კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ამბობდა სიმღერაზე უარს „ნიჭიერის“ ფავორიტი მარიამ კახელიშვილი და როგორ აპირებს ის „ევროვიზიის“ კონკურსში გამარჯვებას


პროექტ „ნიჭიერის“ აღმოჩენა – 14 წლის მარიამ კახელიშვილი, წყნეთში მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. როგორც მარიამისგან შევიტყვეთ, ოჯახის ყველა წევრი მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული და ერთად, იშვიათად, მაგრამ შეხმატკბილებული მღერიან. ნიჭიერი გოგონა 3 წლის ასაკიდან მღერის. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ მუსიკალურ კონკურსში სცადა ბედი, ბოლომდე არ გაუმართლა და ვერც ერთში ვერ გაიმარჯვა. „ნიჭიერში“ მისმა გამოჩენამ კი ყველას ყურადღება მიიპყრო და ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა. იმედია, ამჯერად გაუმართლებს და პატარა მომღერლის ნიჭი აუცილებლად დაფასდება. მარიამის ოცნება „ევროვიზიის“ კონკურსის მოგებაა. მისი სურვილია, ოცნება რეალობად აქციოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის მართლაც ძალიან ნიჭიერი მომღერალია.


მარიამ კახელიშვილი: სანამ „ნიჭიერში“ მივიდოდი, სხვადასხვა კონკურსებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ არ მიმართლებდა.

– ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები გაქვს. როგორ ფიქრობ, რატომ არ გიმართლებდა?

– არ ვიცი.

– რომელ კონკურსებში სცადე ბედი?

– ეს იყო „გაზაფხულის ზარები,“ პირველ „ჯეოსტარში“ კონკურს გარეთ მივიღე მონაწილეობა და ჟიურის სიმპათიაც დავიმსახურე. იყო ფესტივალი „ჩემი ლამაზი ქვეყანა,“ შემდეგ გოგი დოლიძის ფესტივალზეც ვმონაწილეობდი, ასევე – ეგვიპტის საერთაშორისო ფესტივალზე. 2008 წელს „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ ტურში მივიღე მონაწილეობა. მართალია „ევროვიზიაზე“ ვერ წავედი, მაგრამ სიმღერა წარმატებული იყო და მოწონებაც დაიმსახურა. „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ ტურში ბედი 2009 წელსაც მოვსინჯე, სადაც ჯენიფერ ჰაცონის სიმღერა ვიმღერე. სამწუხაროდ, ჟიურის თავჯდომარემ და პროექტის ხელმძღვანელმა – თამარ სხვიტარიძემ სიმღერა არც დამამთავრებინა, ისე შემაწყვეტინა და მითხრა, რომ არც ასეთი სიმღერები მომწონს, არც შენი ნამღერი და სცენაზე ვერ დაგაყენებო.

– გული არ დაგწყდა?

– კი, მაგრამ რა უნდა მექნა. „ევროვიზიის“ ქასთინგიდან გულნატკენი წამოვედი. ძალიან განვიცადე. 4 თვის განმავლობაში დეპრესიაში ვიყავი, ვერავინ მაწყნარებდა. სიმღერა საერთოდ აღარ მინდოდა. სოფო, ჩემი ვოკალის მასწავლებელი, ყოველდღე ამოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ სიმღერა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. სწორედ სოფოს დამსახურებაა, გული ბოლომდე რომ არ ავიცრუე და სიმღერა გავაგრძელე.

– როგორც ვიცი, „ბზიკების“ სტუდიის მოსწავლე ხარ. იქ როგორ მოხვდი?

– კი, უკვე ორი წელია „ბზიკებში“ ვარ და ეს სტუდია ძალიან მომწონს. „ბზიკებში“ გიგა კუხიანიძემ წამომიყვანა, რომელმაც „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ ტურში მომისმინა. მას მერე აქ ვარ.

– რაც შეეხება პროექტს – „ნიჭიერი,“ რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება?

– „ნიჭიერში“ მონაწილეობა იმიტომ მივიღე, რომ მინდოდა ჩემი ნიჭი გამომევლინა და ხალხისთვის მეჩვენებინა.

– ეს იმის გამო ხომ არ გააკეთე, „ევროვიზიის“ ტურში შეწყვეტილი სიმღერის შემდეგ, მათთვის დაგემტკიცებინა, რომ შენთან მიმართებაში შეცდნენ და მართლაც ძალიან ნიჭიერი ხარ.

