კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რაზე მიგვანიშნებს სახლში მომრავლებული მწერები და მღრღნელები და რატომ არის საშიში კატის წყევლა


ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს ეგრეთ წოდებული დაუწერელი კანონები და წესები, რომლებსაც ადამიანები ნებსით თუ უნებლიეთ, გაუცნობიერებლად ვითვალისწინებთ. თითქმის არავინ იცის, რატომ არის უბედურების მომტანი ობობის მოკვლა, რატომ არ შეიძლება სახლში მარცხენა ფეხით შესვლა, რატომ მოასწავებს სახლში თაგვების მომრავლება სიღარიბეს ან რატომ ნიშნავს ჭიანჭველების შემოსევა სახლში ფინანსების შემოდინებას და ასე შემდეგ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, ეს უძველესი დროიდან შემონახული რწმენაა და მას ბევრი ითვალისწინებს, თუმცა, რომც ჰკითხოთ, არც კი იციან, რატომ.


ნანი: ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი ამოუცნობი მოვლენის მომსწრენი ვხდებით. ისეთ საქციელს ჩავდივართ, რომელიც გააზრებულიც არ გვაქვს. ბევრს გაუგია წინაპრებისგან, ახლობლებისგან, მეზობლებისა თუ ნათესავებისგან, რომ არ შეიძლება სახლში მარცხენა ფეხით შესვლა, კედელზე მცოცავი ობობის მოკვლა, და ასე შემდეგ, ამას ითვალისწინებენ, მაგრამ, არც იციან – რატომ.

– და ასეთი, თქვენი თქმით, დაუწერელი კანონები ბევრია? ან, რატომ არ შეიძლება მწერის მოკვლა და მარცხენა ფეხით სახლში შესვლა?

– მაგალითად, თუ კედელზე ობობა მიცოცავს, თქვენ კი მას მოკლავთ, შესაძლოა ეს საქციელი თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. აი, თუ ჭიანჭველები მომრავლდა სახლში – ეს კარგია, რადგან ამას ოჯახში ფულის შემოდინება მოჰყვება. ეს ბევრს სისულელე ჰგონია, მაგრამ, აბა, დააკვირდით და შემდეგ კარგად დააკავშირეთ ფაქტი შედეგთან! ის, რაზეც მე ვსაუბრობ, მითი არ არის და ბევრი ისეთი ადამიანი ითვალისწინებს, რომელიც ამბობს, ცრურწმენების არ მჯერაო. რომ ვეკითხები, მაშინ, რატომ ითვალისწინებ-მეთქი, მპასუხობს, ეს გაუცნობიერებლად ხდებაო (იცინის). ობობა, ჭიანჭველა თუ თაგვი, რომლებიც ადამიანებში ზიზღს და სიძულვილს იწვევენ, ზოგ შემთხვევაში მართლაც რაღაცაზე მიგვანიშნებენ და ამას უნდა დავაკვირდეთ. რასაკვირველია, მე იმას არ ვამბობ, სახლში თაგვები თუ მომრავლდა, ფეხი ფეხზე გადაიდეთ და შორიდან უყურეთ მათ სირბილს ოთახებში-მეთქი. უბრალოდ, არ დახოცოთ ისინი, ეცადეთ, როგორმე გარეთ განდევნოთ. მაგალითად, ობობა კედლიდან ჩამოიღეთ და გარეთ გაუშვით, ჭიანჭველებს დაუდეთ რამე ტკბილი და, რომ შეესევიან, გარეთ გაიტანეთ. ასე მარტივად გადაჭრით პრობლემას და არც მათ განაწყენებას დაიმსახურებთ. დღეს უკვე აღარ არის საიდუმლო, რომ ცხოველებს, მწერებსა და ფრინველებს ნამდვილად აქვთ ტელეპათიური კავშირი ადამიანებთან. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ ისინი ჩვენს მომავალს წინასწარ განჭვრეტენ და ამაზე მინიშნებებსაც გვაძლევენ. ზოგი ამას ხვდება, ზოგიც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. მაგალითად, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კატის წყევლა ცხოვრებას დაუნგრევდა ჩემს დას, თუმცა, ფაქტია, რომ ასე მოხდა. მოკლედ, ეს საკმაოდ ცუდი ისტორიაა, მაგრამ მაინც მოგიყვებით. მე და ჩემი და, 8 წლის რომ ვიყავით, დედამ არდადეგებზე ბებია-ბაბუასთან ჩაგვიყვანა სოფელში. ძალიან გვიხაროდა იქ ყოფნა, არავინ არაფერს გვიშლიდა, არც წიგნის კითხვას გვთხოვდა ვინმე, ჩვენს ნებაზე ვიყავით მიშვებული. ერთ დღეს მე და ჩემი და ტელევიზორს ვუყურებდით. საშინელი ფილმი გადიოდა – რამდენიმე ადამიანი ძელზე დაუნდობლად ჩამოახრჩვეს. ვუყურეთ ფილმს და ეზოში გავედით სათამაშოდ. ბებიაჩემს ერთი ლამაზი კატა ჰყავდა, ბაბუამ მოუყვანა სულ პატარა. ისე უვლიდა ბებო, რომ ცივ ნიავს არ აკარებდა. ჩვენ კი სულ ვაწვალებდით: ხან კუდში ვქაჩავდით, ხან მაღლა ავაგდებდით და აღარ ვიჭერდით, ხან რაღაცეებს მოვაბამდით თოკით და, რომ დარბოდა და წვალობდა, ვიცინოდით. ბებია სულ გვეჩხუბებოდა, რას გადაეკიდეთ ამ საცოდავ კატას, თავი დაანებეთ, თქვენ რომ აქ არ ხართ, კალთაში ჩავისვამ და ვეფერები ხოლმეო. მოკლედ, ვუყურეთ იმ ფილმს, გავცვივდით გარეთ და თამაშის დროს ჩემმა დამ ასეთი რამ მოიფიქრა: მოდი, კატა დავიჭიროთ და, როგორც ის ადამიანები ჩამოკიდეს, ჩვენც ასე ჩამოვკიდოთო. თავიდან დავთანხმდი – დავიჭირეთ კატა, ყელზე თოკი გამოვაბით, ხის ტოტზე ჩამოვკიდეთ და ქვევიდან შევცქეროდით. სიმართლე გითხრათ, მივხვდი, რა ცუდ რამესაც ჩავდიოდი და კატის ჩამოხსნა გადავწყვიტე. ჩემმა დამ დამარწმუნა, გამიგია, კატას შვიდი სიცოცხლე აქვს და არ კვდება, ან, თუ მოკვდა, ისევ გაცოცხლდება შვიდჯერო. მეც ბავშვურად დავუჯერე და ავყევი თამაშში. არ დამავიწყდება, სიკვდილის წინ როგორი თვალებით შეხედა ჩემს დას იმ კატამ, თითქოს დაწყევლა. ძალიან შემეშინდა, გავიქეცი და ბებიას დავუძახე. გადაირია საწყალი, ასეთი სურათი რომ დაინახა. მერე კი მაგრად გვცემა. სწორედ მაშინ გვითხრა, ამ კატის ცოდვა მთელი სიცოცხლე გაგაწამებთ, ეს რა ცოდვა ჩაიდინეთ, მისი წყევლა აუცილებლად გიწევთო. მე ძალიან შემეშინდა, ჩემი და კი ეშმაკურად იცინოდა, ბებიას სიტყვებს, რომ იტყვიან, ბანზე აგდებდა. გავიზარდეთ და კატის წყევლამ მართლაც უწია საცოდავ ჩემს დას – საწყალს, ერთი დღეც კი არ გაუხარია.

