კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარე იტანს სიმშრალეს და როგორ ავიცილოთ თავიდან პეპერომიას ლპობა


ბუნებაში არსებობს ისეთი მცენარეები, რომელთა გახარებაც ყველგან შეიძლება. ზოგიერთ მათგანს თურმე, გარე კულტურაში ადგილების გასალამაზებლად იყენებენ. თუ რომელი მცენარეები ირგვება ჩანჩქერების ქვეშ და როგორ უნდა გავახაროთ ასეთი მცენარე ბინაში, ამას საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერისგან, თენგიზ პაპავასგან შევიტყობთ.


– ბატონო თენგიზ, როგორი მცენარეა ბადანი და სად შეიძლება მისი გაზრდა?

– ეს მცენარე ქვის მტვრეველთა ოჯახს მიეკუთვნება. ცნობილია მისი ათამდე სახეობა, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბადანს აქვს მუქი ყავისფერი, სქელი ღერო, ნაკლებად გატოტვილი ფესვით, რომელიც თითქმის ნიადაგის ზემოთაა განლაგებული. გამოზამთრებული ფოთლები იხვევა და კომბოსტოს წააგავს. ეს მცენარე შეგიძლიათ გაახაროთ როგორც ბაღში, ასევე ოთახის პირობებშიც. ის იმდენად გამძლე მცენარეა, რომ ხშირად რგავენ ჩანჩქერებთან ახლოს, ხეების ქვეშ. მისი გახარება შეიძლება ისეთ ადგილებშიც, სადაც სხვა მცენარეები ვერ ხარობს.

– როდის და რამდენ ხანს ყვავილობს მცენარე?

– ბადანი ყვავის აპრილის ბოლოსა და მაისში, თუმცა ძალიან ცოტა ხანს გრძელდება მისი ყვავილობა, დაახლოებით, 10-12 დღე. ბადანს სხვადასხვა ფერის, ძალიან ლამაზი ყვავილი აქვს, მაგრამ მათ გარეშეც საკმაოდ ეფექტურია მცენარე მთელი წლის განმავლობაში.

– რას გვირჩევთ, როგორ ნიადაგში უნდა ჩავრგოთ ეს მცენარე?

– ნიადაგის მიმართ მცენარე ძალიან მომთხოვნი არ არის. ჩარგეთ კარგად დრენაჟირებულ თიხნარ ნიადაგში, რომელშიც შერეული იქნება გადამწვარი ნაკელი. ზაფხულობით მის მიწას მინერალური სასუქით განოყიერება სჭირდება.

– რამდენ ხანში ერთხელ გამოვუცვალოთ მცენარეს მიწა?

– ის შეიძლება იყოს და გაიზარდოს ათი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას გადაურგველად. იზრდება ჩრდილში და ნახევრად ჩრდილში. შეგიძლიათ, მცენარე ნათელ, მზიან ადგილასაც დადგათ ცოტა ხანს, რადგან იტანს სიმშრალესაც, მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში.

– ხშირად უნდა მორწყვა?

– გაზაფხულსა და ზაფხულში მორწყეთ მცენარე ზომიერად. წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ. რაც შეეხება ამ სეზონს, ძალიან იშვიათად მორწყეთ. დააკვირდით ნიადაგს, როდესაც შეამჩნევთ, რომ ძალიან მშრალია, მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით წყალი.

– როგორ გავამრავლოთ მცენარე?

