კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტყედამწვრების ფანტაზიები


„სკამში წყალი ჩადგაო“

მიუხედავად მოარული ხმებისა, რომ ამ ჩვენს გარემოს დაცვისა და რესურსების მინისტრს წყალი შეუდგაო, ის არც შემოქმედებაში უჩივის იდეების დეფიციტს და არც სამსახურებრივ ფანტაზიებში. პირველის სულ ბოლო დასტურად ჩემი მოგვარე მინისტრის მიერ შექმნილი პოლიციის ჰიმნი გამოდგება (რომლის მუზაც მისთვის გამჭვირვალე შენობას გაუღვიძებია). რაც შეეხება სამსახურებრივ ინიციატივებს (გნებავთ, ფანტაზიებს): ცნობილია, რომ მას ხელიდან ბარს ვერ აგდებინებენ (ამიტომაც, დღენიადაგ ხეებს რგავს), რაც, თავისთავად, მოწმობს, რომ ეკოლოგიას მის, როგორც პირად, ისე ოფიციალურ ცხოვრებაში, საპატიო ადგილი უჭირავს. ჰოდა, რაკი უჭირავს, გასულ კვირას ბ-ნმა ხაჩიძემ ახალი ინიციატივა შემოგვაპარა: პოლიეთილენის პარკები, რომლებიც ეკოლოგიის მოსისხლე მტერია, ქაღალდის პარკებით ჩავანაცვლოთო. არა მხოლოდ შემოგვაპარა, ამ ინიციატივის გამაგრებას საკანონმდებლო დონეზეც გეგმავს (მარტივად რომ ვთქვათ, პოლიეთილენის პარკების წარმოების თვითღირებულება გაიზრდება, რაც მეწარმეებს ქაღალდის პარკების წარმოებისკენ უბიძგებს). ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში 10 კვადრატული კილომეტრი ტყე დაგვეწვა (მიუხედავად იმჟამინდელი მინისტრის, ბ-ნი ღვალაძის მტკიცებისა, რომ რუსეთს საერთაშორისო ეკოლოგისტები ამ ვანდალიზმისთვის პასუხს მკაცრად მოსთხოვდნენ, ჩვენ კი მატერიალურ კომპენსაციას მივიღებდით, არც ერთი მომხდარა, არც მეორე და დავრჩით ასე ტყედამწვრები), ბ-ნი ხაჩიძის ინიციატივა ორივე ხელით მისასალმებელია. ამის მიუხედავადაც, მინისტრმა მოსახლეობის გავარჯიშება მაინც გადაწყვიტა და ქაღალდის მრავალჯერადი პარკის გამოყენების უპირატესობა პირადად გაგვაცნო: ტელეკამერების წინ თეფშიდან ხილი ქაღალდის პარკში ჩაყარა, შემდეგ ისევ გადმოყარა, პარკი დაფერთხა, დაკეცა და შემდგომ გამოყენებამდე შეინახა. რაკი მინისტრი ფიქრობს, რომ მოსახლეობა ქაღალდის პარკის გამოყენების ასეთ რთულ ტექნოლოგიას მისი თვალსაჩინოებებით გამაგრებული განმარტების გარეშე ვერ აითვისებდა, სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ბუკლეტებსაც დაგვიბეჭდავს, ინსტრუქციით: „ავტობუსი, სანამ არ გაჩერდება, არ ჩამოხვიდეთ“, რომ, ერთ მშვენიერ დღესაც, ქაღალდის პარკებით ხელდამშვენებულებმა ბეჭი არ ამოვიგდოთ.


скачать dle 11.3