კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ისინიც“ ტირიან


როცა კარგავ ფულს, თანაც ძალიან დიდ ფულს, ძნელია, გაიღიმო და ითამაშო, თითქოს არაფერი მომხდარა. მოდით, ჩავიხედოთ იმათ ჯიბეში, ვისთვისაც რამდენიმე მილიონის დაკარგვა ტრაგედია არ არის.

მადონა მკაცრად აკონტროლებს თავის ფინანსებს, მაგრამ შეცდომებს ისიც უშვებს. შოუ-ბიზნესში მოღვაწეობის განმავლობაში მან 500 მილიონი დოლარი იშოვა. გაი რიჩისთან განქორწინებამ მადონა 75 მილიონი დოლარით აზარალა, მიზეზი საკმაოდ უცნაური – საქორწინო კონტრაქტის უქონლობა აღმოჩნდა. ინგლისელმა რეჟისორმა რიჩიმ ამით მხოლოდ მოიგო.

ნიკოლას კეიჯი ურჩი გადამხდელია. ის სულ თავს არიდებს საშემოსავლო გადასახადებს. შედეგად ექვსასი ათასი დოლარით დააჯარიმეს და სამწლიანი პატიმრობითაც დაემუქრნენ, თუკი გადასახადებისთვის თავის არიდებას ისევ შეეცდება. კეიჯი ამბობს, რომ გადასახადები კაცობრიობის ყველაზე დიდი, უკურნებელი ჭირია.

მელ გიბსონის დანაკარგმა 450 მილიონი შეადგინა. ბევრი ამდენ ფულს სიზმარშიც კი ვერასოდეს ნახავს. მსახიობმა „შარი“ თავად აიტეხა. ოცდაათწლიანი ოჯახი დაანგრია, შვიდი შვილი მიატოვა და ვიღაც ოქსანასთან გააბა რომანი. გიბსონის ყოფილმა ცოლმა რობინ მურმა კალიფორნიის სასამართლოს მიმართა და ქმარს მთელი შემოსავალი, ანუ 900 მილიონი დოლარი შუაზე გაუყო. ესეც ფასი ღალატისთვის.ბრიტნი სპირსის ქონება ცხრა მილიონით შემცირდა. ბრიტნიმ უკვე გაიარა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი, მაგრამ თავისი „გამოხტომები“ იაფი ნამდვილად არ დაუჯდა. ანუ, ეს ცხრა მილიონი მომღერალმა საკუთარ სიამოვნებაში, ბარებში, კლუბებში და ნარკოტიკებში გაფლანგა. ბრიტნის რეაბილიტაცია რამდენი დაჯდა, ამაზე მომღერალი დუმს და ამბობს, რომ ქარაფშუტობისგან განიკურნა.


скачать dle 11.3