კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1992 წლის 29 აპრილს, ხუთშაბათ დღეს, დილის 11 საათზე. რა მელის 2010 წელს და რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებებს მივაღწიო?

პასუხი: 2010 წელი უფრო სასიკეთო და პერსპექტიულია, ვიდრე 2009 წელი იყო. იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, შეუპოვარი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. იყავით უჰალსტუხო მუშაკი. ნებისმიერ საქმეს მიუდექით ყოველგვარი ზედაპირულობის და მიფუჩეჩების გარეშე. ამასთან ერთად, იყავით მაქსიმალისტი, ანუ არ უნდა დაგაკმაყოფილოთ იმან, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. მოაწესრიგეთ პროფესიული სფერო, ასევე, ოჯახური ურთიერთობები. იყავით მარტოხელა მებრძოლი და ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. უნდა გამოირჩეოდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ასე მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1991 წლის 13 მაისს, ორშაბათ დღეს, თბილისში, დილის 6 საათიდან დღის 2 საათამდე. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე. სასურველია თუ არა მისთვის ეს პროფესია და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული ურთიერთობა პირად ცხოვრებაში?

პასუხი: მისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორები არიან: ლომის, ვერძის, კირჩხიბის, თევზების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მერწყულებთან, რადგან მათთან მეტი სირთულეებია მოსალოდნელი. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით კი – თეატრალური სფერო, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო ბიზნესი, სამასაჟო საქმე, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია. ასევე, ანტიკვარიატთან, სალომბარდო სფეროებთან ურთიერთობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინო, ლატარია, რესტორნები; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, მშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო; სოციოლოგია მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ამ სფეროში მას მოუწევს ბარიერების, წინააღმდეგობების გადალახვა შეუპოვრობით, შრომის გამოვლენით, მოთმინებით და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში წარმატების შანსი არ არის.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 12 მარტს, პირველ საათსა და ოც წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?

პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული.

ეს ნიშანი კი ამ წლის ფავორიტია. თქვენი კოსმიური მისია უცხოეთთან კონტაქტია. რაღაც პერიოდით იქ ცხოვრება, მოღვაწეობა და კაპიტალის შოვნა წინსვლაში დაგეხმარებათ. სამშობლოში ყოფნის დროსაც მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეთ უცხო ქვეყნებთან. პროფესიებიდან კარგია: სპორტი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, არქიტექტურა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ენდოკრინოლოგია. უცხოეთიდან კი კარგია – იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ეთიოპია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.


скачать dle 11.3