კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

უძრავი ქონება ამერიკაში ბანკებს გაკოტრებით ემუქრება


ამერიკის ეკონომიკას მორიგი კრიზისი ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის კონგრესის ზედამხედველობის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. მოხსენების ავტორთა აზრით, ყველა უბედურების საწყისი ამჟამადაც უძრავი ქონების ბაზარი გახდება. თუმცა, ახლა საფრთხეს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკას არა საცხოვრებელი უძრავი ქონება, არამედ კომერციული ფართები შეუქმნის. ამერიკის ხელისუფლება და ფინანსური ინსტიტუტები მზად უნდა იყვნენ ეროვნული ბანკების გაკოტრების ახალი ტალღის დაწყებისთვის და შეძლებისდაგვარად, დაეხმარონ მათ კრიზისის დაძლევაში. სავარაუდოდ, კომერციულ უძრავ ქონებაზე ფასების დაცემა საბანკო კრედიტების მორიგ დეფოლტს გამოიწვევს. წარსულში, კომერციული ფართების ფასის ზრდის გამო, ბანკები ბიზნესს წარმატებით აკრედიტებდნენ, მაგრამ ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისის დადგომამდე ხდებოდა. იპოთეკური კრედიტებისგან განსხვავებით, უძრავი ქონების შეძენისთვის კრედიტები მაქსიმუმ 10, მინიმუმ 3-5-წლიანი ვადით გაიცემა. როგორც წესი, კრედიტორი, ვალის დიდ ნაწილს ბოლო წლების განმავლობაში ფარავს. ამერიკის კონგრესის სპეციალური კომისიის გათვლებით, 2010 წლიდან 2014 წლამდე ამერიკაში კომერციული უძრავი ქონების შეძენისთვის აღებული 1,4 ტრილიონი დოლარის ოდენობის კრედიტების გადახდის ვადა იწურება. ამ კრედიტების ნახევარზე მეტის გადახდა სათუოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრედიტის ფასი აჭარბებს მის საბაზრო ღირებულებას, რაც კრედიტორს საშუალებას აძლევს უარი თქვას გადახდაზე და აღარ შეინარჩუნოს შენაძენი. ეს ტენდენცია ბანკებს მასობრივად დააზარალებს, – ასკვნიან ექსპერტები. ზარალის საერთო ოდენობამ შესაძლოა, 300 მილიარდი დოლარი შეადგინოს.


скачать dle 11.3