კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-6(476)

ტრასაზე მილიციის მანქანა იდგა. ავტოინსპექტორმა ჯოხი დაუქნია ჰამოს.

– მოემზადე, ლუდა! თუ ფულით ვერ მოვიშორებთ, მაშინ, ძალა უნდა გამოვიყენოთ, – სხაპასხუპით უთხრა ჰამომ ლუდას, სალონის გამყოფს ფარდა გაუსწორა და მიკროავტობუსი მილიციელებიდან ხუთიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა.

სამი ავტოინსპექტორიდან ერთ-ერთი მიკროავტობუსთან მივიდა, ჰამოს მხედრული სალამი მისცა და უთხრა:

– კაცურად, მანქანა გაგვიჩერდა – ბენზინი გამოგველია და, იქნებ, ორი-სამი ლიტრი მოგვცე, რომ ბენზინგასამართ სადგურამდე მივიდეთ.

– რაზეა ლაპარაკი! – გაუხარდა ჰამოს, – შლანგი და კანისტრა გაქვთ?

– გვაქვს.

– მივაყენებ და, რამდენიც გინდათ, იმდენი გადაისხით, ავზი სავსე გვაქვს, – უთხრა ჰამომ მილიციელს და მიკროავტობუსი მილიციის მანქანის გვერდით მიაყენა, ავტოინსპექტორებს ათი ლიტრი ბენზინი გადაუსხა და წავიდა.

– „ძაღლებმა“ რომ დაგვასტოპეს, ვიფიქრე, ისევ შარში გავებით-მეთქი, – თქვა ელბრუსმა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

– ნუ ღელავ, ჯიგარო, – თვალი ჩაუკრა ლუდამ, – ჭრილობა როგორ გაქვს?

– არც მახსოვს, – უთხრა ელბრუსმა, – გამიარა.

– ყოჩაღ შენ, რა მალე მორჩენილხარ! ხომ გეუბნებოდი, პირველ ჟიმაობამდე მოგირჩება-მეთქი!

ახალგაზრდა ქურდმა ლუდას არაფერი უპასუხა, ჰამომ კი მიკროავტობუსით მარჯვნივ შეუხვია, კიდევ ხუთიოდე წუთი იარა და კონსპირაციული ბინის სადარბაზოსთან გააჩერა. შემდეგ ლუდას უთხრა:

– შენ ეს ხალხი ბინაში მიიყვანე, მე კი მანქანას მოვაშორებ აქაურობას და მოვალ.

ქურდები სწრაფად გაუჩინარდნენ სადარბაზოში და ლუდამ ისინი მშვიდობიანად შეიყვანა კონსპირაციულ ბინაში. ჰამომ კი მოპარული მიკროავტობუსი ადგილიდან დაძრა და მდინარე მოსკოვის მარჯვენა სანაპიროსკენ აიღო გეზი, რომ მანქანა იქ დაეტოვებინა, თავად კი კონსპირაციულ ბინაში დაბრუნებულიყო. მთაწმინდელმა ათიოდე კილომეტრი გაიარა და კომუნარების ხიდისკენ გაემართა, რომ სიბნელიდან მოულოდნელად ორი მილიციელი გამოვიდა, რომლებიც ხიდის ქვეშ იდგნენ. ერთ-ერთ მათგანს ავტოინსპექტორის ჯოხი ეკავა, მეორეს კი ავტომატი ჰქონდა მომარჯვებული. ჯოხიანმა ჰამოს ანიშნა, გაჩერებულიყო, მაგრამ მთაწმინდელმა ინტუიციით იგრძნო, რომ გაჩერება არ შეიძლებოდა, გაზს ფეხი მიაჭირა და მილიციელებს დიდი სისწრაფით ჩაუქროლა, მაგრამ, ავტომატიანმა ტყვიების ჯერი მიაყოლა მიკროავტობუსს და უკანა ბორბლები დაუზიანა. მანქანამ კიდევ ოციოდე მეტრი გაიარა, შემდეგ დაბზრიალდა, მოცურდა, კუდით სანაპიროს მოაჯირს დაეჯახა, გაანგრია და წყალში ჩავარდა. თუმცა, მანამდე ჰამო კაბინიდან გამოფრინდა და მიკროავტობუსზე ადრე მოადინა წყალში ტყაპანი.

მილიციელები თვალებგაფართოებულები უყურებდნენ ამ სურათის. ჯოხიანმა ავტომატიანს უთხრა:

– ნაღდად ის გატაცებული მიკროავტობუსი იყო, რომლითაც ქურდები გააპარეს!

– ნამდვილად ასეა, – დაუდასტურა ავტომატიანმა, – მაგრამ, აშკარად ჩანდა, რომ სალონში არავინ იჯდა მძღოლის გარდა, ისიც დაიბრიდა?

– დაიბრიდა კი არა, აი, ისიც ამოყვინთა და მეორე ნაპირისკენ მიცურავს, – თითი გაიშვირა ჯოხიანმა წყლისკენ.

ავტომატიანმა იარაღი ჰამოს მიაშვირა და ჩაილაპარაკა:

– ახლავე გავუშვებ ფსკერზე.

– მოიცა, მოიცა, რას შვრები, სად წავა? ჩვენებს გადავცეთ რაციით და დახვდებიან. თან, ჩვენც მივყვეთ და, შეიძლება, პირველებმა შევიპყროთ. მაშინ ჯილდო არ აგვცდება.

– ცურვა რომ არ ვიცი?

– რა ცურვა, ხიდით გადავიდეთ, – უთხრა ჯოხიანმა, მეწყვილესთან ერთად მანქანაში ჩაჯდა, ადგილიდან დაძრა და თან რაციით გადასცა: „ყველას, ყველას! „სნეჟინკა“ ვარ! ყველა საპატრულო ეკიპაჟი მარცხენა სანაპიროსთან მოვიდეს! სავარაუდოდ, ციხიდან გაქცეული ქურდების მიკროავტობუსის მძღოლი აღმოვაჩინეთ. ის კომუნარების ხიდთან მიცურავს მარცხენა სანაპიროსკენ. ჩვენც მას მივდევთ! – კავშირის დასასრული“!

