ვიცურაოთ, ვისადილოთ და მოსკოვში დავაწვეთ.

ქალ-ვაჟი ეზოში ჩავიდა, აუზში გადაეშვნენ და, ის იყო გაცურეს, რომ აგარაკის კარზე ზარის ხმა გაისმა.

– რა ხალხია, ჟიმაობასაც კი არ გაცლიან! –გაბრაზდა ლუდა.

– ჟიმაობაზე როდის შევთანხმდით? – ჰკითხა ჰამომ.

– რა შეთანხმება გინდა, ხომ იცი, რომ წყალში ძალიან მიყვარს ეს საქმე და, რა დროს ზარი იყო!

– მიდი, მამაშენი არ იყოს, გააღე!

– მამაჩემს საკუთარი გასაღები აქვს, – თქვა გაბრაზებულმა ლუდამ, წყლიდან ამოვიდა, ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად გაემართა. ორიოდე წუთში კი ტანწერწეტა, მომხიბვლელ ქერათმიან გოგონასთან ერთად დაბრუნდა უკან და წყლიდან ამოსულ ჰამოს, რომელიც სავარძელში იჯდა, უთხრა, – ჩემი დეიდაშვილია, ავრორა ჰქვია. რა გოიმური სახელია არა? თანაც, პროვინციიდან ჩამოსულა ამ დილით და დედაჩემს აქ გამოუშვია, თითქოს საერთო საცხოვრებელი მქონდეს.

ტანწერწეტა ავრორამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ ლუდაზე არანაკლები თავხედი იყო, ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ჰამო, მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა და უთხრა:

– ლუდა, როგორც ყოველთვის, მკბენს, მაგრამ მე ეს სულ ფეხებზე მკიდია. ავრორა პასპორტით ვარ, ისე კი ყველა ანას ან ანუშკას მეძახის და, იმედია, შენც ასე დამიძახებ. თანაც, სულაც არ ვარ პროვინციიდან – პეტერბურგში, თანაც ცენტრში ვცხოვრობ.

მთაწმინდელი ფეხზე წამოდგა, ახალმოსულს ხელზე ეამბორა და გაეცნო:

– ჰამო.

– ქართველი ხარ? – გაეცინა ანას, – კიდევ უკეთესი, სუპერენერგიული იქნები!

– ვერ გავიგე?! – უთხრა ჰამომ ანას.

– რა ვერ გაიგე? სუპერენერგიული იქნები. ლუდას მოხარშულს ვიცნობ და ვიცი, რომ უბრალო მჟიმავს არაფრით დასჯერდებოდა.

– გეყო, გეყო, ავრორჩიკ, ფანტაზიები! სად „ბანაობ“! აი, აუზი და, რამდენიც გინდა, იბანავე. ამას კი შეეშვი, საშენო არაა და ტყუილად ნუ ეპოტინები! – თვალები დაუკვესა ლუდამ დეიდაშვილს და ჰამოსკენ გაიშვირა ხელი.

– რატომ, რა, ვერ ავიტან, შენზე ნაკლები შესახედავი ვარ თუ ჟიმაობა არ შემიძლია? – უტიფრად უთხრა ანამ ლუდას, ტრუსებში გამოწყობილ ჰამოს სველ წელზე მოხვია ხელი და თითებით მიეფერა...

ამ სცენამ ლუდა ისე გააცოფა, რომ ადგილიდან მოწყდა და ანას ისეთი წიხლი სთხლიშა ყბაში, რომ გოგონამ სალტო გააკეთა, აუზში ჩავარდა და ჰამოც თან გაიყოლა.

– ბოზო, ძუკნავ! მაინც არ იშლი შენსას, არა?! ამოსძახა წყლიდან გამწარებულმა.

ჰამომ ტუჩგახეთქილი ანა წყლიდან ამოიყვანა და სავარძელში ჩასვა, შემდეგ ლუდას მიუბრუნდა და უთხრა:

– კარგი, რა დაგემართა? საფეთქელი რომ დაერტყა და მომკვდარიყო, მაშინ რას შვრებოდი?

