კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ხარაზიშვილი-ხარაზოვი

1783 წლიდან მეფე ერეკლეს მეფობის ხანიდან რუსებს არ მოსწონდათ ქართველთა მიერ ნაწარმოები გვარები. ამიტომ ქართლ-კახეთის გვარები შეკრიჭეს, შვილი და ძე ჩამოაცილეს გააწყვეს ფორმატით – ოვი და იევი.

1802-1803 წლებში ასევე მოექცნენ სახაზინო (სახელმწიფო) გლეხების გვარებს. 1860-დან 1886 წლებში (ეს მოსახლეობის ბოლო, კამერალური აღწერაა) რუსულ ენაზე წარმოებულ აღწერაში მოხვედრილი გვარები კოხტაევი კოხტაშვილის, პატიევი პატიაშვილის, კევლიევი კევლიშვილის ნაცვლად ჩაწერეს. ამას ხელი წააშველეს აღმოსავლეთ საქართველოში შემოგზავნილმა სასულიერო პირებმა, სომეხმა ტერტერებმა (ტერ სომხურად მღვდელია). საბუთებით და რეალურადაც დაიწყეს მართლმადიდებელ ქართველთა გაგრიგორიანება. ასეთ მრავალ ასეულ გვართა რიცხვში მოხვდნენ ხარაზოვებიც. ხარაზიშვილი, ხარაზი (უსუფიქსო გვარი), ხარაზია და ხარაზაშვილი ქართული გვარებია.

ხარაზიშვილი ხელოვნურად გახადეს ხარაზოვი და ასე ჩაწერეს. მათი ნაწილი აიძულეს და კათოლიკურ რწმენაზე (შესაძლოა, გრიგორიანულზე) მოაქციეს. ფუძით ხარაზი 2 500-ზე მეტი გვარი გვაქვს ქართველებს.

წინაპრების საქმე ასე აეწყო, რომ ქართველთა საკუთარ სახელებსა და მათგან ნაწარმოებ გვართა ფუძეებში უდიდესი რაოდენობა ნასესხებია და არაქართული. ამ მხრივ, ასეთივე სურათი გვაქვს სომხებში, ოსებში, აფხაზებში და ასე შემდეგ.

ხარაზი ნასესხებია არაბულიდან, ნიშნავს წუღა-მაშიის მკერავს, საბას მიხედვით. აქედან არის გვარი ხარაზიშვილი, ხარაზი, ხარაზია, ხარაზაშვილი.

საქართველოში 130 ხარაზიშვილი ცხოვრობს, რომლებიც ხარაზოვებად არიან ჩაწერილები: თბილისში – 55, თერჯოლაში – 18, ქუთაისში – 8.

ლაკვეხელიანი

ამ სვანურ და რთულფუძიან გვარს, ჩვენი ვარაუდით, ხელობა-საქმიანობასთან მივყავართ.

ლაკვა ჯურღმულ ნაგებზე მიგვანიშნებს, მეორე ნაწილი გვარისა კი – ხელზე. ანუ ჯურღმული ნაგების შემქმნელი კი ხელია. გვარი შედგება: 1. ლაკვა; 2. ხელი და სუფიქსი ანი.

გვარის ადრინდელი ფორმა ყოფილა ლაკოხელიანი – ლაკაუხელიანი.

„კაცია ლაკოხელიანს ჰყავს ძმა გიორგი, იყვნენ ცაგერის ღვთისმშობლის მრევლნი, მოიხსენიებიან 1656 წელს“.

„სვანიანი ლაკაუხელიანს ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა, მოიხსენიება მეთექვსმეტე საუკუნეში“.

საქართველოში 127 ლაკვეხელიანი ცხოვრობს: ცაგერში – 59, ქუთაისში – 40, თბილისში – 9.

ალაგარდაშვილი

ქართულში გვხვდება სახელი ალაგარდა. სწორედ ეს სახელია გვარის ალაგარდაშვილის ფუძე.

„სარქისა ალაგარდაშვილს ჰყავს შვილები კონა, ალექსი, სოლომონი, გეურქა, არშაკ. მოიხსენიებიან მუხათში 1873 წელს“.

მოგვიანებით ეს გვარი რუსული გაფორმებითაც გვხვდება, კერძოდ, ალაგარდოვი.

1886 წელს, კოდაში მოიხსენიება სარქისა ალაგარდაშვილი.

საქართველოში 104 ალაგარდაშვილი ცხოვრობს: ბოლნისში – 62, დმანისში – 36, თბილისში – 2.

არეშიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არეში.

1858 წლის აღწერით, სოფელ ბორბალში ქაიხოსრო სოლოღაშვილის ყმად მოიხსენიება ქვრივი ნინო არეშიძე.

1873 წელს კი გვხვდება გიორგი არეშიძე.

არეში მდინარეა ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებში, მდინარე კაბალის მარჯვენა შენაკადი.

ამავე ძირისაა გვარები არეშიშვილი და აროშიძე.

საქართველოში 960 არეშიძე ცხოვრობს: თბილისში – 471, თერჯოლაში – 116, ქუთაისში – 111.

ალიასშვილი

გვხვდება ქართული სახელები: ალი, ალია, ამირა. სახელი ალისგან წარმოიშვა გვარი ალიასშვილი.

