კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

საფრანგეთის პარლამენტმა აეროპორტებში „გამაშიშვლებელი“ სკანერების გამოყენება მოიწონა


საფრანგეთის ნაციონალურმა კრებამ (პარლამენტმა) თავის სხდომაზე ქვეყნის აეროპორტებში მგზავრების გასასინჯი უახლესი სკანერების გამოყენება მოიწონა.

ასეთი მოწყობილობა მთლიანად „გაივლის“ ტანსაცმელს და საშუალებას იძლევა, მომენტალურად აღმოაჩინონ ტანსაცმლის ქვეშ დამალული იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე რომ, ხელით ჩხრეკა საჭირო აღარ იქნება.

გათვალისწინებულია, რომ არც ერთი გამოსახულება, რომელიც სკანირების დროს იქნება მიღებული აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურების მიერ, არ შეინახება. ამას გარდა, დანადგარის ოპერატორებისთვის არ იქნება ცნობილი იმ მგზავრების სახელი და გვარი, რომელთა შემოწმებაც ჩატარდება.

ექსპერიმენტის სახით, ორი წლის ვადით დაიწყება სკანერების გამოყენება მთელ საფრანგეთში, როდესაც ძალაში შევა პარლამენტში განხილვის სტადიაში მყოფი კანონი შინაგანი უსაფრთხოების შესახებ.

ევროპის ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნით შეიარაღებაში იღებენ კონტროლის ამ უახლოეს საშუალებებს. ამერიკელები ამგვარად ცდილობენ, აამაღლონ უსაფრთხოების დონე ტრანსატლანტიკურ რეისებში.

გადაწყვეტილება მათი გამოყენების შესახებ უკვე მიიღეს – ნიდერლანდებმა და დიდმა ბრიტანეთმა.


скачать dle 11.3