მილიციის მანქანამ კომუნარების ხიდი გაიარა, მარჯვნივ ჩაუხვია და ავტოინსპექტორები მოაჯირს მიაწყდნენ, რომ ჰამოს წინ დახვედროდნენ და შეეპყროთ, მაგრამ, ჰამო, რომელიც მიხვდა, რომ მისი დაპატიმრებით შეიძლება, ყველაფერი ჩაშლილიყო, უკიდურეს ნაბიჯზე წავიდა: მან ჯერ კიდევ შუა მდინარიდან შეამჩნია, რომ მარცხენა ნაპირის კედელზე საკანალიზაციო გვირაბი იყო გამოჭრილი. ამიტომ, ჯერ იმ გვირაბთან მიცურდა, რომელიც ზემოდან არ ჩანდა და წყლიდან რომ ამოვიდა, მილიციელების მოსატყუებლად ხელები ასწია და ასძახა:

– არ მესროლოთ, გნებდებით!

– რამე არ მიჰქარო, ახლავე თოკს ჩამოვუშვებთ და მშვიდად ამოჰყევი! – ჩასძახა მთაწმინდელს ჯოხიანმა და ბუქსირის ტროსი ჩაუშვა.

ჰამომ ტროსს ხელები ჩაავლო და ფრთხილად აუყვა, მაგრამ, როდესაც საკანალიზაციო გვირაბს გაუსწორდა, შიგნით შეხტა და უკუნეთში გაუჩინარდა...

საკანალიზაციო გვირაბში საშინელი სიმყრალის სუნი იყო და, ზაფხულის მიუხედავად, ძალიან ციოდა. თანაც, გვირაბში უკუნეთი სიბნელე იდგა და ჰამომ არ იცოდა, სად მიდიოდა. თუმცა, ეს იყო გადარჩენის ერთადერთი შანსი და მთაწმინდელის ბედი მხოლოდ განგებაზე იყო დამოკიდებული. ჰამოს თან ჰქონდა მილიციელებისთვის წართმეული პისტოლეტი და „ზიპოს“ ფირმის ოქროს სანთებელა, რომელიც მას პეტიკომ აჩუქა. მან ჯერ პისტოლეტი ამოიღო სიბნელეში, ჩვეული მოძრაობით გადატენა და ქამარში გაირჭო. შემდეგ სველ ჯიბეში მოაფათურა ხელი და ოქროს „ზიპო“ ამოიღო, მაისურით გაამშრალა, გახსნა და, მიუხედავად იმისა, რომ სისველის გამო, მისი ანთების იმედი არ ჰქონდა, ქვას თითი ჩამოჰკრა... „ზიპო“ აინთო, გვირაბი გაანათა და ჰამომ გრძელი დერეფანი დაინახა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. მან „ზიპო“ ჩააქრო და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა გვირაბს. თუმცა, დროდადრო ანთებდა სანთებელას, რომ გზისთვის შეეხედა. მთაწმინდელმა კარგად იცოდა, რომ ზემოთ, ქალაქში, მთელი მოსკოვის მილიცია ფეხზე იყო დამდგარი და გამალებით ეძებდნენ მას. არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ მოსკოველი ძალოვნები ყველა საკანალიზაციო ლუკის ბლოკირებას მოახდენდნენ და გაქცევის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ და ჩიხიდან გამოსავალს ეძებდა. მას მარჯვენა ხელში გადატენილი პისტოლეტი ეჭირა და შეტაკებისთვის ყოველ წამს იყო მზად, მარცხენაში კი – „ზიპო“ და მისი მეშვეობით გზას ინათებდა.

დაახლოებით ნახევარი საათი იყო გასული, რაც ჰამო მიწისქვეშა მოსკოვში გადაადგილდებოდა და გასაქცევს ეძებდა, როდესაც ერთ-ერთ მოსახვევში ფარნის შუქს მოჰკრა თვალი.

„ძაღლებიც“! – გაიფიქრა მთაწმინდელმა და პისტოლეტი საბრძოლველად შემართა, – მაგრამ ამ ნაბოზრებს ცოცხალი არ ჩავბარდები“! – თქვა ჩურჩულით, პისტოლეტმომარჯვებული გაირინდა და მოვლენების განვითარებას ელოდა. ფარნის შუქი უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ჰამოს ხმებიც მოესმა, და უცებ მთაწმინდელმა 14-15 წლის ორი მოზარდი დაინახა. ერთ-ერთი მათგანი, შედარებით მაღალი – გოგონა იყო, მეორე კი – ბიჭი. ფანარი ბიჭს ეკავა და ისე თავდაჯერებულად მიაბიჯებდა, ეტყობოდა, რომ მიწისქვეშა მოსკოვის ლაბირინთებს კარგად იცნობდა. მოზარდებმა კედელზე აკრულ ჰამოს ჩაუარეს და, როცა მთაწმინდელი დარწმუნდა, რომ ისინი მარტონი იყვნენ, საფარიდან გამოვიდა და ბავშვებს მიაძახა:

– მოიცადეთ!

ბავშვები მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდნენ, მაგრამ ბიჭმა ფანარი ჩააქრო და ადგილიდან მოწყდა, თან დასჭყივლა: „მოვხიეთ, ალიონა!“ მაგრამ ჰამომ გოგონას მკლავში ჩაავლო ხელი და ბიჭს დაუძახა:

– შენი მეგობარი მე მყავს. ნუთუ გაიქცევი და გოგოს განსაცდელში მიატოვებ?

ბიჭს ხმა არ ამოუღია. არც ნაბიჯების ხმა ისმოდა და, ჰამო მიხვდა, რომ მოზარდი იქვე იყო მიყუჩებული. გოგონამ კი მთაწმინდელს უთხრა:

– გამიშვი! – შემდეგ კბილებით ჩააფრინდა ჰამოს მარცხენა ხელში, მაგრამ გაქცევა ვერ მოახერხა და უთხრა, – არასრულწლოვანი ვარ და ჩემი ციხეში ჩასმის უფლება არ გაქვთ. გამიშვით და მოვილაპარაკოთ!