როგორც წყაროებში მოიხსენიება: „ზაალ ციციშვილ-ბადურიშვილის ყმა ქალაქ სამღერეთის ახალშენს მცხოვრები ბეჟუა ალიაშვილი “ (1721 წელი).

ამავე წელს მოხსენიებულია როსტომ და გუგუნა ნამანგლელევიშვილების ყმა შავერდა ალიაშვილი.

საქართველოში 299 ალიასშვილი ცხოვრობს: თბილისში – 84, ყვარელში – 50, სიღნაღში – 45.

ებსია-ეფსია

ძნელად ამოსახსნელი გვარია. დასრულებული სახით ებს-ია, მასში გარკვეული აზრია ჩადებული. ეტიმოლოგიის გარკვევა რთულდება მაშინვე, როგორც კი ფუძეს ებს-ეფს-ს სუფიქსს ჩამოვაცილებთ.

ცხადაია წერს, რომ ეფსია-ს ამოსავალია ლეფსაია, ნემსაძის მეგრული ვარიანტი. თავკიდური „ლ“ დასუსტებულა და დაკარგულა „ბ“ თქმაში.

ეფსიას საპასპორტო და ადგილობრივი ვარიანტებია ებსია, ეფსაია, ლეფსია.

წალენჯიხაში ცხოვრობს 26 კომლი. ებსიათა, რამდენიმე კომლი ცხოვრობს ზუგდიდში.

საქართველოში სულ ცხოვრობს 126 ეფსია: ზუგდიდში – 19, თბილისში – 12, სენაკში – 7.

ჩიასშვილი-ჩიაევი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩია. ჩია პატარა ტანის ადამიანს ჰქვია.

1783 წლის 24 ივნისს მეფე ერეკლე მეორის მიერ რუსეთის მთავრობისთვის წარდგენილი სიის მიხედვით, თავად ავალიშვილების აზნაურებად დასახელებული არიან: ლაპინასშვილი, ჩიასშვილი, სანთლიკუდაშვილი, ლომიძე, კეცხოველი, ედიშერასშვილი.

გვხვდება გვარი ჩიაევიც.

ვარაუდით, ჩიაევები ჩიასშვილები უნდა იყვნენ.

საქართველოში 38 ჩიაევი ცხოვრობს: გორში – 18, თბილისში – 20.

დარბიაშვილი

გვარი, სავარაუდოდ, მიღებულია ზმნიდან დარბის, ანუ სირბილით, ჩქარი ნაბიჯით დადის.

„დარბიაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენს 1713 წელს გაყრილობის წიგნში, მიცემული კათალიკოზ დომენტის მიერ ამილბარ და სხვა მაღალაძეებისადმი“.

„დარბიაშვილი ბერია, ბოგველი, ერგო ადამ მაღალაძის შვილებს მათი სახლიკაცების ყმების ნაცვლად“ (მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო).

საქართველოში 102 დარბიაშვილი ცხოვრობს: კასპში – 77, თბილისში – 20, ქუთაისში – 5.

აკოაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარის ახელი აკო. გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელები ამაკონი, აკოია.

აკო – იაკობის კნინობითი ფორმაა.

1733 წელს ასურეთის ხევს მოიხსენიება აკოასშვილი.

„მიკირტუმა აკოაშვილი, მისი მეუღლე, ხანუმა, შვილები ოჰანეზა, დავითა, ოჰანეზას მეუღლე მაია; პიტან გეორგი ბარათოვის გლეხები: აკოაშვილი, ძმა მიხეილი, მოიხსენიებიან სოფელ დიდენაგეთს, აღწერის სიებში“ (1823 წელი).

აკოაშვილები დღეს აკოევებად არიან ჩაწერილები.

საქართველოში 36 აკოაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 35, რუსთავში – 1.

არჩუაძე-არჩუისძე-არჩვაძე

გვარს ფუძედ უდევს ოთხფეხა ცხოველის – არჩვის სახელი.

„სვიმონ მეფემ სვეტიცხოველს განუახლა წიასწყალში ერისთავისგან ბოძებული არჩვაძეების შეწირულება“ (1559 წელი).

1574 წელს სვიმონ მეფე წერს: „მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესვლითა რა გვარადაც სვეტიცხოველს შემოსწირვია წიასწყალს არჩვაძეები ერისთავს რომ შემოუწირავს მითვე წესითა“.

„გიორგი მეფემ შესწირა ცაგერის ეკლესიას სერაპიონის ცაგერილობის დროს ლიჩს არჩუაძისეული მამული“ (1610 წელი).

გიორგი არჩვაძე, მამუკა არჩვაძე, მამულის წყალობის წიგნში 1616 წელს მოიხსენიებიან კათალიკოზ ზაქარიას მიერ, რომელიც მან უბოძა დავით და სხვა გედევანისშვილებს.

„სააკაძემ თავის განაყოფს, ზურაბ სააკაძეს, მის რუმდე მიჰყიდა საჯვარეს წინა ვენახი“ – აქაც გვხვდება გვარი არჩვაძე, რომლის სახელიც ზაალი იყო.

არჩვაძეები 1941 წელს სოფელ ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად სოფელ სხვავადან. ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავადან.

საქართველოში 2 338 არჩვაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 177, ჭიათურაში – 184, რუსთავში – 102; 957 არჩუაძე: გორში – 454, თბილისში – 225, საგარეჯოში – 102.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ


скачать dle 11.3