კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

გამოჰყვეს „დაბერების სიჩქარის“ განმსაზღვრელი გენები


ბრიტანელმა სწავლულებმა გამოჰყვეს გენების ჯგუფი, რომლებიც „დაბერების სიჩქარეს“ განსაზღვრავს. ამ აღმოჩენამ შეიძლება, გადაატრიალოს მედიცინის მიდგომა ჯანმრთელობისა და „ხანდაზმული“ დაავადებების მკურნალობის მეთოდებისადმი – როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბოს ზოგიერთი სახეობა და ბებრული ჭკუასუსტობა.

განსაზღვრულ გენებს, რომლებსაც შთამომავლობა მშობლებისგან იღებს, შეუძლია, აიძულოს ადამიანი, წლებთან ერთად, რიგი ბიოლოგიური ნიშნების გამო, მთელი 8 წლით უფრო ხანდაზმულად გამოიყურებოდეს მათზე, ვისაც ეს გენეტიკური მასალა არ აქვს. გენების ასეთი თანაფარდობა გააჩნია მოსახლეობის 7 პროცენტს. ადამიანების 38 პროცენტი გენების გამო საშუალოდ 4 წლით „ბებერია“ თავის თანატოლებზე, მოსახლეობის 55 პროცენტს კი ეს გენეტიკური მასალა საერთოდ არ გააჩნია.

ამგვარად, სწავლულებმა შეძლეს, ეჩვენებინათ, რომ დაბერება და ორგანიზმის გამოფიტვა დაკავშირებულია არა მარტო დროის დინებაზე, გარემო პირობებსა და ცუდ ჩვევებზე, არამედ მემკვიდრეობითობაზეც – ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდანვე განწირულია ადრე დაბერებისთვის.

ლესტერის უნივერსიტეტის სწავლულთა კვევების შედეგები საფუძვლად დაედება მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგის პროგრამებს. ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვააშკარაოთ „ადრეული სიბერისადმი მიდრეკილი“ ახალგაზრდები და შევიმუშაოთ სპეციალური დიეტები და პროფილაქტიკური მეთოდები.


скачать dle 11.3