– არავითარი მოლაპარაკება, სანამ შენი რაინდი არ მოვა აქ! – უთხრა ჰამომ გოგონას.

– სერიოგა, მოლაპარაკებას გვთავაზობს! – დაუძახა გოგონამ მეგობარს, – მოდი, დავებაზროთ! თუ შევთანხმდით, ხომ კარგი, თუ არა და, ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ – ბავშვები ვართ და ციხეში ვერ ჩაგვსვამენ!

– მოდი, მოდი, აქ სერიოგა! – გაიმეორა ჰამომ და უეცრად ისეთი ძლიერი დარტყმა იგრძნო კეფაში, რომ გონება დაებინდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და იმდენი მოახერხა, რომ ბიჭიც დაითრია, რომელმაც მას უზარმაზარი ფანარი ჩაარტყა თავში.

ბავშვები ერთდროულად კბილებით ჩააფრინდნენ ჰამოს ხელებში, მაგრამ მთაწმინდელმა მათი შეტევა მოიგერია, მაგრად შეაჯანჯღარა ისინი და უღრიალა:

– გეყოფათ, ბავშვებო! „ძაღლი“ არ ვარ და მე თვითონ ვემალები მილიციას, დადექით და მომისმინეთ!

– კარგი ადგილი კი გინახავს დასამალავად, აქ რამ ჩამოგიყვანა? – უთხრა ჰამოს სერიოგამ.

– შემთხვევამ. „ძაღლები“ გამომეკიდნენ და აქ მოვხვდი.

– რა დააშავეთ? – დაინტერესდა ალიონა.

– მე მოძრაობის წესები დავარღვიე, თქვენ რას აკეთებთ აქ?

– არავის ეტყვით? – ჰკითხა ჰამოს ალიონამ.

– რა თქმა უნდა, არა!

– არ უთხრა, ალიონა, მოგვატყუებს! – თქვა სერიოგამ.

– არ მგონია, სერიოგა, – თქვა გოგონამ.

– მაშინ, პატიოსანი სიტყვა მოგვცეს, – არ ცხრებოდა ბიჭი.

– მართალია, – ჩაილაპარაკა გოგონამ და ჰამოს უთხრა: – პატიოსანი სიტყვა მოგვეცით, რომ არავისთან იტყვით!

– პატიოსან სიტყვას გაძლევთ! – პირობა დადო ჰამომ.

– კარგი, გეტყვით. ჩვენ აქ ჯართს ვაგროვებთ, – უთხრა ჰამოს ალიონამ.

– ჯართს?! – გაოცდა ჰამო, – რა ჯართს? ამ სავირთხეთში რა ჯართი უნდა იყოს.

– სავირთხეთი! – გამოაჯავრა სერიოგამ მთაწმინდელს, – სავირთხეთი კი არა, აქვე ნამდვილ საბადოს მივაგენი. იმდენი ჯართია, ას ვაგონს გაავსებს. მე და ალიონა კი იმდენ ფულს ვიშოვით, რომ რიოში წავალთ და იქ დავსახლდებით, მაგარ ბიზნესს ავაწყობთ, მილიონერები გავხდებით!

– წარმატებას გისურვებთ, მაგრამ ამ მიწისქვეშეთში ამდენი ჯართი საიდან მოხვდა?

– ჩვენ ზემოთ, რაღაც ქარხანაა და ჯართი იქ ყრია.

– ქარხანას როგორღა მიაგენით?

– ძრომიალით. ორი წელია, მიწისქვეშეთში დავძვრები და ყველა გასასვლელი ზეპირად ვიცი.

– ჯართის წაღებას რითი აპირებ?

– ნავით. იაუზაზე ჩემი ნავით დავცურავ და ჯართიც იმით გადაგვაქვს. ღამით იმიტომ მოვედით, რომ ვერავინ შეგვნიშნოს.

– დიდი ხანია, რაც ასე ჩალიჩობთ?

– თვეზე მეტია.

– აბა, ამ ხნის განმავლობაში ბლომად ჯართს გაზიდავდით.

– 900 დოლარის ჯართი ჩავაბარეთ, თუმცა, მინიმუმ ათჯერ მეტი ღირებულების იყო, მაგრამ, ბავშვები რომ ვართ, ის ნაბოზარი მეჯართე მეტს არ გვიხდის და გვეუბნება, თუ არ გაწყობთ, სხვაგან წაიღეთო. კი წავიდოდით სხვაგან, მაგრამ ის ნაბოზარი ჩაგვიშვებს და ბიზნესს დაგვაკარგვინებს. აქ კი იმდენი ჯართია, რომ კარგი შემოსავალი მოაქვს. ამიტომ გვაწყობს. თქვენ კი მილიციელი გვეგონეთ. ვიფიქრე, ალბათ, ქარხნის დაცვამ შენიშნა დანაკლისი და ხაფანგი დაგვიგო-მეთქი.

– საბედნიეროდ, მილიციელი არ ვარ. თქვენთან კი ერთი წინადადება მაქვს: მილიცია, ალბათ, უკვე მთელი მოსკოვის მიწისქვეშეთშია მოდებული და მეძებს. თუ აქედან უვნებლად გამიყვანთ, ათას ევროს მოგცემთ.

– ათას ევროს? – გაიმეორა სერიოგამ, – დიდი ფულია. ბაზარი არაა, ისე გაგიყვანთ აქედან, რომ მთელი ქვეყნის „ძაღლებიც“ კი ვერსად გიპოვნიან.

– მართლა?

– აბა, რა! – დაადასტურა ალიონამ, – გაგიყვანთ და არც ფულს გამოგართმევთ, ძებნილი თუ ხართ, თქვენ თვითონ დაგჭირდებათ. არა, სერიოგა?

– რა თქმა უნდა, – უხალისოდ თქვა ბიჭმა.

– დარდი ნუ გაქვთ, ბავშვებო, ფული საკმაოდ მაქვს. ასე რომ, ათასი ევრო არ გამაღარიბებს. თქვენს ობშჩიაკს კი რიოში გასამგზავრებელი ფული შეემატება. მშობლები თუ გყავთ?

