კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ვარ დევნილი და ვიღებ პენსიას. მსურს, შრომის სტაჟის მიხედვით მივიღო პენსია. როგორ შეიძლება, დავადასტურო ჩემი შრომის სტაჟი, თუ შრომის წიგნაკი დაკარგული მაქვს აფხაზეთში?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ არ გაგაჩნიათ შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეუძლებელია მათი მიღება ან აღდგენა, შრომითი სტაჟის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ. დევნილებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ვერ წარადგენენ, დანამატი განესაზღვრებათ წლოვანების მიხედვით.

კითხვა: ჩემი შვილები ცხოვრობენ უცხოეთში, მეც საცხოვრებლად მივდივარ ჩემს შვილებთან. როგორ უნდა გამოვითხოვო ჩემი საპენსიო საბუთები?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ მოქალაქე საცხოვრებლად მიდის უცხოეთში, საჭიროა, პენსიის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებას და წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოთხოვნა საპენსიო საქმის გადატანაზე.

კითხვა: ვარ ინვალიდი, შესაბამისად, დანიშნული მაქვს ინვალიდობის პენსია, რომელიც შემიჩერდა კომისიაზე არგასვლის გამო. აღმიდგება თუ არა პენსია კომისიაზე მოგვიანებით გასვლის შედეგად და მომეცემა თუ არა შეჩერებული პერიოდის თანხა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ პირი, რომელიც პენსიას იღებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდობის) გამო და დროულად არ გაიარა შემოწმება სოციალურ-სამედიცინო ექსპერტიზაზე, პენსია განუახლდება განცხადებისა და სოციალურ-სამედიცინო ექსპერტიზის შემოწმების აქტის წარდგენის დღიდან.

კითხვა: ვარ მეტად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. მინდა, განაცხადი შევიტანო სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. ვის მივმართო?

პასუხი: თქვენ უნდა, მიმართოთ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას. თან იქონიეთ ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

კითხვა: ვარ ფეხმძიმედ ტყუპებზე. ჩემი ხელმძღვანელი მიცხადებს, რომ მეკუთვნის შვებულება 126 დღე. გთხოვთ, მაცნობოთ, შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს და რამდენს შეადგენს ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, გეძლევათ შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

იმ შემთხვევაში, თუ იშვილეთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.

კითხვა: მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, ვიშვილოთ ბავშვი. გვაინტერესებს, რა წესით ხდება ბავშვის შერჩევა და, ამავე დროს, გვაქვს თუ არა მისი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების უფლება.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მშვილებლისთვის ბავშვის შეთავაზება ხდება რიგობითობის პრინციპით, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მშვილებელს უფლება აქვს, ბავშვს ჩაუტაროს სამედიცინო გამოკვლევა კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.

კითხვა: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომ მიეცეს ბავშვის შვილად აყვანის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ბავშვის შვილად აყვანის დროს უნდა დადგინდეს ბავშვისა და მშვილებელი ოჯახის თავსებადობა. აღნიშნულის შესახებ სოციალური მუშაკის მიერ ხდება ბავშვისა და მშვილებლის შეფასება და დასკვნების გაცემა. ბავშვის შვილად აყვანის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი: გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, ასაკობრივი სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის უნდა იყოს არანაკლებ 16 წელი; თუ გასაშვილებელმა ბავშვმა მიაღწია 10 წლის ასაკს, საჭიროა, მისი თანხმობა; საჭიროების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მშვილებლ(ებ)ისა და გასაშვილებელი ბავშვის ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობა; გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არის სხვა კრიტერიუმებიც, რომლებსაც სოციალური მუშაკი საჭიროდ ჩათვლის თავსებადობის განსაზღვრისას.

კითხვა: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს არქივში ინახება ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე. მაქვს თუ არა უფლება, როგორც საქმეში არამონაწილე პირმა, მოვითხოვო საარქივო საქმის გაცნობა, ასლების გადაღება?

პასუხი: იმ პირისთვის, რომელიც არ იყო საქმეში მხარე, საარქივო მასალების გაცნობა და გადაღება ხდება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს ნებართვით და გაიცემა დამუშავებული სახით, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა.

კითხვა: სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მიერ როდის ხდება პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულისთვის ახლობლებთან და ნათესავებთან შეხვედრის ნებართვის მიცემა?

პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, განაჩენის გამოცხადებისთანავე, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის წერილობითი თხოვნით, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, მისცეს მას ნათესავებთან და ახლობლებთან შეხვედრის ნებართვა. ანუ, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულისათვის ახლობლებთან და ნათესავებთან შეხვედრის ნებართვის მიცემა სასამართლოს სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, განაჩენის გამოცხადებისთანავე.


скачать dle 11.3