კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გამოვიყენოთ შაქრის შემცვლელი აბები


ზოგი ადამიანი იძულებულია, დიეტა ხანგრძლივი დროით დაიცვას, არ ჭამოს ტკბილეული, ცომეული, სითხეები შაქრის გარეშე მიიღოს. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არსებობს საკვები დანამატები, კერძოდ დამატკბობლები. ეს ის ნივთიერებებია, რომლებსაც სიტკბო აქვს, მაგრამ შაქარს, კერძოდ, ფრუქტოზას, ლაქტოზას, საქაროზას არ შეიცავს. შაქრისგან ისინი ქიმიური ფორმულით განსხვავდებიან. მათ შორის გამოარჩევენ უშუალოდ შაქრის შემცვლელებს, ანუ შაქარსპირტებს, მაგალითად, ქსილიტს, სორბიტს, მანიტს. სიტკბოთი ისინი არ ჩამოუვარდებიან შაქარს და ინტენსიურ დამატკბობლებს, მაგალითად, ასპარტამს, სახარინს, სუკრალოზას და ასე შემდეგ. ისინი შაქარზე ასჯერ ტკბილია. კერძოდ კი, ამ დამატკბობლების ერთი აბი ერთ ჩაის კოვზ შაქარს შეგიცვლით.

დამატკბობლების მთავარი უპირატესობაა, რომ ისინი არ შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ასეთი ნახშირწყლები ორგანიზმში მოხვედრისას იშლება და ენერგიას გამოყოფს, ანუ გამოდის, რომ ჩაიში ორ სუფრის კოვზ შაქარს ყრით და 40 კილოკალორიას იღებთ. ინტენსიური დამატკბობლები კალორიებს საერთოდ არ შეიცავს, შაქრის შემცვლელები კი 2,4 კილოკალორიას გამოყოფს, თუმცა მათი დაშლა ორგანიზმში უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე შაქრის. მათი ამ თვისების გამო შესაძლებელი გახდა, უფრო დაბალკალორიული ნაწარმის შექმნა. სასმელებში კი, რომელთა ეტიკეტზეც წერია „ლაითი“, შაქრის ნაცვლად მათში ნაწილობრივ დამატკბობლებია გამოყენებული. იმ პროდუქტებში კი, რომლებზეც აღნიშნულია ნული კალორია, შაქარი მთლიანად დამატკბობლებით არის შეცვლილი.

უპირველესად, დამატკბობლები იმ ადამიანებს სჭირდებათ, ვინც ჭარბ წონას ვერ უმკლავდება და ებრძვის. თუ შაქრის ნაცვლად დამატკბობლებს გამოიყენებთ, შეგიძლიათ, სხვა საკვები თამამად მიიღოთ და არც ჯანმრთელობას ავნოთ ასე და არც წონაში მოიმატოთ.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ეს ძალიან მოსახერხებელია.

დამატკბობლები აბების ან ხსნარის სახით იყიდება. მათი ჩაყრა შეიძლება ნებისმიერ კერძში ან სასმელში, თუმცა, ზომიერების დაცვა აქაც გმართებთ. მართალია, ისინი ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ზოგიერთი შაქარსპირტის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება ფაღარათი გამოიწვიოს.


скачать dle 11.3