– ჩემი მშობლები დიპლომატები არიან და საგარეოში მუშაობენ, – უთხრა ჰამოს სერიოგამ.

– ჩემები კი – ექიმები. მამა პოლიკლინიკის უფროსია, დედა – განყოფილების გამგე, – თქვა ალიონამ.

– ესე იგი, არც ჭამა-სმა გაკლიათ და არც სახლი?

– რა თქმა უნდა, არა.

– აბა, ჯართს რატომ აგროვებთ?

– ხომ გითხარით, რომ ეს ჩვენი ბიზნესია და ჩვენს ფულს ვაგროვებთ, – დინჯად თქვა სერიოგამ.

– თანაც, რომანტიკაა, თავგადასავლები... ბავშვი არ ყოფილხართ? – უთხრა ჰამოს ალიონამ.

– კარგი, კარგი, რომანტიკოსებო! მოდი, სასწრაფოდ გავიდეთ აქედან. საით?

– ქალაქიდან გინდათ გასვლა თუ მოსკოვში აპირებთ დამალვას? – ჰკითხა სერიოგამ ჰამოს.

– მოსკოვში.

– მაშინ, ჯობია, ქარხნიდან გავიდეთ. ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იმიტომ.

– მერე, დაცვა?

– დარდი ნუ გაქვთ. ისეთი გზებით გაგიყვანთ, ვერავინ შეგვნიშნავს, – უთხრა სერიოგამ ჰამოს და ალიონასთან ერთად მთაწმინდელი ჯერ ქარხანაში აიყვანა, მერე კი ქარხნის გარეთ. ქუჩაში რომ გავიდნენ, დილის 4 საათი შესრულდა.

– სად ვიმყოფებით? – ჰკითხა ჰამომ ბავშვებს.

– ძველ არბატზე, – თქვა სერიოგამ, – ჩვენც აქ ვცხოვრობთ. თქვენ საით?

ჰამომ საფულე ამოიღო და იქიდან ათასი ევრო ამოაცურა და სერიოგას მისცა:

– ეს თქვენ. მე კი ახლა ტაქსი მინდა.

– არ გირჩევთ, – თავი გააქნია ალიონამ, – ჯერ ერთი, ძალიან ცუდად გამოიყურებით და გეტყობათ, რომ წყალში ხართ ნამყოფი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერიოგას ფანრის კვალი გაქვთ კეფასა და ზურგზე და არც ტაქსისტი ჩაგისვამთ მანქანაში. რომც ჩაგისვათ, პირველივე პატრულთან გააჩერებს და ჩაგიშვებთ. მით უმეტეს, რომ მთელი არბატი ძაღლებითაა სავსე. აი, იქით გაიხედეთ!

ჰამო და ბავშვები ამაღლებულ ადგილზე იდგნენ, საიდანაც მთელი არბატი ხელისგულივით მოჩანდა და მთაწმინდელმა დაინახა, თუ როგორ დაჰქროდნენ აქეთ-იქით მილიციის საპატრულო მანქანები. გარდა ამისა, ჰამოს სისხლი ჰქონდა შემხმარი კეფასა და ზურგზე და პირველივე მილიციელი შეიტანდა მასში ეჭვს. მთაწმინდელი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ ბავშვებს მიაპყრო მზერა და უთხრა:

– თუ აქ ცხოვრობთ, იქნებ, როგორმე მობილურზე დამარეკვინოთ და სადმე, სხვენზე დამმალოთ, სანამ მომაკითხავენ.

– რა სხვენზე! ჩემები შტატებში არიან მივლინებაში და სახლში მარტო ვარ. ფროსია შუადღეზე მოვა. რა თქმა უნდა, მობილურზეც დაგარეკვინებთ, – უთხრა ჰამოს სერიოგამ.

– ფროსია ვინღაა? – დაინტერესდა ჰამო.

– ჩვენი შინამოსამსახურე. რას იტყვით, მოდიხართ?

– სხვა რა გზაა, წავიდეთ. შორია აქედან?

– სამასიოდე მეტრში, მაგრამ, ჩიხებით ვივლით და ვერავინ დაგვინახავს, – თქვა სერიოგამ და წინ გაუძღვა.

ბავშვებმა და ჰამომ ორი ეზო შეუმჩნევლად გაიარეს, შემდეგ ერთ პატარა ჩიხში შევიდნენ. სერიოგა და ალიონა სარდაფში გაუჩინარდნენ და ჰამოც მათ უნდა მიჰყოლოდა, მაგრამ, მოულოდნელად, მანქანის ფარებმა მოსჭრა თვალი და, სანამ გაქცევას მოასწრებდა, ავტომატის ლულა დაინახა, რომელიც მილიციელს ეკავა ხელში და უყვიროდა:

– ადგილზე დარჩი, თორემ გესვრი!

ჩიხში მდგარი მილიციის მანქანაში ორი მილიციელი იჯდა. მათ არც კი იცოდნენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლი გააჩერეს, ვის გამოც არა მარტო მოსკოვის მთელი მილიცია დააყენეს ფეხზე, არამედ უშიშროებაც, რადგან ქურდების გაქცევის ამბავი პირადად მოახსენეს „მანგუსტს“ და მანაც მათი დაუყოვნებლივ შეპყრობის ბრძანება გასცა.

– ვოვა, გადადი და ნახე ერთი, რა ხილია, – უთხრა ავტომატიანმა თავის მეწყვილეს. ვოვა მანქანიდან გადავიდა და ჰამოს კაპოტზე დაადებინა ხელები და ჩხრეკა დაუწყო, მაგრამ ჰამომ ის ოსტატური მოძრაობით დააბზრიალა ჰაერში და ისეთი უცნაური ილეთი ჩაუტარა, რომ ვოვა თავით გაერჭო მანქანაში, შუშა შეამტვრია და ავტომატმომარჯვებულს დაეჯახა.

ჰამომ ამით ისარგებლა და ავტომატიანს ჯერ გამოყოფილი იარაღი გამოჰგლიჯა ხელიდან, შემდეგ კონდახი ჩაარტყა შუბლში და გათიშა, ავტომატი კი შორს მოისროლა და იქით გაიხედა, სადაც სულ რაღაც სამიოდე წუთის წინ გაუჩინარდნენ ბავშვები.

