კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალს შეწირული კაპიტნობა და მილიონები


დიდი ხანია, ბრიტანეთს ასეთი სკანდალი არ ახსოვს. ინგლისური გრანდ-კლუბების ფეხბურთელებს ცოლებისთვის არაერთხელ უღალატიათ და მათზე ბევრიც დაწერილა, მაგრამ იმან, რაც ახლა მოხდა, მრავლისმნახველი ბრიტანელებიც კი შოკში ჩაყარა. არადა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო.

ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა, უეინ ბრიჯმა, განაცხადა, რომ თავის მეგობარ გოგონას, ფრანგ მოდელს ვანესა პერონსელს დაშორდა. არადა, წყვილი ქორწინებას აპირებდა და ბრიჯი ვანესას ეფიცებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჯვარს დავიწერთ და სამხრეთ აფრიკაში ჩემი კანონიერი მეუღლის რანგში წამოხვალო. ბრიჯმა დაშორების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა და დუმილს პერონსელიაანთ ქალიც ინარჩუნებდა, თუმცა ჟურნალისტებმა მათი მეგობრები „დაკითხეს“ და ნაღმიც ამოქმედდა:

თურმე, დაშორების მიზეზი ქალის ღალატი ყოფილა, მაგრამ, ღალატიც არის და ღალატიც – უეინმა საცოლე თავის საუკეთესო მეგობართან, ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანთან, ჯონ ტერისთან გამოიჭირა. რაღა თქმა უნდა, ჟურნალისტები მაშინვე ტერის მიცვივდნენ. თავიდან ჯონმა ყველაფერი უარყო, მაგრამ, ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ, როცა ტერის ცოლმა და ვანესას საუკეთესო მეგობარმა ტონი პოლიმ, ბარგი შეკრა, შვილებს ხელი დაავლო და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, ლოგიკურად, აღიარების დღეც დადგა.

– ცოტა ხნის წინ ვანესამ და უეინმა იკამათეს და მე, როგორც ორივეს მეგობარმა, ჩავთვალე, რომ ისინი უნდა შემერიგებინა. ბრიჯი ამის წინააღმდეგი არ იყო, ვანესა კი ჯიუტობდა. ამიტომ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, მასთან მივდიოდი და ვარწმუნებდი, რომ უეინს უნდა შერიგებოდა. ახლაც მახსოვს, როგორ და რანაირად მოხდა: ბარში ცოტა მეტი დავლიე, ვანესასთან ავედი და ჩვენ საძინებელში აღმოვჩნდით. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო და მეტი არ განმეორებულა. ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა, ამ აღიარებით მინდა, ცოლს ბოდიში მოვუხადო და შერიგება ვთხოვო, რადგან ჩემთვის ოჯახი ყველაფერია, – განაცხადა ტერიმ.

ფეხბურთელის „დაცვა“ ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ქალმა გადაწყვიტა და ეს ძალიან ორიგინალური ხერხით გააკეთა: მან ჟურნალისტებს თავი მოუყარა და განუცხადა, ტერის ტყუილად აკრიტიკებთ, ვანესას ამბები მე მკითხეთო.

– როცა ქალბატონი პერონსელი საფრანგეთიდან ჩამოვიდა, ჩემს სასტუმროში გაჩერდა და აქ წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა. იგი ჩვეულებრივი მოდელი იყო და თავის რჩენა არ უჭირდა. ჩვენ დავახლოვდით და საღამოობით ხშირად ვჭორაობდით ხოლმე. ჰოდა, ის მუდმივად ამბობდა, ცოლად ფეხბურთელს უნდა გავყვე, რადგან ფუფუნებაში მსურს ცხოვრებაო. პირველი ფეხბურთელი, ვინც ვანესამ გამოიჭირა, „ჩელსის“ ისლანდიელი ფორვარდი, ეიდურ გუდიონსენი გახლდათ. როცა ეიდურმა ჩვენთან სიარულს მოუხშირა, ვანესა დავტუქსე, რადგან ფეხბურთელს ცოლი ჰყავდა, მან კი დამამშვიდა, გუდიონსენი ცოლს თითქმის დაშორებულია და მალე ვიქორწინებთო. რამდენიმე თვეში ეიდური გაიყიდა, სათამაშოდ ესპანეთში წავიდა და ცოლს დღემდე არ დაშორებია. საერთო ჯამში, ვანესას მხოლოდ ჩემს სასტუმროში ურთიერთობა ექვს ფეხბურთელთან ჰქონდა და, რაღა მაინცდამაინც ტერი გახდა განტევების ვაცი?! ის აქ სულ ხუთჯერ თუ იქნება ნამყოფი, – სასტუმროს მეპატრონის ამ განცხადების შემდეგ, ტერის ცოლმა განქორწინებაზე შეიტანა საბუთები.