– ეგ ისეთი ნაბოზარი ძაღლია, რომ არაფერი მოუვა, – მიუგო თვალებანთებულმა ლუდამ ჰამოს და გაფითრებულ დეიდაშვილს ისეთი სახით შეხედა, რომ მზად იყო, ცოცხლად დაეწვა.

– მაინც არ შეიძლება ასე, – თქვა ჰამომ.

ჰამოს სიტყვებზე ლუდა უფრო მეტად აენთო:

– გეცოდება?

– უბრალოდ, რამე რომ მოსვლოდა, მაშინ...

– რა – „მაშინ“? – სიტყვა გააწყვეტინა ლუდამ ჰამოს და ხმას აუწია, – ტრაკი უნდა დააყენოს და, რაც მას არ ეკუთვნის, არ უნდა წაეპოტინოს. მით უმეტეს, კარგად იცის ჩემი ხასიათი და არაერთხელ მოხვედრია ჩემგან ყბაში.

– დამშვიდდი, ლუდა, – თქვა ჰამომ, მაგრამ ლუდა მედვედევა უკიდურესად გაღიზიანებული და დაქოქილი იყო. ამიტომ, გაჩერება უჭირდა და მთაწმინდელს აგრესიულად ჰკითხა:

– შენი ბაზარი არ მომწონს, რაშია საქმე?

– რაში უნდა იყოს? დამშვიდდი.

– მე ვიცი, რაშიცაა – იმაში, რომ ამ ნაბოზრის გაჟიმვა გინდა, – აი, რაშია საქმე! მაგრამ ვერ ეღირსება ამას ეს ბოზი! – ხმას აუწია ლუდამ, სახე წამოეჭარხლა, სავარძელში მჯდარ, გაფითრებულ ანას მივარდა, თმით დაითრია და მასთან ერთად აუზში ჩახტა...

ლუდამ თავისი დეიდაშვილი ფსკერზე ჩააყურყუმალა, თავად კი ზედაპირზე ამოვიდა და ვითომ არაფერი მომხდარაო, აუზში გასცურა...

– გაგიჟდი? შენი დედაც... – უღრიალა ჰამომ ლუდას, რომელიც მშვიდად ცურავდა მწვანედ მოლივლივე აუზში და წყალში გადახტა.

ანა ფსკერზე ეგდო და არ ინძრეოდა. ჰამომ სასწრაფოდ ჩაყვინთა, გოგონას ხელები ჩაავლო წელზე, შემდეგ ძლიერად დაჰკრა აუზის ფსკერს ფეხები და გოგონასთან ერთად ზედაპირზე ამოყვინთა... ლუდა კვლავ განაგრძობდა მშვიდ ცურვას და არანაირ ყურადღებას არ აქცევდა მთაწმინდელს, რომელმაც ცარცივით გაფითრებული, გონებამიხდილი გოგონა წყლიდან ამოიყვანა და ჯერ მასაჟი გაუკეთა, შემდეგ ტუჩები ტუჩებზე მიადო და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, მაგრამ უცებ ანამ ხელები შემოჰხვია ზემოდან მოქცეულ მთაწმინდელს, ტუჩებით მძლავრად მიეწება და ვნებიანი კოცნა დაუწყო...

ჰამომ თავი გაითავისუფლა, თუმცა, ანა ძალიან მოეწონა და, ლუდა რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად ჩაიგორებდა ლოგინში.

ლუდამ ცურვა შეწყვიტა, წყლიდან ირონიული ღიმილით ამოვიდა და დეიდაშვილისკენ გაემართა, რომელიც აღგზნებული იჯდა აუზის ნაპირას და მტაცებლური თვალებით უმზერდა სავარძელში მოკალათებულ ჰამოს.

მედვედევა ანას მიუახლოვდა და ირონიულად ჰკითხა:

– ფეხი არ ჩაგივიდა, კონკია?

– ჯერჯერობით, არა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, თქვა ანამ.