– აქეთ მოდით, აქ ვართ! – ჩურჩულით გამოსძახა სერიოგამ ჰამოს და სამიოდე წამის მერე მთაწმინდელი არბატელ ბავშვებს შეუერთდა. მათ კიდევ სამი ეზო გაიარეს, ერთ-ერთი ფეშენებელური, ძველი სახლის სადარბაზოში შევიდნენ და მეოთხე სართულს მიაშურეს.

– აქ მე ვცხოვრობ, მოპირდაპირე ბინაში კი – ალიონა, – უთხრა სერიოგამ ჰამოს და კარი გააღო, თან გოგონას მიუბრუნდა, – შემოხვალ თუ დაიძინებ?

– შემოვალ, რა დროს ძილია! თანაც, ჩემები ამაღამ მორიგეები არიან, – თქვა ალიონამ, ბინაში შევიდა და კარი მიხურა.

რვაოთახიანი ბინა მდიდრულად იყო მოწყობილი. ოთახებში ძველებური, მოოქრული ავეჯი იდგა, ხუთმეტრიანი ჭერი კი ოსტატურად იყო მოხატული.

– აი, ტელეფონი, დარეკეთ, – უთხრა სერიოგამ ჰამოს და ანტიკვარული, თეთრი სადაფის ტელეფონზე მიუთითა.

ჰამომ ლუდას მობილურის ნომერი აკრიფა:

– ლუდაჩკა, მე ვარ!

– მადლობა ღმერთს! სად ხარ?

– მეგობრებთან.

– ვინ მეგობრებთან?

– ლუდაჩკა, „ჯიპით“ და ნორმალური ვარცხნილობით მოდი, მაგრამ, ნუ იჩქარებ, მშვიდად იარე, – უთხრა ჰამომ ლუდა მედვედევას, რითაც მიახვედრა, რომ მაკიაჟი უნდა მოეშორებინა, პარიკი მოეხსნა და „ეფესბეს“ წიგნაკიც წამოეღო.

– კარგი, მაგრამ, სად მოვიდე?

ჰამომ ლუდას სერიოგას კარნახით მისამართი უთხრა და ტელეფონის ყურმილი დაკიდა. შემდეგ მასპინძელს მიუბრუნდა:

– შხაპის მიღება მინდა, და იქნებ, მამაშენის სპორტული შმოტკები მათხოვო. დღესვე დაგიბრუნებ.

– რაზეა ბაზარი. სპორტულებს კი არა, მაგარ შმოტკებს გაგიჩითავ. აბაზანა კი, აი, იქაა, იქვეა პირსახოციც და ხალათიც.

– არა, მხოლოდ სპორტულები მინდა, – უთხრა ჰამომ სერიოგას. შემდეგ პისტოლეტი, „ზიპო“ და საფულე მაგიდაზე დაალაგა და სააბაზანოში შევიდა, ნახევარი საათის მერე ხალათში გამოწყობილი დაბრუნდა და სავარძელში მოკალათდა.

ანტიკვარულმა კედლის საათმა ექვსჯერ დარეკა. დარაბებს მიღმა ინათა. სერიოგამ ჰამოს უთხრა:

– ეს რა მაგარი ჩხუბი გცოდნიათ, რა უცებ მიყარ-მოყარეთ „ძაღლები“!

– ჩემზე მაგარი მოჩხუბრებიც მინახავს.

– მე კი თქვენზე მაგარი მოჩხუბრები ნამდვილად არ მინახავს.

– არც მე, – თქვა ალიონამ და ჰამოს ჰკითხა: – ხომ ისაუზმებთ?

– დიდი სიამოვნებით!

– მაშინ, ახლავე მოვიტან ყველაფერს. მე იქ, სამზარეულოში რაღაც-რაღაცეები ვიჩალიჩე და გაგასინჯებთ.

ალიონა წავიდა და სამიოდე წუთში გორგოლაჭიანი მაგიდით დაბრუნდა, რომელზეც ნაირ-ნაირი მშრალი კერძი, შავი და თეთრი პურის ნაჭრები და სასმელები ელაგა.

ბავშვებმა და ჰამომ მადიანად ისაუზმეს. ჭამას რომ მორჩნენ, სერიოგამ ჰამოს ორი ყუთი დაუდგა და უთხრა:

– ერთში სიგარებია, მეორეში – სიგარეტები, რომელიც გაგისწორდებათ ის მოსწიეთ.

ჰამომ სიგარა აიღო, „ზიპოთი“ მოუკიდა და სიამოვნებით გააბოლა. სერიოგამ სანთებელა შეათვალიერა და მთაწმინდელს უთხრა:

– მაგარი რამეა, 30 გრამი ბაჯაღლო ოქროსგანაა გაკეთებული.

– შენ რა იცი? – ჰკითხა ჰამომ.

– ქაჯი ხომ არ გგონივართ, – იწყინა სერიოგამ, – „ზიპოს“ კატალოგში მაქვს ნანახი ეს სანთებელა.

– მოგწონს?

– საკაიფოა.

– ჰოდა, შენი იყოს, გჩუქნი.

– რას ამბობთ?! ძალიან ძვირი საჩუქარია და ვერ მივიღებ.

– საჩუქარზე უარს არ ამბობენ. ასე რომ, გამომართვი.

სერიოგამ „ზიპო“ გამოართვა ჰამოს და მადლობა გადაუხადა. შემდეგ მეორე ოთახში გავიდა, იქიდან კი მამაკაცის ახალთახალი ტანისამოსის კომპლექტით დაბრუნდა:

– ეს მამაჩემის შმოტკებია. ახალთახალია, ჯერ არ ჩაუცვამს, თქვენზეა ზედგამოჭრილი და, თუ არ გამომართმევთ, მაშინ, არც მე მივიღებთ თქვენს საჩუქარს.

– კარგი, ავიღებ, გმადლობ, – უთხრა ჰამომ სერიოგას. შემდეგ სახემოღუშულ ალიონას შეხედა და უთხრა, – შენთვის რომ არ მაქვს საჩუქარი, რა ვქნა?

