კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოფო ნიჟარაძისთვის “ევროვიზიის„ კონკურსზე გასატანად დაწერილი სიმღერებიდან ექვსი სიმღერა შეირჩა, რომლებსაც ქართველი და უცხოელი ავტორები ჰყავს


როგორც იცით წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს სახელით მშვენიერი სოფო ნიჟარაძე გამოვა. მისთვის უკვე დაწერეს სიმღერები როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა კომპოზიტორებმა. რამდენიმე ხნის წინ კი დასრულდა „ევროვიზიისთვის“ შესარჩევი სიმღერის კონკურსის მომდევნო ეტაპი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საპროდიუსერო ჯგუფმა ასი სიმღერიდან ექვსი შეარჩია. ექვსიდან სამ სიმღერას ქართველი ავტორი ჰყავს, სამს კი – უცხოელი. ერთ-ერთი სიმღერა – „არ დანებდე“, უცხოელ თანაავტორებთან ერთად, დაწერა ნიუ-იორკში მცხოვრებმა, ჩვენი მკითხველისთვის კარგად ცნობილმა, მომღერალმა, კომპოზიტორმა, ჟურნალისტმა, საოცრად ნიჭიერმა და ძალიან კარგმა ადამიანმა, თინათინ ჯაფარიძემ. თინათინს სულ ახლახან ნიუ-იორკის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კლუბში ჰქონდა სოლო კონცერტი, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. ამჟამად თინათინი ბროდვეის სპექტაკლზე მუშაობს. ის ასევე ამთავრებს ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელიც მისი და ცნობილი მუსიკოსის, დეივ გრუზინის გასაოცარი ურთიერთობის ისტორიას და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხს ეხება. თინათინის დაწერილმა სიმღერამ შარშან „ევროვიზიაზე“ ისლანდიელ იოჰანას მეორე ადგილი მოუტანა. ექვსეულში ასევე მოხვდა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ბესიკ შპეტიშვილისა და ნიჭიერი კომპოზიტორის მიშა მდინარაძის სიმღერები. დანარჩენი სამი სიმღერა კი ცნობილ უცხოელ კომპოზიტორებს ეკუთვნის. მათ შორის საუკეთესოს მაყურებელი და კომპეტენტური ჟიური 27 თებერვალს გამართულ კონკურსზე აირჩევს. იმედი მაქვს, რომ ნიჭიერი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო სიმღერით ღირსეულად წარდგება „ევროვიზიაზე“.


скачать dle 11.3