– ტყუილი იმედებია. მაინც არაფერი გამოგივა, დაიკო, – ირონიულად განაგრძო ლუდამ, – ეს კვიცი სანამ აქაა, ჩემია, მერე კი სხვა საქმეა.

– მერე კი, იმედი მაქვს, – ცინიკურად თქვა ანამ, ურცხვად გაიძრო სველი სამოსი და ტრუსების ამარა დარჩა. მალე ტრუსებიც გაიძრო და დედიშობილა წამოდგა ფეხზე, სკამზე გადაკიდებულ პირსახოცს დასწვდა და ტანის შემშრალებას შეუდგა, თან ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა, რომ ჰამო აღეგზნო.

– ტყუილად გაქვს „მერე კის“ იმედი, – ჩაეცინა ლუდას, – მაგას ისეთი ცოლი ჰყავს, რომ გარეგნობითაც ორივეს გვჯობია და ჩვენნაირს ათს ერთად გადაფსკვნის თმებით.

– შენი არ ვიცი, მაგრამ მე სულ სხვა ვარ და შენს მარაქაში ნუ გამრევ, – უთხრა ანამ ლუდას, ფეხი აუზის კიდეზე შემოდო და ჰამოს თავისი „ავლა-დიდება“ დაანახვა...

– ტყუილად ცდილობ, ავრორაჩკა, – თავი გააქნია ლუდამ, – რაც არ უნდა იკლაკნო, მაინც გაუჟიმავი დარჩები. ასე რომ, ხალათი ჩაიცვი და ჩვენთან ერთად ისადილე და-ი-კო!

– გმადლობთ, და-ი-კო! – გამოაჯავრა ანამ ლუდას, ხალათი მოიცვა და უთხრა, – თანახმა ვარ, ვისადილოთ.

სანამ ჰამო იცვამდა, დეიდაშვილებმა სუფრა განაახლეს, მთაწმინდელთან ერთად მიუსხდნენ მაგიდას და მადიანად შეექცნენ. ჭამას რომ მორჩნენ, ლუდამ ანას უთხრა:

– ახლა კი, ჩემო ავრორაჩკა, ბოდიშს გიხდი, მაგრამ უნდა დაგტოვოთ – მე და ჰამოს საქმეები გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ამ ზღაპრულ აგარაკზე არ მოიწყენ. მართალია, კაცს ვერ გიტოვებ, მაგრამ, თუ ძალიან მოინდომებ, მჟიმავსაც იშოვი. ისე კი, გაფრთხილებ, რომ აქაურობა არ „გააბარდაგო“.

– მართლა მიდიხართ?

– მართლა, და-ი-კო, – ცინიკურად თქვა ლუდამ და ჰამოს მიუბრუნდა, – მიდი, საჭესთან დაჯექი.

– მასე არ მაწყობს, – თავი გააქნია ანამ, – მაშინ, მეც მოვდივარ.

– დარჩი, და-ი-კო, – წარბები ასწია ლუდამ, – იმ შენს პროვინციაში ასეთ სამოთხეს სად ნახავ?

– უკეთესებიც მინახავს. ვერ დავრჩები, მეც მოვდივარ, – თქვა ანამ, – შმოტკები მათხოვე, თორემ, ჩემები სველია.

– შმოტკები კარადაშია და, შეგიძლია, აირჩიო, – უთხრა ლუდამ ანას, – ჩვენთან ერთად კი ნამდვილად ვერ წაგიყვანთ. რითიც მოხვედი, იმითვე წადი!

– ტაქსით მოვედი.

– ჰოდა, ისევ ტაქსით წადი! ფული თუ არ გაქვს, მე მოგცემ.

ანას ჩაეცინა:

– ნუ გეშინია, შენს კავალერს აღარ შევეხები. უბრალოდ, ტრასამდე გამიყვანეთ და მერე მე თვითონ გავაგნებ გზას.

– შეეხები და შეგეხები! – თავდაჯერებულად თქვა ლუდამ, – ჯანდაბას, წამოდი! მაგრამ, გაფრთხილებ: მაიმუნობა რომ დაიწყო, გაქანებული მანქანიდან გადაგაგდებ...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3