– პისტოლეტი მაჩუქეთ, – მოულოდნელად თქვა გოგონამ და მთაწმინდელს გაუღიმა.

– პისტოლეტი? – გაიმეორა ჰამომ.

– დიდი ხანია, პისტოლეტზე ვოცნებობ და ძალიან მინდა, რომ მქონდეს.

– მაგრამ შენ ხომ ჯერ ბავშვი ხარ, თანაც გოგონა და, საერთოდ, ეს ძალიან საშიში ნივთია!

– საშიში სულელებისთვისაა, მე კი სახლში შევინახავ და, როცა დავხედავ ხოლმე, თქვენ გამახსენდებით. მაჩუქეთ, რა!

– კი, მაგრამ ეს პისტოლეტი მილიციელს წავართვი და, რომ აღმოგიჩინონ, სასტიკად დაგსჯიან.

– არ არსებობს, რომ ვინმემ აღმომიჩინოს. მჩუქნით თუ არა?

ჰამოს გაეცინა და პისტოლეტს მჭიდი გამოაძრო, ტყვიები შეამოწმა. შემდეგ კვლავ თავის ადგილზე დააბრუნა, ალიონას გაუწოდა და უთხრა:

– შენი იყოს, გჩუქნი, მაგრამ ფრთხილად იყავი. სათამაშო არაა და სახსოვრად შეინახე.

ალიონამ ჰამოს იარაღი გამოართვა და შეათვალიერა. შემდეგ ქამარში ჩაიცურა და მთაწმინდელს უთხრა:

– გმადლობ. შევინახავ, როგორც ძვირფას საჩუქარს, თვალის ჩინივით გავუფრთხილდები და გპირდებით, რომ არ გამოვიყენებ.

– მჯერა, – თქვა ჰამომ და წამოდგა, ნაჩუქარი ტანსაცმელი აიღო და სერიოგას ჰკითხა: – სად შემიძლია, გამოვიცვალო?

– აი, იქ, მარცხნივ, საძინებელი იქაა, – უთხრა სერიოგამ.

ჰამო საძინებელში გაუჩინარდა და ათიოდე წუთის მერე ელეგანტურად ჩაცმული დაბრუნდა. ნაჩუქარი ტანსაცმელი ზედგამოჭრილივით ედგა ტანზე და ისე უხდებოდა, კინოვარსკვლავს ჩამოჰგავდა. მთაწმინდელი სავარძელში მოკალათდა და სიგარა გააბოლა. კედლის საათმა შვიდჯერ დარეკა და კარზე ზარის ხმაც გაისმა.

– ეს, ალბათ, ლუდა იქნება, მაგრამ, სანამ გავაღებდეთ, შევამოწმოთ, – თქვა ჰამომ და სავარძლიდან წამოდგა, რომ სტუმარი ენახა. მაგრამ სერიოგამ ხელით გააჩერა, შემდეგ პულტით ტელევიზორი ჩართო, რომელიც კედელზე იყო ჩამოკიდებული. ეკრანზე კართან მდგომი ლუდა გამოჩნდა და ჰამომ მასპინძელს უთხრა:

– ეგაა, გაუღეთ!

სერიოგამ ისევ პულტს დააჭირა ხელი და ჩასძახა:

– შემობრძანდით!

ოთახში ლუდა შემოვიდა და გამოპრანჭული ჰამო რომ დაინახა, გაეცინა:

– „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ხარ მიწვეული?

– არა, ბრიტანეთის დედოფალთან, დარბაზობაზე.

– ეს თინეიჯერები ვინ არიან?

– ჩემი მეგობრები. გაიცანი – ეს სერიოგაა, ეს კი – ალიონა.

– ერთმანეთს სად შეხვდით?

– საკანალიზაციო გვირაბში.

– შენი იქ ყოფნის მიზეზს ვხვდები, მაგრამ ამათ რაღა უნდოდათ?

– ბიზნესი აქვთ.

– რა ბიზნესი?

– ამას კი ვერ გეტყვი, კომერციული საიდუმლოებაა და მეც ძლივს გამანდეს.

ლუდას ჩაეცინა, სერიოგა და ალიონა აათვალიერ-ჩაათვალიერა და თქვა:

– ამ ნაშუკას ეს საშიში რკინა რატომ აქვს გარჭობილი?

– ნუ იკბინები, დეიდა. ეს იარაღი ერთმა სიმპათიურმა ბიძამ მაჩუქა და სამახსოვროდ ვინახავ, – ცივად უთხრა ლუდას ალიონამ, რომელსაც მედვედევა თავიდანვე არ ესიმპათიურა.

– ერთი ამას შეხედე, – თავი გააქნია ლუდამ, – სიმპათიური ბიძაო. რა დროს ეგეთებია შენთვის? მით უმეტეს, რომ ეს სიმპათიური ბიძა ჩემი მჟიმავია. ასე რომ, ეგეთები არ იყოს, თორემ ვიჩხუბებთ. მე შენს ნაშას ვეუბნები კომპლიმენტებს? – ნახევრად ხუმრობით უთხრა ლუდამ ალიონას და სერიოგას თვალი ჩაუკრა.

– ვინ ჩემს ნაშას? – წამოწითლდა ალიონა.

– აი, ამას, – ლუდამ სერიოგასკენ გაიშვირა ხელი და მეორედ ჩაუკრა თვალი.

– ეგ ჩემი მეგობარია და არა ნაშა! – გაბრაზდა ალიონა.

– მართლა?

– გეყოფა, ლუდა, – დიალოგში ჩაერია ჰამო, რადგან შეეცოდა ალიონა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ბოღმა ყელში ჰქონდა მოწოლილი,– რვის ნახევარი სრულდება, წავიდეთ!

– წავიდეთ, წავიდეთ. კარგად, ბავშვებო. გეხუმრეთ და ნურაფერი გეწყინებათ, – თქვა ლუდამ და კარისკენ გაემართა.

ჰამომ კი ბავშვები გადაკოცნა, დახმარებისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და გასვლის წინ უთხრა:

– ოცნებების ასრულებას, ბევრი ფულის შოვნას და რიოს მილიონერთა უბანში დასახლებას გისურვებთ...

