კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან არ ატარებს ექსპერიმენტს ჯიჯი რეჯინი და რატომ ვერ გაუძლებს მას ვერც ერთი ქალი


ჯიჯი რეჯინი: ჩემი მთავარი, ყოველდღიური პრობლემა არის ის, რომ ისტერიული პანიკა მაქვს სამსახურში ან რაიმე შეხვედრაზე წასვლისას, რაც ძირითადად „საცობებს“ უკავშირდება. საშინლად მაღიზიანებს ქალაქში მოუწესრიგებელი მოძრაობა. ამას თუ უწყლობა და უშუქობა დაემატა, მაშინ როგორი რეაქცია მექნება? – ბუნებრივია, მძაფრი (იცინის). სახლიდან გამოსვლას საკმაოდ დიდ დროს ვანდომებ. ყოველთვის მეგონა, რომ ჩაცმას მნიშვნელობას არ ვანიჭებდი და ვიცვამდი იმას, რაშიც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. ახლახან აღმოვაჩინე, რომ სწორედ ჩაცმაზე მეხარჯება ყველაზე დიდი დრო – თურმე, ვარჩევ, რას ჩავიცვამ. ვერაფრით ვერ გამოვალ სახლიდან მოუწესრიგებელი. ერთი-ორჯერ იყო ისეთი შემთხვევა, რომ არ მოდიოდა წყალი, მე კი აუცილებელ საქმეზე უნდა წავსულიყავი. ბუნებრივია, შემექმნა პრობლემა, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, არც მეგობრებთან გავქცეულვარ – წყალი არ მოდის ჩემთან და მიშველეთ-მეთქი. როცა მივხვდი, რომ წყალი კარგა ხანს არ მოვიდოდა, ჩავალაგე, რაც მჭირდებოდა და წავედი აბანოში, წინასწარ კი ნომერი შევუკვეთე. იქ რომ მივედი, ძალიან გაუკვირდათ, მარტო რომ ვიყავი (იცინის). ჯერ იფიქრეს, რომ ვიღაცას ველოდებოდი, მაგრამ, მარტო რომ შევედი ნომერში, გაოცებულები მიყურებდნენ. მე ვიბანავე, მოვწესრიგდი და გამოვედი. საერთოდ, ძალიან ზიზღიანი ადამიანი ვარ, მაგრამ იქ ცუდი პირობები ნამდვილად არ იყო. მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დავრჩი. ასე რომ, როცა არის პრობლემა, პანიკაში ჩავარდნას, გაცილებით ჯობია, მის მოგვარებაზე იფიქრო.

– გახსოვს ის პერიოდი, შუქი და წყალი სანატრელი რომ იყო თბილისში?

– მაშინ მე თბილისში არ ვიყავი, როცა ჩამოვედი, უკვე უკეთესობისკენ იყო სიტუაცია შეცვლილი, მაგრამ, გაჭირვება რა არის, ვიცი. რადგან, წელი და რამდენიმე თვე უშუქოდ და უწყლოდ ვიყავი სოხუმში, ომის დროს, ამიტომ ეს სიტუაცია ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. კომფორტიც ვიცი რა არის, თუმცა, შუქი და წყალი სულაც არ არის კომფორტი, ეს ელემენტარული აუცილებლობაა და, საშინელებაა, როცა სანატრელ ფუფუნებად გადაიქცევა.

– ადამიანებს ძალიან მალე ავიწყდებათ გამოვლილი საშინელება.

– დიახ, ასეა. მაგრამ, მე ყველას ვურჩევ, სანამ რამე წვრილმანი წინააღმდეგობის გამო „აფეთქდებიან“, გაიხსენონ დრო, როცა მართლა ყველა ძალიან ცუდად ვიყავით და მიხვდებიან, რა არის ნამდვილი გაჭირვება.

– შეგიძლია, სახლში საკუთარი ხელით რამე შეაკეთო?

