კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მოიცავს საღმრთო რჯულის სწავლება

თუ გსურს, სრული და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, პირველყოვლისა, აზრი განათლებული და გამყარებული უნდა გქონდეს იმ სწავლებით, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიცხადა, მოციქულთაგან გადმოგვეცა, წმიდა მამათა მიერ განიმარტა და მართმადიდებლურმა ეკლესიამ უკლებლივ დაიცვა. მეორეც, ცხოვრება, ყოფაქცევა და ყოველივე შენი საქმე ამ სწავლების შესაფერისი უნდა იყოს, ანუ ეს სწავლება და აზრები შენს ცხოვრებად და საქმედ უნდა აქციო და არსებაში მოიყვანო; საღმრთო სჯული ისე უნდა დავიცვათ და შევინახოთ, როგორც ჩვენმა მამებმა გადმოგვცეს. ვინც სჯულის საზღვრებს არღვევს ან ცვლის, იგი ეკლესიის კრებისაგან განგდებულია და ანათემის ქვეშ იმყოფება.

საღმრთო სჯულს ორი მხარე აქვს: ერთია სწავლება, ანუ გონებითი განმარტება სჯულის საზღვართა, ესე იგი, როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენი სჯული, რა უნდა გვწამდეს და რას უნდა უარვყოფდეთ. სჯულის ამ ნაწილის სწავლებებს დოგმატები ეწოდება. დოგმატები ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს და განსაზღვრავს მამათა ჩვენთა, და ჩვენ მათი გამოცვლის უფლება არ გვაქვს. მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის მტკიცედ ინახავს იმ სჯულს ანუ დოგმატს, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს ასწავლა, მოციქულებმა თავიანთ მოადგილე წმიდა მამებს გადასცეს და ამათგან ჩვენც შეურყევლად, შეუცვლელად გადმოგვეცა.

საღმრთო სჯულის მეორე მხარე – ზნეობა, ცხოვრება და ყოფაქცევაა. სწავლების ეს ნაწილი კი ყოველთვის უნდა იცვლებოდეს და უმჯობესდებოდეს, დაუსრულებლად უნდა მაღლდებოდეს; როგორც თითოეული კაცი, ასევე მთელი კაცობრიობა სათნოებაში, ზნეობასა და პატიოსნებაში თანდათან წინ უნდა მიიწევდეს. ღმერთმა დიდი სახე, დიდი იდეალი მოგვცა, ცხოვრების დიდი ასპარეზი, ანუ სარბიელი დაგვინიშნა: „იყვენით თქვენ სრულ, – იტყვის უფალი, – ვითარცა მამა თქვენი ზეციური სრულ არს! აჰა, რა სიწმიდე უნდა ვეძიოთ ქრისტიანებმა; იყვენით თქვენ წმიდა, რამეთუ მე წმიდა ვარ,“ – გვეუბნება წინასწარმეტყველის პირით ღმერთი. ათასი წელიც რომ იცხოვროს ქვეყანაზე, სათნოების ამ ხარისხზე აღსვლას ვინ შესძლებს! მაგრამ საღმრთო სჯულით მოცემული მიზანი ყოველთვის თვალწინ უნდა გვქონდეს და სათნოებისა და სულიერი წარმატებისათვის ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ.

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

პირველ-დაწყებითი დარიგება

ლოცვის გარეგანი ნიშნები

ლოცვის დროს პირჯვარს ვიწერთ; ვისაც ვევედრებით, თაყვანს ვცემთ ქედმოდრეკით, მუხლთადრეკით, ანუ მეტანიით, ხელებისა და თვალების ზეცად აღპყრობით, პირქვე მიწაზე დამხობით. ლოცვის ამ გარეგან ნიშანთა შორის უმთავრესია პირჯვრის წერა.

პირჯვარს ასე ვისახავთ: მარჯვენა ხელის ცერს, საჩვენებელ თითს და შუა თითს ვაერთებთ ისე, რომ მათი წვერი იყოს თანასწორად, ხოლო უსახელო თითს და ნეკს მოვიკეცთ ხელის გულზე. ამგვარად შეერთებულ თითებს დავიდებთ პირველად შუბლზე – გონების განსაწმედელად, მერე მუცელზე – შინაგანი გრძნობების განსაწმედელად, შემდეგ მარჯვენა მხარზე და ბოლოს მარცხენა მხარზე – ფიზიკური ძალების განსაწმედელად.

სამი ერთად შეერთებული თითი გამოხატავს ერთი ღმერთის რწმენას: რწმენას მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდა ღმერთისადმი, როგორც ერთარსი და განუყოფელი სამებისადმი. ხელის გულზე მოკეცილი ორი თითი ნიშნავს იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – ღვთაებრივსა და კაცობრივს; იესო ქრისტე – ძე ღმერთი გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა ანუ განკაცდა.

ჯვრის გამოსახვა ბოროტის დათრგუნვის, მასზე გამარჯვებისა და სიკეთის კეთების უდიდეს ძალას გვაძლევს. ჯვარი უნდა გამოვისახოთ სწორად და აუჩქარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ხელების ქნევა, რაც ეშმაკს ახარებს. უკრძალველად ჯვრის გამოსახვით გამოვხატავთ უპატივცემლობას ღვთისადმი – ვცოდავთ.

ჯვრის გამოსახვა საჭიროა: ლოცვის დაწყების წინ, ლოცვის დროს და დამთავრებისას, აგრეთვე, სიწმიდეებთან მოახლოებისას – ტაძარში შესვლისას, ჯვრისა და ხატების მთხვევისას და ასე შემდეგ. ჯვრის გამოსახვა საჭიროა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში: საფრთხისას, მწუხარებისას, სიხარულისას.

როცა ჯვარს ვისახავთ, გონებაში ვამბობთ: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ“, ან სხვა მოკლე ლოცვას; ამით გამოვხატავთ რწმენას ყოვლადწმიდა სამებისადმი და ჩვენს სურვილს, ვიცხოვროთ და ვიშრომოთ ღვთის სადიდებლად.

პირჯვრის გამოსახვისას, წმიდა ჯვრის ძალით განიწმინდება ჩვენი აზრი, გრძნობა, სურვილი და საქმენი, პირჯვრის წერას დავურთავთ თაყვანისცემას (ან ლოცვის სხვა გარეგან ნიშნებს) და ამით გამოვხატავთ ჩვენს კრძალეულობასა და თავმდაბლობას ღვთის წინაშე.

„კანდელი“


скачать dle 11.3