***

ქუჩაში რომ გავიდნენ, ჰამომ ჰკითხა ლუდას:

– შენი „ჯიპი“ სადაა?

– აი, იმ გასასვლელში, – უპასუხა ლუდამ ჰამოს და მარჯვნივ მიანიშნა.

წყვილი სწრაფი ნაბიჯით გავიდა გასასვლელში და ჰამო უცებ შედგა:

– შენს ბაითთან მოვედით?

– იცანი, ხომ? – გაეცინა ლუდას, – მისამართი რომ მითხარი, უცებ ვერც მე მივხვდი. მაგრამ, შენგან განსხვავებით, აქაურობა ეგრევე ვიცანი. იმ თინეიჯერების და ჩემი ბაითი გვერდიგვერდ დგას. ასე რომ, ჩემთან ავდივართ, ვსაუზმობთ და ჟიმაობას ვიწყებთ.

– უკვე ვისაუზმე.

– მაშინ, ეგრევე ჟიმაობას ვიწყებთ.

– შენ სულ ამაზე ფიქრობ და მეტი დარდი არ გაქვს.

– ხომ იცი, რომ კარგი ცხოვრება მიყვარს. ჟიმაობაზე კარგი რამ კი ჯერჯეობით არ მოგონილა და არც მგონია, რომ მოიგონონ. რა, ასე არაა?

– ბაითში ვიბაზროთ, – უთხრა ჰამომ ლუდას, მასთან ერთად კიბეებს აუყვა და ის დღე გაახსენდა, ლუდას მამა ნაგვის ბუნკერთან რომ გათიშა.

წყვილი ბინაში შევიდა და ლუდა ჰამოს დაეტაკა, რომ საწოლში შეეთრია, მაგრამ მთაწმინდელმა გააჩერა.

– მოითმინე, შე მტაცებელო, ვნებები დაიცხრე!

– მინდა და როგორ დავიცხრო?

– მეც ბევრი რამ მინდა. მოითმინე და მომიყევი, რა ხდებოდა – ჩაატარეს ქურდებმა სხოდკა და გაემგზავრნენ რეგიონებში?

– სხოდკაზე პითონი აირჩიეს რუსეთის მაყურებლად. რეგიონებში გამგზავრებაზე კი – ბოდიში! ყველა გზა შეკრულია და მოსკოვში იმდენი ფორმიანი და გადაცმული „ძაღლი“ დაძრწის, ვერც კი წარმოიდგენ...

– ჩვენ და ქურდებს გვეძებენ.

– ჩვენ ფეხებს მოგვჭამენ. აი, ქურდებს კი ძალიან გაუჭირდებათ მოსკოვიდან გასვლა და მათემ გვთხოვა, რომ თბილისში ჯერ არ გაემგზავრო და ქურდების გაყვანაში დაეხმარო.

– რა გაეწყობა, არ გავემგზავრები, – ჩაეცინა ჰამოს, და ლუდას შეხედა: – შენც ეგ გინდა, არა?

– რატომაც არა! რა, ჟიმაობა მომაკლდება, თუ სახიფათო თავგადასავალი? მოსიარულე შარი ხარ და შენ გვერდით მყოფს კატასავით ცხრა სიცოცხლე უნდა ჰქონდეს.

– კიდევ რას იტყვი ჩემზე?

– კიდევ იმას, კაცების ცვენა რომ იყოს, შენ მაინც ქალი დაგეცემა. მიწისქვეშეთში იყავი და იქაც კი ნაშა გაჩითე.

– რას ბოდავ, ლუდა, რის ნაშა, თოთხმეტი წლის ბავშვზე ეჭვიანობ?

– თოთხმეტი წლის რომ ვიყავი, მჟიმავებს ტრუსიკებივით ვიცვლიდი.

– ეს შენ, მაგრამ ყველა შენნაირი ხომ არაა?

– გენახა ერთი, რა თვალებით გიყურებდა და მიხვდებოდი, რა ბავშვიცაა. ჩემზე უარესი ძუკნაა!

– შენ ახლა აჭარბებ, მაგრამ, ეს იქით იყოს. მათე როდის მიბარებს?

– ხვალ საღამოს უნდა მივიდეთ, ასე თქვა, სიტუაციას დავაკვირდეთ და შესაბამისად ვიმოქმედოთო.

– სულ ესაა?

– ჩვენ ამბავთან დაკავშირებით სულ ესაა, მაგრამ თუ კიდევ რამე გაინტერესებს, არ მოგერიდოს, მიბრძანე, ინტერნეტში შევალ და მოგახსენებ, – ირონიით თქვა ლუდამ.

– არა, მეტი არაფერი.

– აბა, რა ვქნათ?

– „ვიჟიმაოთ“! – შესძახა ლუდამ, ველური ყიჟინით დააცხრა ჰამოს, ტახტზე დააგდო და გაშმაგებით დაუწყო კოცნა... წყვილმა მხოლოდ 24 საათის მერე გადაწყვიტა ლოგინიდან წამოდგომა. ლუდა გაიზმორა, საწოლიდან ადგა და ჰამოს უთხრა:

– შხაპს მივიღებ და რომ გამოვალ, სანამ შენ იბანავებ, საუზმეს მოვამზადებ, თორემ ძალიან მომშივდა.

ლუდა სააბაზანოში შევიდა, ჰამომ კი გააბოლა და ტელევიზორი ჩართო, სადაც ყველა არხზე ბოლო ორი დღის განმავლობაში ციხიდან გაქცეულ ქურდებზე ლაპარაკობდნენ. ტელეარხები გაქცეული ქურდების სურათებს აჩვენებდნენ და მათ ბიოგრაფიებს გადმოსცემდნენ – ჰამომ შეიტყო, რომ მათი უმრავლესობა თბილისელი იყო. თითოეულ მათგანში სახელმწიფო 50 ათას დოლარს იხდიდა. ეძებდნენ აგრეთვე ტაგანკის ციხის მთავარ მებადრაგეს და ახალგაზრდა ქალ-ვაჟს. ტელევიზიით ალაპარაკეს ოთხი მილიციელიც, რომლებმაც გატაცებული მიკროავტობუსი ნახეს და ჰამოს ესროლეს. ტელევიზიაში ატეხილი აჟიოტაჟისა და მოსკოველი ძალოვნების აქტიურობის მიხედვით, რთული არ იყო იმის მიხვედრა, რომ ქურდების მოსკოვიდან გაყვანის ოპერაცია უკიდურესად რთული შესასრულებელი იყო.