– ბადანი მრავლდება თესლით და ფესვის კალმებით, რომელიც უნდა მოჭრათ გაზაფხულზე ან ზაფხულის ბოლოს. მცენარის გამრავლება შესაძლებელია, ასევე, ფესვის გადაწვენითაც, რომელიც უნდა ჩაფლათ მიწაში 30 სანტიმეტრის დაშორებით. რაც შეეხება თესლით გამრავლებას, მისი შეძენა ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ. თუ ჩარგვა არ გინდათ, მისი შენახვა შესაძლებელია 2 წლის განმავლობაში. თესლის ჩათესვა გაზაფხულზე ხდება. სანამ დაითესება 30 დღე სჭირდება სტრატიფიცირება. ასე გამრავლებული მცენარე ყვავილს გამოიღებს სამი წლის შემდეგ. ვეგეტაციური გამრავლებით დასრულებულ მცენარეს გაცილებით ადრე მიიღებთ. ჩარგავთ გახარებულ კალმებს ზემოაღწერილ ნიადაგში. გაითვალისწინეთ, რომ კალმების ჩარგვამდე ნიადაგში ჩასარგავ ნაწილს ნახშირი წაუსვით და ჩარგეთ 40 სანტიმეტრის დაშორებით. ამ დაშორებებს კალმები მალე შეავსებს. ახალგაზრდა მცენარე გაზაფხულზე აუცილებლად უნდა განოყიერდეს ნაკელის ნაზავით, ასე კალმები უფრო სწრაფად გაიზრდება. ეს მცენარე შეიძლება, ქოთანშიც ჩაირგოს, მხოლოდ ნახევრად ჩრდილში დადგით.

– როგორ მოვუაროთ ბინაში ბადანს ამ ზამთარს?

– მორწყეთ იშვიათად, ამყოფეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე და დადგით ნაკლებად მზიან ადგილას. მცენარეს ამ დროს დასვენების პერიოდი აქვს და დამატებითი ყურადღება არ სჭირდება.

– რით განსხვავდება პეპერომია სხვა მცენარეებისგან?

– ყველა სახეობის პეპერომია ერთი საერთო ნიშნით, ყვავილედის ფორმით განსხვავდება სხვა მცენარეებისგან. ეს ყვავილედი მცენარეს ორიგინალურ იერს აძლევს. თუ ერთ ქოთანში ჩარგავთ პეპერომიას სხვადასხვა სახეობებს, ძალიან ეფექტური იქნება ბინაში. მცენარე კომპაქტურია და ბინაში დიდ ადგილს არ დაიკავებს.

– როგორი სინათლე და ტემპერატურა მოსწონს?

– მოარიდეთ მცხუნვარე მზეს, მაგრამ გაბნეული შუქი არ მოაკლოთ. წელიწადის ყველა სეზონზე ნათელ ადგილას დადგით. თუ დიდი ადგილი გაქვთ სააბაზანოში, შეგიძლიათ იქ მოათავსოთ. ასეთ ადგილას პეპერომია თავს უკეთ იგრძნობს. ოთახის ტემპერატურა სჭირდება და სიცივეს ვერ იტანს: 18-24 გრადუსი სითბო ზამთარშიც უნდა შეინარჩუნოთ.

– რა ინტენსივობით მოვრწყათ მცენარე?

– პეპერომია ძალიან ადვილად ლპება, ამიტომ იშვიათად მორწყეთ. მცენარის გული მშრალი უნდა იყოს. დასველებული მცენარე იოლად დალპება, მით უმეტეს, თუ როზეტზე ძველი ფოთლები ან ყვავილები შერჩა. გამომწვარ თიხის ქოთანში მცენარე მეტხანს შეინარჩუნებს სიმშრალეს.

– როდის იყვავილებს მცენარე და როგორ მოვუაროთ ამ დროს მას?

– მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში ყვავილობს. ამისათვის მცენარე დადგით შესაფერის ადგილას, მორწყეთ ზომიერად და თვეში ერთხელ ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. გახსოვდეთ, რომ დამჭკნარი ყვავილი დროულად მოაშოროთ, მცენარის ლპობა რომ არ გამოიწვიოს.

– თუ ემტერება პეპერომიას მავნებელი და რით შეიძლება, რომ მოვაშოროთ?

– ამ მცენარეს ძალიან იშვიათად ჰყავს მავნებლები. თუ მაინც შეამჩნევთ რომელიმე პარაზიტს, აუცილებლად მიაკითხეთ ქიმიური ხსნარების მაღაზიას და შეიძინეთ კონკრეტული მავნებლის შესაწამლი საშუალება.


скачать dle 11.3