– კი, ესეც მინდოდა.

– ხომ არ ნერვიულობდი სცენაზე გასვლის წინ?

– არა, საერთოდ არ მინერვიულია. ოპერის თეატრში დედასთან ერთად მივედი. დილის 10 საათიდან იქ ვიყავით, ჩაწერა 5 საათზე იყო დაგეგმილი. ცოტა დავიღალე, თან ძალიან ციოდა.

– სცენაზე თეთრ სამოსში გამოწყობილი გახვედი. სამოსი შენი შერჩეული იყო?

– დედასთან ერთად შევარჩიე. თეთრი ფერი მიხდება და ამიტომ გადავწყვიტე თეთრებში გამოვწყობილიყავი.

– მაყურებელმა ძალიან კარგად მიგიღო და შენი ნამღერით ყველა აღფრთოვანდა. ელოდი რომ მთელი დარბაზი ფეხზე დადგებოდა?

– საკუთარი თავის მჯეროდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ვიმღერებდი, მაგრამ ხალხის ასეთ რეაქციას, არ ველოდი.

– სიმღერა რომ დაიწყე ძალიან პატარა იყავი?

– სიმღერა 3 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი პირველი მასწავლებელი ჩიორა ჩიქოვანი იყო. 6 წლისამ პირველ კონკურსში მივიღე მონაწილეობა.

– შენი ოცნება რა არის?

– ჩემი ოცნებაა „ევროვიზიაზე“ წავიდე და გავიმარჯვო.

– ანუ, მონაწილეობას მესამედაც მიიღებ შიდა შესარჩევ ტურში?

– აუცილებლად.

– კიდევ რაზე ოცნებობ?

– ჩემი ოცნება და მიზანი მხოლოდ „ევროვიზიაა“, მეტი არაფერი. მინდა, გავიმარჯვო და ჩემი ქვეყანა ვასახელო.

– როგორც მითხრეს ძალიან ჯიუტი და მიზანდასახული ხარ. ნუთუ, რასაც იტყვი, ყოველთვის აკეთებ?

– ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ რასაც ვიტყვი, შევასრულო და ჩემი აზრი სხვამაც გაითვალისწინოს.

– შენი ოჯახის შესახებ რას მეტყვი?

– დედ-მამასთან, ბებიასთან და ძმასთან ერთად წყნეთში ვცხოვრობ.

– შენ გარდა თუ მღერის ვინმე ოჯახში?

– კი, ჩვენს ოჯახში ყველა მღერის.

– შენი ძმაც „ბზიკების“ სტუდიის მოსწავლე ხომ არ არის?

– არა, ის არ დადის სიმღერაზე.

– „ნიჭიერში“ გამოჩენამ ძალიან პოპულარული გაგხადა.

– ძალიან მიხარია, რომ ჩემი გამოსვლა ბევრს მოეწონა. ყველას დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ამისთვის. ერთხელ უცნობმა ადამიანმა შოკოლადებიც კი მაჩუქა მაღაზიაში. ინტერნეტში ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი მწერს კომენტარს. ზოგი კარგ კომენტარს მიწერს, ზოგი ცუდს, მაგრამ არ მწყინს, რადგან ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. სიმღერას, რომელიც „ნიჭიერში“ ვიმღერე, მანამდე ჩემი მეგობარი, მარი აკობია მღეროდა. ამიტომ, ბევრი ერთმანეთს გვადარებს, ზოგს ჩემი ნამღერი მოსწონს, ზოგს – მისი. ეს ყველაფერი კი ძალიან მტკენს გულს. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ მარი ჩემი მეგობარია. ერთად ვიზრდებით, ისიც ძალიან კარგად მღერის და შეიძლება, მომავალში დუეტიც კი ჩავწეროთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას ვუთხრა, რომ უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავონ.

– როგორც ვიცი, წყნეთში ცხოვრობ, სიმღერის გაკვეთილებზე კი თბილისში დადიხარ. არასდროს დაგზარებია „ბზიკებში“ მისვლა?

– არა. ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვდივარ. მით უმეტეს ახლა, როცა ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ და „ნიჭიერის“ მეორე ტურისთვის ვემზადები.

– იმედია, მეორე ტურშიც კარგად იმღერებ.

– „ნიჭიერის” მეორე ტურში უფრო რთულ სიმღერას ვიმღერებ. რაც უფრო რთულია სიმღერა, მით უფრო მომწონს მისი შესრულება.


скачать dle 11.3