ჰამო თბილისიდან ორი კვირის წამოსული იყო. მართალია, ის თითქმის ყოველდღე ურეკავდა სოფის, მაგრამ ოჯახი ძალიან ენატრებოდა და ერთი სული ჰქონდა, სახლში მალე დაბრუნებულიყო. გარდა ამისა, მთაწმინდელს სინდისი ქენჯნიდა იმის გამო, რომ სოფის ღალატობდა, მაგრამ გამართლებას იმაში პოულობდა, რომ ეს საქმისთვის იყო საჭირო.

მთაწმინდელი ისე იყო ჩაფიქრებული, რომ ოთახში შემოსული ლუდა ვერ შენიშნა. გოგონა ჩაფიქრების მიზეზს მიუხვდა:

– ოჯახი მოგენატრა, და სევდა მოგეძალა გულზე?

– გამოხვედი, ლუდა? წყალს გადავივლებ და მერე რამე მაჭამე, – თქვა ჰამომ და სააბაზანოში შევიდა. თხუთმეტ წუთში რომ დაბრუნდა, მდიდრული სუფრა დახვდა გაშლილი.

წყვილმა უხმოდ ისაუზმა. შემდეგ ლუდამ თქვა:

– წამოდი, ქალაქგარეთ გავისეირნოთ.

– ქალაქგარეთ სეირნობის დროა? არ იცოდე მაინც, რით მთავრდება ხოლმე ასეთი სეირნობები. შენ თვითონ არ ამბობ, რომ მოსიარულე შარი ვარ? მარტო როსტოვში სეირნობა რად ღირდა...

– სად როსტოვი და სად – მოსკოვი? აქ მე ჩემს ქალაქში ვარ და სულ სხვა პონტია. თანაც, ჩემს აგარაკზე გეპატიჟები. მაგარი ბუნებაა, ბაითი, აუზი. თუ აუზი არ მოგწონს, იქვე ტბაა. მაგარ დროს გავატარებთ. დახურული ტერიტორიაა და შემთხვევითი ადამიანები იქ ვერ ხვდებიან, ყველაფერს შეიარაღებული დაცვა აკონტროლებს.

– ციხეში ხომ არ მეპატიჟები?

– არა, სამთავრობო აგარაკების ზონაში. თვით მანგუსტს აქვს იქ აგარაკი და ძალიან ხშირადაც ჩადის ხოლმე. სხვათა შორის, რამდენჯერმე ჩვენთანაც კი იყო სტუმრად.

– მერე, რაო, რა გითხრა მანგუსტმა?

– მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ ისე მიყურებდა, მივხვდი, რომ ჩემი გაჟიმვის სურვილი აღეძრა.

– მაშინ, რაღა გიჭირს, თვით მანგუსტს მოსწონებიხარ და ბედი გქონია.

– შაყირობ, არა?

– სულაც არა, – თავი გააქნია ჰამომ.

– რა თავში სახლელად მინდა ეგ მართლა მანგუსტი. ჯერ ერთი, მახინჯია, მაგრამ, ამას კიდევ ავიტანდი, შუბლზე არამჟიმავის სანქცია რომ არ ედოს, ასეთი რამ მე ნამდვილად არ მეშლება. ასეთმა კაცებმა, მაქსიმუმ, თხუთმეტი-ოცი წუთი გაქაჩონ ლოგინში. თავის მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებენ და გარბიან. მოკლედ, მაგ საქმეში მაგარი უტრაკო ვინმე იქნება.

– დარწმუნებული ხარ?

– თავს დავდებ. მაგრამ, მანგუსტის დედაც... წამოხვალ თუ არა?

– რადგან ასე გულით გინდა, წავიდეთ.

ოცი წუთის მერე ახალთახალი „ჯიელის ჯიპი“ ლარივით გაჭიმულ გზატკეცილზე მიჰქროდა. საჭეს ჰამო უჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში კონტროლი გამკაცრებული იყო და წყვილი ათჯერ გააჩერეს, „ეფესბეს“ წიგნაკის დანახვაზე, მხედრული სალმით უშვებდნენ და მანქანის გაჩხრეკაზე სიტყვაც არავის დაუსველებია. მათ არც ჰამოსთვის მოუთხოვიათ საბუთები.

– ყველაფერი მოვიფიქრე და ვიცი, როგორ უნდა გავაპაროთ ქურდები მოსკოვიდან, თქვა უცებ ჰამომ.

– როგორ?

– ამ მანქანით. თითოეული მათგანი საბარგულში დაიმალება, ჩვენ მათ უსაფრთხო ადგილზე მიყივანთ. იქიდან კი თავისი ხოდით ჩავლენ დანიშნულების ადგილზე. რა თქმა უნდა, წინასწარ შევამოწმებთ ყველა მიმართულების უსაფრთხოებას, რას იტყვი, გამოდგება ასეთი რამ?

– მე მგონი, კი, – დაეთანხმა ლუდა, მერე თითი გაიშვირა და თქვა: – ახლა მარჯვნივ შეუხვიე, მაგრამ სისწრაფეს მოუკელი. აქ სულ შეიარაღებული ხალხია ჩასაფრებული და რამე არ მოეჩვენოთ იმ ნაბოზრებს.

ჰამომ ზუსტად შეასრულა ლუდას ნათქვამი და ათი წუთის მერე უკვე მედვედევების აგარაკის გარაჟში შეაყენა „ჯიპი“.

ქალ-ვაჟი აუზში საბანაოდ ემზადებოდა, როდესაც აგარაკის კარზე ზარის ხმა გაისმა. ლუდამ კარი გააღო და გაშრა: მის წინაშე მანგუსტი იდგა.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3