კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა შეიჭრათ თმა და შეიცვალოთ ვარცხნილობა, რომ ცხოვრება არ გაირთულოთ


აღმოსავლური ასტროლოგია აქცევს ყურადღებას ყველაფერს, რასაც ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. გაგიკვირდებათ და, თავად თმის შეჭრასაც კი შეუძლია შეცვალოს თქვენი ბედი. ძველად დიდ ყურადღებას აქცევდნენ მთვარის დღეებს, რადგან ისინი როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ გავლენას ახდენენ თმის შეჭრაზე. ასე რომ, თქვენც დააკვირდით მთვარის დღეებს, შეარჩიეთ ისეთი დღე, რომელიც სასურველია ვარცხნილობის შესაცვლელად და აიცილეთ ზედმეტი პრობლემები თავიდან.

ახალმთვარეობის პირველ დღეს თმის შეჭრას ადამიანის სიცოცხლის შემოკლება შეუძლია.

მეორე დღე – თმის შეჭრა თქვენთვის სიძნელეების მომტანი იქნება, არ არის გამორიცხული კამათიც.

მესამე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა და ვარცხნილობის შეცვლა კარგია, რადგან სასიკეთოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და აგიმაღლებთ ტონუსს.

მეოთხე დღე – ვარცხნილობის შეცვლა დისკომფორტს შეგიქმნით.

მეხუთე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა და ახალი ვარცხნილობის გაკეთება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.

მეექვსე დღე – ამ დღეს არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა.

მეშვიდე დღე – არ გირჩევთ ამ დღეს თმის შეჭრას, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, დაპირისპირებები, საყვარელ ადამიანთან განშორება.

მერვე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა კარგია, რადგან შრომის უნარი და ენერგია ორმაგდება.

მეცხრე დღე – არ გირჩევთ თმა შეიჭრათ, თუ არ გინდათ გაიუარესოთ ჯანმრთელობა.

მეათე დღე – თამამად შეგიძლიათ, შეიცვალოთ ვარცხნილობა, უყოყმანოდ მიიღოთ სტილისტის შემოთავაზებული ექსპერიმენტი.

მეთერთმეტე დღე – ამ დღეს თუ თმას შეიჭრით, ამით გაიუმჯობესებთ აზროვნებას და ინტუიციაც გაგიმახვილდებათ.

მეთორმეტე დღე – მოსალოდნელია თმის შეჭრას დიდი უსიამოვნებები მოჰყვეს.

მეცამეტე დღე – თუ გინდათ, საკუთარი იმიჯით და თავდაჯერებულობით მოხიბლოთ გარშემო მყოფები, მაშინ სწორედ ამ დღეს დაგეგმეთ ვარცხნილობის შეცვლა.

მეთოთხმეტე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა ფინანსებზე სასიკეთოდ აისახება.

მეთხუთმეტე დღე – სავსემთვარეობის დროს თმის შემოკლებას არ გირჩევთ.

მეთექვსმეტე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა ხელს შეგიშლით წარმატებების მიღწევაში.

მეჩვიდმეტე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა და ვარცხნილობის შეცვლა ნამდვილად შეცვლის თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ.

მეთვრამეტე დღე – არ ვარგა თმის შეჭრა, რადგან თქვენს ირგვლივ უარყოფითი ენერგია მოიმატებს და ეს უარყოფითად აისახება თქვენს საქმეებზე.

მეცხრამეტე დღე – არ გირჩევთ სტილისტთან ვიზიტსა და ვარცხნილობის შეცვლას.

მეოცე დღე – არ არის სასურველი თმის შეჭრა.

ოცდამეერთე დღე – თუ გსურთ, თქვენი შარმი ერთიორად გაიზარდოს, მაშინ სწორედ ამ დღეს ესტუმრეთ სილამაზის სალონებს.

ოცდამეორე დღე – თუ პრობლემები გაქვთ, ამ დღეს შეჭრილი თმა მას მოგიგვარებთ.

ოცდამესამე დღე – თუ გუნება-განწყობის ამაღლება და საპირისპირო სქესის მოხიბვლა გსურთ, მაშინ თამამად შეიცვალეთ ვარცხნილობა.

ოცდამეოთხე დღე – კატეგორიულად გეკრძალებათ რაიმე ცვლილება თმასთან დაკავშირებით.

ოცდამეხუთე დღე – ეს დღეც ნეგატიურია ვარცხნილობაში რაიმე ცვლილების შესატანად.

ოცდამეექვსე დღე – ამ დღეს კი ძალიან კარგია თმის შეჭრა და ცვლილება საკუთარ გარეგნობაში.

ოცდამეშვიდე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა თქვენს მიმზიდველობას გაზრდის.

ოცდამერვე დღე – თუ საქმეში წინსვლა გინდათ, ამ დღეს ნამდვილად უნდა ესტუმროთ სილამაზის სალონს და შეიცვალოთ ვარცხნილობა.

ოცდამეცხრე დღე – თუ არ გსურთ პრობლემები, მაშინ თმას ნუ შეიჭრით.

ოცდამეათე დღე – არ გირჩევთ ამ დღეს სილამაზის სალონში ვიზიტს.

ასე რომ, გაითვალისწინეთ მთვარის დღეები, ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია, დაუჯერეთ ვარსკვლავებს და აირიდეთ ზედმეტი უსიამოვნებები თავიდან.


скачать dle 11.3