კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა გაქცევა ქალ-ვაჟმა ოთხდონიანი, ზესაიდუმლო მიწისქვეშა კლინიკიდან


1988 წელს ერთ-ერთ კანადურ გაზეთში გამოქვეყნდა ვინმე ვარვარა კოზინას ინტერვიუ, რომელიც თავის საოცარ თავგადასავალს ყვებოდა და ამხელდა საბჭოთა უშიშროებას. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან...

სახიფათო მსგავსება

სულ რაღაც 38 წლის ვარ და ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა, რომ ასი ადამიანის სიცოცხლეს ეყოფა... დავიწყებ იმით, რომ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძალიან ვგავარ ვინე ჯინა საზერლენდს. ის კი, თურმე, გასაიდუმლოებული ამერიკელი მეცნიერის, ჯეიმს საზერლენდის ქალიშვილი ყოფილა. ჯეიმს საზერლენდი კოსმოსური ტექნოლოგიების მსხვილი სპეციალისტი იყო. საბჭოთა უშიშროება მასზე ინტენსიურად ნადირობდა და ამ საქმის მოგვარება თურმე ჩემი მეშვეობით უნდოდათ.

რასაც ახლა ასე თანმიმდევრულად მოგითხრობთ, დროთა განმავლობაში შევიტყვე. ყველაფერში კი მას მერე გამარკვიეს, რაც მე და ანტონ ფოკინი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ჩავბარდით და, რომ არა ანტონი, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. ცოცხალიც რომ დავეტოვებინეთ, „კაგებეს“ ტვინგამორეცხილი, ზომბირებული აგენტი ვიქნებოდი... ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მე და დედა, 1971 წლის ივლისში ქალაქ გაგრაში ვისვენებდით. მაშინ 20 წლის ვიყავი, ცხოვრებით ვტკბებოდი და მიხაროდა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. წყალში რომ შევდიოდი, ირგვლივ 20-30 მამაკაცი მეხვეოდა. როდესაც თავს მაბეზრებდნენ, ზღვაში ძალიან ღრმად შევდიოდი, სადაც ვერავინ ბედავდა შემოყოლას და მარტო ვნებივრობდი. 4 ივლისს, დილით ადრე შევცურე წყალში. დედაჩემი, როგორც ყოველთვის, ნაპირზე იჯდა და თვალყურს მადევნებდა. ისე მოხდა, რომ იმ დილას მარტო მე, დედაჩემი და რამდენიმე მოაგარაკე ვიმყოფებოდით პლაჟზე, წყალში კი მარტოდმარტო ვცურავდი. ასე რომ, ნელ-ნელა შევედი ზღვაში და 400 მეტრით რომ გავცდი ნაპირს, მოულოდნელად ფეხიდან დამქაჩეს, ჩამაყურყუმელავეს და უცებ გონება დავკარგე... თვალი რომ გავახილე, 20 კვადრატული მეტრი ზომის, კედლებშეთეთრებულ ოთახში ვიწექი, სადაც საწოლის გარდა ორი სავარძელი და დაბალი მაგიდაც იდგა.

– ოო, ჩემო მშვენიერო, გაიღვიძე? – მკითხა ჭაღარათმიანმა, სანდომიანი სახის ულვაშებიანმა მამაკაცმა, საწოლზე ჩამომიჯდა, თმაზე მომეფერა და განაგრძო, – დღეს დაისვენე, ხვალიდან კი მუყაითი მუშაობა დავიწყოთ.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ სიმპათიური, სანდომიანი ჭაღარა მამაკაცი, ვიქტორ ზასულიჩი, ნამდვილი მონსტრი იყო. მე კი ქალაქ ლვოვის ფსიქიატრიული კლინიკის მინუს მეცამეტე სართულზე ვიმყოფებოდი... ლვოვის დახურული კლინიკა „კაგებეს“ ერთ-ერთი ფილიალი იყო და სწორედ ამ საშინელ დაწესებულებას ხელმძღვანელობდა 47 წლის პროფესორი ზასულიჩი.

ეს დაწესებულება მრავალპროფილიანი იყო, მაგრამ, იქ, ძირითადად, ადამიანის ტვინის გამორეცხვა ხდებოდა, რის შედეგადაც ზომბირებულ, აბსოლუტურად მორჩილ აგენტებს ამზადებდნენ. ეს კი შემდეგნაირად ხდებოდა: სპეციალურად მომზადებული ფსიქიატრები სხვადასხვა ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, მოსამზადებელი ობიექტის ტვინიდან შლიდნენ მეხსიერებას და სასურველ ინფორმაციებს უნერგავდნენ. ჩემს შემთხვევაში ახლის ჩანერგვა იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა მერწმუნა, თითქოს ამერიკელი მეცნიერის, ჯეიმს საზერლენდის 22 წლის ქალიშვილი, ჯინა საზერლენდი ვიყავი. ჩემი მომავალი მეუღლე ანტონ ფოკინი ამ საზარელი დაწესებულების თანამშრომელი იყო და ჩემი „დამუშავება“ მას დაავალეს. ანტონს კი პირველივე ნახვით შევუყვარდი და ჩემი ზომბირების ექვსთვიანი პროგრამის ნაცვლად ნახევარი წლის განმავლობაში ნებისყოფას მიმტკიცებდა და იმ ჯოჯოხეთიდან გაქცევას ამზადებდა. ანტონი ასე იმიტომ ჩქარობდა, რომ ეშინოდა, სხვისთვის არ დაევალებინათ ჩემი დამუშავება, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა, რადგან, ყველაფერი გამჟღავნდებოდა და მე და ანტონს დაგვხოცავდნენ...

1972 წლის 18 იანვარს ექიმის სამოსში გამოწყობილი ანტონი ოთახში მეწვია და, მინუს მეცამეტე სართულიდან ჯერ ზემოთ ამიყვანა, შემდეგ კი წარმატებით დავძლიეთ კლინიკის ოთხდონიანი დაცვის სისტემა და ლვოვის გარეუბანში გავედით.

– ცოტაც, ვარენკა, და ჩიტებივით თავისუფლები ვიქნებით. ქალაქის შესასვლელთან ამერიკელების მიერ გამოგზავნილი ხალხი გველოდება, რომლებიც ქვეყნიდან გაგვიყვანენო, – მითხრა ანტონმა და მართლაც, ამერიკელი მზვერავი-არალეგალების სამკაციანმა ჯგუფმა ჯერ პოლონეთში გაგვიყვანა, იქიდან კი, გერმანიის გავლით, სულ რაღაც ორ დღეში, უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით...

ნიუ-იორკში, „ცეერუში“ ჩვენების მიცემისას, ანტონისგან შევიტყვე ყველაფერი, მათ შორის ისიც, რომ „კაგებე“ საზერლენდის ქალიშვილის მოტაცებას აპირებდა, მე ის უნდა ჩამენაცვლებინა და ამგვარად გადამეცა ხოლმე საბჭოთა დაზვერვისთვის ყველა ის საიდუმლო ინფორმაცია, რაზეც ცნობილი ამერიკელი მეცნიერი მუშაობდა. მაგრამ, ანტონის ჩემდამი სიყვარულმა მეც მიხსნა და საზერლენდის ოჯახიც...


скачать dle 11.3