კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე უცნაური კოლექცია დიზაინერისგან, რომელიც გორბაჩოვისთვის კერავდა ტანსაცმელს


2010 წლის 11 თებერვალს ალექსანდრ მაკქუინი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ყველაზე კრეატიული, უცნაური, პრაგმატული და თან, საოცარი ფანტაზიის მქონე მაკქუინის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო – ვერავინ იჯერებდა, რომ მან თავი მოიკლა. ცოტა ხნის წინ დიზაინერს დედა გარდაეცვალა და, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, პესიმისტი მაკქუინისთვის ეს საშინელი განსაცდელი აღმოჩნდა.

ტიმ ბლენქი: როდესაც მაკქუინს ვუყურებდი, ისეთი ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე იყო, ვფიქრობდი, ჩვენ ღრმა სიბერემდე ვიმეგობრებდით. საოცრად შრომისმოყვარე, დაუღალავი ალექსანდრი ყოველთვის ცდილობდა თავი ექსტრემალურ სიტუაციებში ჩაეყენებინა. ის იყო მოდის გენიოსი და ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ის ძველი რომანტიკოსი და დიდი პესიმისტიც იყო. მან მოდას ყველაზე შთამბეჭდავი, შოკის მომგვრელი ნახატები აჩუქა, რომლებიც იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს დედამიწაზე მოდა. ის, ალბათ, სიმშვიდეს ეძებდა, სიმშვიდეს დედის გვერდით, რომელიც მას ყველაზე მეტად ედგა გვერდში.

ამ სულისშემძვრელმა ფაქტმა ყველანი შოკში ჩაგვყარა, ის სამუდამოდ იცოცხლებს, რადგან მაკქუინი მათ შორის იყო, ვისი ძალა და გავლენა არასოდეს კვდება.

1969 წელს დაბადებულმა ბრიტანელმა დიზაინერმა მალე დაატყო საკუთარი ხელი მოდას. სანამ საკუთარ ბრენდს ჩამოაყალიბებდა, სადაც ორი ბრენდი – „ალექსანდრ მაკქუინი“ და „M&Q“ გააერთიანა, ხუთი წლის განმავლობაში „ჟივანშისთვის“ მუშაობდა. დრამატიზმითა და თეატრალური ელემენტებით ცნობილი მაკქუინი მუშაობდა ისეთი სელებრითებისთვის, როგორებიც არიან: რიანა, ბიორკი, ლედი გაგა, რომლებიც თავის მხრივ, ყველაზე გემოვნებიან, მაგრამ ექსცენტრიკულ ჩამცმელებად ჰყავს მსოფლიოს აღიარებული. თუმცა, ძალიან უცნაურია ისიც, რომ მაკქუინის კლასიკურ მამაკაცურ ჩაცმულობას სულ სხვა სტილის მიმდევრებს შორისაც ჰყავდა საინტერესო თაყვანისმცემლები, მაგალითად, როგორებიც არიან მიხეილ გორბაჩოვი და პრინცი ჩარლზი.

მაკქუინი გეი იყო, ასე რომ, ცნობები იმის შესახებ, თითქოს დედის სიკვდილთან ერთად, მან ძალიან მტკივნეულად გადაიტანა „გერლფრენდის“ სიკვდილი, აბსოლუტური სიცრუეა.

ალექსანდრ მაკქუინი: 6 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ ჰომოსექსუალი ვიყავი. ამის შესახებ მშობლებს 18 წლის ასაკში ვუთხარი, როდესაც „როკ პერიოდი“ ბრიტანეთში გავლილი იყო. მათ ეს ჩვეულებრივად მიიღეს. მე ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს სექსუალურობას და დასამალი არასდროს არაფერი მქონდა. დედის საშოდან პირდაპირ „გეი-პარადზე“ წავედი.

ის არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა თავის პარტნიორთან. თუმცა, იყო მის ცხოვრებაში ქალებთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებიც, მაგალითად, იზაბელა ბლოუს თვითმკვლელობა...

მაკქუინი საოცრად იყო გატაცებული დაივინგით – ის აღმერთებდა ყველაფერს, რაც წყლის ქვეშ არსებობდა და ეს გატაცება არაერთხელ გამოუყენებია ინსპირაციისთვის. 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, „პლატო ატლანტისი“, მთლიანად წყალქვეშა სამყაროს მიეძღვნა. მალდივის კუნძულების ქვეშ ნანახი საოცრება მან პოდიუმზე გადმოიტანა და ასი პროცენტით შეძლო, სამოსით ეჩვენებინა თევზები, რვაფეხები, ქალთევზები და სხვა. თუმცა, ეს ჩვენება, რომელსაც აკომპანემენტს ლედი გაგა უწევდა, მაკქუინის სიკვდილის ფონზე მნიშვნელობას კარგავს.

მაკქუინი: „საშინელი კვირა მქონდა, თუმცა, ჩემი მეგობრები უდიდესი ადამიანები აღმოჩნდნენ და გვერდით დამიდგნენ, მაგრამ, ახლა ვიცი, როგორ ვიყოთ ერთად...“

11 თებერვალს ალექსანდრ მაკქუინი საკუთარ სახლში ჩამოხრჩობილი იპოვეს...


скачать dle 11.3