– რატომ გგონიათ, რომ თქვენი დის ბედზე სწორედ კატის წყევლამ იმოქმედა?

– სიზმრად ვნახე. იმ დღიდან წლები იყო გასული, რომ დამესიზმრა, თითქოს ისევ სოფელში ვიყავი. იმ ხესთან ჩავიარე და თოკზე ისევ ის კატა იყო ჩამოკიდებული. რომ მივუახლოვდი, თვალი გაახილა და ადამიანის ხმით მითხრა: ხომ მაინც გადავუხადე სამაგიერო, ეს ჩემი წყევლა არ გაახარებსო – და ისევ დახუჭა თვალები. რომ გამოვიღვიძე, ეს ცუდი სიზმარი გამდინარე წყალს კი გავატანე, მაგრამ, ზუსტად ვიცოდი, რაღაც ცუდი კიდევ ელოდა ჩემს დას და მე ვერაფერს ვუშველიდი. მანამდე კი, სანამ ამ სიზმარს ვნახავდი, ჩემი და ავარიაში მოჰყვა და ოთხი წლის შვილი და მეუღლე დაეღუპა. ვფიქრობდი, ამაზე მეტი რაღა უნდა დაემართოს ამ საწყალს-მეთქი. ერთ დღესაც, სახლში გაზის გამათბობელი აუფეთქდა, ვერ მოასწრო გამოსვლა და დაიწვა. მოდი ახლა და, თქვით, ცხოველის წყევლას ძალა არ აქვს, ან სისულელეაო. მერწმუნეთ, ცხოველებსაც შეუძლიათ ადამიანების დაწყევლა, მაგრამ მის მოხსნას ვერც ერთი გამოცდილი პარაფსიქოლოგი ვერ შეძლებს. ამას ვერავინ შველის, მით უმეტეს, თუ ცხოველი უკვე მკვდარია. არადა, იმ წუთას როგორ მიხვდები, დაგწყევლა თუ არა? ისე კი, თუ ასეთ დროს კარგად დააკვირდებით თვალებში ცხოველს, მის ზიზღს ამოიკითხავთ. ამიტომ არ გირჩევთ, ცხოველს რამე დაუშავოთ, თორემ მისი შურისძიება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ და სიცოცხლეს გაგიმწარებთ.

– იმასაც ხომ ამბობენ, თუ ცხოველმა ადამიანისგან სითბო და სიყვარული იგრძნო, გაჭირვების ჟამს წინასწარ გაფრთხილებს და გეხმარებაო?

– რასაკვირველია! თუ ცხოველმა თქვენგან სითბო, სიყვარული და ყურადღება იგრძნო, მისგან ერთგულებასა და დახმარებას ელოდეთ, მით უმეტეს – გაჭირვების ჟამს და მოსალოდნელი საფრთხის წინ. არადა, ახლაც რომ დავინახავ კატას, სითბო და სიყვარული კი არა, ისეთი შიში მაქვს, კილომეტრზე გავრბივარ და თვალს ვარიდებ. არც ისეთ სახლში მივდივარ სტუმრად, სადაც ეს ცხოველი ჰყავთ.


скачать dle 11.3