– დიახ, რაღაც-რაღაცეები მეხერხება. მაგალითად, „ვმეგობრობ“ ჩაქუჩთან, ხერხთან, სახრახნისთან, მაგრამ ელექტროობის არაფერი გამეგება და არც ვცდილობ, რამე გავუგო. ისე მოხდა, რომ ყველა ელექტროხელსაწყო ფეთქდება ჩემს ხელში. ამიტომ, მირჩევნია, მისგან თავი შორს დავიჭირო. სამაგიეროდ, კარგად „ვუგებ“ აპარატურას: დავშლი, ვაწყობ და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ნაწილები მრჩება, მაინც მუშაობს (იცინის). რაც შეეხება ფოტოაპარატებს, მაქსიმალურად ვცდილობ, მათ ზედმეტად არ შევეხო და, თუკი პატარა გაუმართაობას შევამჩნევ, მაშინვე სპეციალისტთან გავაქანო. კიდევ, იმას ვცდილობ, რომ ფოტოაპარატთან დაკავშირებით ექსპერიმენტი არ ჩავატარო.

– მოწესრიგებული ადამიანი ხარ თუ შენი ნივთები ყველგან ყრია?

– ჩემი ყველა ნივთი თავმოყრილია იქ, სადაც მე ვარ (იცინის). რაც მჭირდება, სულ ჩემ თვალწინ და ხელმისაწვდომ მანძილზე უნდა იყოს. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, შენ ვერც ერთი ქალი ვერ გაგიძლებსო. ჩემს ახალგარემონტებულ სტუდიაშიც იგივე მდგომარეობაა და, ვინმემ რომ გაბედოს და ნივთებს ადგილი შეუცვალოს, მოვკლავ.

– რადგან ახალგარემონტებული სტუდია გაქვს, ესე იგი, „ელიავაზეც“ იქნებოდი.

– დიახ, ვიყავი, ოღონდ, ერთხელ. ლამაზ ჟალუზს ვეძებდი და ვიყიდე, სხვას ვერ დავავალებდი ჟალუზის ყიდვას, დანარჩენი კი ყველაფერი სპეციალისტებს მივანდე და იმათ იმუშავეს. დიზაინის შერჩევაშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ, ზედმეტად არაფერში ჩავრეულვარ. მე ყოველთვის ვცდილობ, ვაცალო საქმის გაკეთება იმას, ვინც ეს საქმე ჩემზე კარგად იცის. შეიძლება, რაღაც მოვიწონო ან დავიწუნო, მაგრამ შენიშვნებით და რჩევებით არ შევაწუხებ.

– საყიდლებზე სიარული გიყვარს?

– ძალიან. პროდუქტის შესაძენად ძირითადად ჰიპერმარკეტში დავდივარ. მე კერძების მომზადებაც ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივ პელმენს ვამზადებ, განსაკუთრებული, საიდუმლო რეცეპტით – სოუსებით და მთელი ამბით (იცინის). მეგობრები გიჟდებიან, ისე მოსწონთ. ვფიქრობ, საპელმენე ხომ არ გავხსნა. საერთოდ, ხორციანი კერძები გამომდის კარგად, სალათებზე დროს ვერ მოვაცდენ.

– იცი, რა არის „პახმელიის“ წამალი?

– ზოგადად, „პახმელია“ რა არის, ვიცი, მაგრამ ძალიან შორეულ წარსულში მაქვს გამოცდილი, რაღაც მსგავსი. ახლა არც იმდენს და არც ისეთ სასმელს არ ვსვამ, რომ მერე „პახმელიის“ წამალი მქონდეს საძებარი.

– კომუნალურ გადასახადებს იხდი?

– არა, არ ვიხდი. მიმაჩნია, რომ ეს არ არის კაცის საქმე. კაცის საქმეა, იმუშაოს და სახლში ფული მიიტანოს, რაც კომუნალური გადასახადებისთვისაც საჭიროა და კიდევ ბევრი სხვა რამისთვისაც. ქალმა უნდა გადაანაწილოს კაცის ნაშოვნი ფული ოჯახის საჭიროებისთვის და გადასახადებიც გადაიხადოს. მე ძალიან ცოტა დრო მაქვს – სულ ვმუშაობ, ვმუშაობ და, ზოგჯერ, როცა მეგობრებთან ვარ, ვაკეთებ პელმენს (იცინის) ან რაღაც ისეთს, რაც განტვირთვაში დამეხმარება. მაგალითად, გადავაკეთე ერთი უბრალო ნივთი და ძალიან ლამაზი სამშვენისი გამოვიდა. როცა იძულებით არ აკეთებ საქმეს, ის აუცილებლად კარგად გამოდის.


скачать dle 11.3