კაპიტანი ყველასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს და ტერის ნაბიჯი ეროვნული გუნდის წევრებმა არ მოიწონეს. ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ნაკრების ლიდერებმა ეროვნულის თავკაცს, ფაბიო კაპელოს დაურეკეს და უთხრეს, კაპიტანი, რომელიც საუკეთესო მეგობრის ცოლს ლოგინში შეათრევს, არ გვჭირდებაო. კაპელო იტალიიდან სასწრაფოდ ინგლისში გაემგზავრა, ტერის დაელაპარაკა და...

– რაც მოხდა, ფეხბურთელთა პირადი საქმეა, მაგრამ ნაკრებში გადაწყვეტილებას მე ვიღებ და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ტერი კაპიტნობას ფსიქოლოგიურად ვერ შეძლებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს „მანჩესტერის“ მცველი, რიო ფერდინანდი უკაპიტნებს, – ასეთია კაპელოს კომენტარი.

ჟურნალისტებმა კი მაინც არ მოისვენეს და იმის გარკვევა დაიწყეს, რომელ ექვს ფეხბურთელზე იყო საუბარი. ჰოდა, მორიგი და უფრო დიდი სკანდალიც ამის შემდეგ აგორდა, მაგრამ მალევე მიჩუმათდა. ერთ-ერთი გაზეთის რედაქციაში უცნობმა სურათი მიიტანა და ოცი ათას ფუნტად გაყიდა.

– ეს სურათი სამი წლის წინ ერთ-ერთ ბარში არის გადაღებული. იქ ფერდინანდი მოვიდა და გვარიანად გაერთო, გვერდს კი ერთი გოგონა უმშვენებდა. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ის გოგო, სანამ გაზეთებში ვანესას სურათი არ ვნახე. შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა, რომ სამი წლის წინ პერონსელი რიოს საყვარელი იყო, – ასეთია ფოტოს ავტორის განცხადება.

როგორი საქმეა? თურმე ვანესას ახალ კაპიტანთანაც ახლო ნაცნობობა აკავშირებდა, მაგრამ სკანდალი არ გამოვიდა, რადგან სამი წლის წინ იგი უეინ ბრიჯს საერთოდ არ იცნობდა და, შესაბამისად, ვერ უღალატებდა. საინტერესო კი ის არის, კიდევ რომელი ფეხბურთელები მოჰყვნენ ვანესას ბადეში.

რაც შეეხება ტერის, მას, ნაკრების კაპიტნის სამკლავურის დაკარგვის გარდა, სხვა სადარდებელიც აქვს: მისი კანონიერი ცოლი, ტონი პოლი, რომელთან ქორწილიც ოთხი წლის წინ მილიონი ფუნტი დაჯდა, განქორწინებაზე უარის თქმას არ აპირებს და ქონებიდან მსუყე ნაჭერს, უფრო ზუსტად კი – ათ მილიონ გირვანქას ითხოვს. ყველანაირი გათვლით, თუ განქორწინება შედგება, ტერის ამ ათი მილიონის გადახდა მოუწევს და, ამას გარდა, ცოლსა და შვილებს ყოველთვიური ალიმენტიც უნდა უხადოს.

ისე, თითქმის ანალოგიური რამ რამდენიმე წლის წინ იტალიაშიც მოხდა: იტალიის ნაკრების ფორვარდი, კრისტიან ვიერი დასასვენებლად კარიბის კუნძულებზე მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა, როცა მასთან ასევე იტალიის ნაკრების ფეხბურთელი, ფილიპო ინძაგი ჩავიდა. მესამე დღეს ვიერის სატრანსფერო საქმეებთან დაკავშირებით რომში წასვლა მოუხდა და ქალი და ინძაგი იახტაზე დატოვა. სამი დღის შემდეგ იახტაზე დაბრუნებულმა კრისტიანმა მეგობარი ქალი და მეგობარი კაცი ერთ ლოგინში აღმოაჩინა, მაგრამ არ გაბრაზებულა და რომანი სხვასთან გააბა. ის ქალი მერე ინძაგისაც მოსწყინდა და... დღეს ეს ქალბატონი, ალიონა სერედოვა, იტალიის ნაკრების მეკარის, ვიერისა და ინძაგის მეგობრის – ჯანლუიჯი ბუფონის კანონიერი ცოლია.


скачать dle 11.3