კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 მოახლე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური



გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #41-42(1033)

გადამზიდი ფირმა „ავტობანსერვისის“ მფლობელი ლენგერ ჭონია „ეფესბეს“ აგენტი იყო და რუსეთის დაზვერვის კარტოთეკაში მას „ლაზის“ ფსევდონიმი ჰქონდა. ჭონიასთან კავშირზე კი ეგორ ხლუსი იყო. ის საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობდა და ძირითადად, თბილისში ცხოვრობდა. დროგამოშვებით კი მოსკოვში მიემგზავრებოდა ხოლმე. 42 წლის ხლუსს თბილისელი რუსი ჰყავდა ცოლად. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ხლუსი რუსეთის დაზვერვის რეზიდენტი იყო საქართველოში. ჭონია პირადად რუსი რეზიდენტისგან იღებდა ხოლმე დავალებებს. პირნათლად ასრულებდა მათ და სოლიდური შემოსავალიც ჰქონდა. „ლაზის“ კანტორა, ძირითადად, რუსული იარაღის ტრანსპორტირებით იყო დაკავებული და მისი ტრაილერების ქარავანი დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც. ხშირ შემთხვევაში ჭონია არც კი უწყოდა, თუ რისი გადაზიდვის ოპერაციას ახორციელებდა მისი ფირმა და არც კი ინტერესდებოდა ამით. „ლაზმა“ შესანიშნავად იცოდა, რომ „ეფესბეში“ ზედმეტი კითხვების დასმა არ უყვარდათ და ნამეტანი ცნობისმოყვარეები ამქვეყნად დიდხანს ვერ ძლებდნენ. ჭონია უტყვ შესრულებას იყო მიჩვეული და ხლუსს ყურმოჭრილი მონასავით ემორჩილებოდა. რუს რეზიდენტს თავის საცხოვრებელ კორპუსში სარდაფი ჰქონდა, რომელსაც კონსპირაციულ ბინად იყენებდა და „ლაზს“ იქ ხვდებოდა ხოლმე. იმის წინა დღეს, როდესაც დიკ შერიმ ნილ სკაილს აგენტი „მოახლე“ გააცნო, ხლუსმა „ლაზი“ დაიბარა და უთხრა:
– ლენგერ, ხვალისთვის ხუთი ტრაილერი გაამზადე და ლარსზე გაუშვი. იქ ისინი დაიტვირთებიან და აზერბაიჯანში წავლენ. იქიდან კი კვლავ ლარსამდე იმგზავრებენ. გასაგებია?
– დიახ, გასაგებია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეტყვით, – მხოლოდ ეს უთხრა ხლუსს ჭონიამ და მას მერე დაიძრა ადგილიდან, რაც რუსმა რეზიდენტმა „ლაზს“ ხელით ანიშნა, წადიო.
მეორე დღეს „ლაზის“ ხუთმა უზარმაზარმა ტრაილერმა ჯერ ლარსისკენ აიღო გეზი, იქიდან კი აზერბაიჯანისკენ და არამც თუ ვინმემ საფუძვლიანად შეამოწმა ტრაილერების ქარავანი, ერთი მანქანაც არავის გაუჩერებია. თუმცა, თითოეულ მანქანაზე დიკ შერის ერთ-ერთმა ხელქვეითმა, რომელიც საბაჟოს თანამშრომლის უნიფორმაში იყო გამოწყობილი, ლარსში მანქანებს სპეციალური მიკროჩიპები მიამაგრა. ისინი ამერიკულ თანამგზავრს სიგნალებს გადასცემდნენ. ამის მეშვეობით კი აბსოლუტურად ზუსტად იყო შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რა საშინელი ტვირთი და რა რაოდენობით გადაჰქონდათ ტრაილერებით.
***
  პოლკოვნიკმა რეზო ხვიჩიამ რომ დიანა მესხი კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა, ნახევარი საათის შემდეგ თავადაც დატოვა ბინა. ის ფეხით დაეშვა მეხუთე სართულიდან და მეორე სართული რომ ჩაათავა, უცებ შუქი ჩაქრა და საშინლად ჩამობნელდა. პოლკოვნიკი შეჩერდა, რომ სიბნელისთვის თვალი შეეჩვია. უცებ ხვიჩიას პირზე სველი ბინტი ააფარეს და გათიშეს. ორმა მამაკაცმა კი პოლკოვნიკი იქვე შავ ცელოფანში გაახვია, მხრებზე გაიდეს – ვითომ ხალიჩა მიჰქონდათ, სადარბაზოსთან მდგომ მიკროავტობუსში ჩადეს და წავიდნენ. როგორც კი მიკროავტობუსი საცხოვრებელ კორპუსს გასცდა, შუქი ისევ აინთო და სათვალთვალო კამერების მუშაობა აღსდგა.
მიკროავტობუსი თბილისის გარეუბანში ერთ-ერთი კერძო სახლის სარდაფში შევიდა, დაძინებული პოლკოვნიკი იქ „გადმოტვირთეს“ და სხეულში მიკროჩიპი შეუყვანეს. შემდგომ კი, ჯერ კიდევ მძინარე, ავტოსადგომზე მიიყვანეს და თავის „ჯიპში“ ჩასვეს. ოცდაათი წუთის შემდეგ პოლკოვნიკს გამოეღვიძა და რადგან არაფერი ახსოვდა, „ჯიპი“ დაქოქა და ადგილიდან დაძრა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ პოლკოვნიკმა „ჯიპი“ ხლუსის კონსპირაციული სარდაფიდან სამასიოდე მეტრში გააჩერა და ფეხით განაგრძო გზა. ხუთიოდე წუთის მერე კი რეზო ხვიჩია კონსპირაციულ სარდაფში იმყოფებოდა და ხლუსის პირისპირ იჯდა.
– როგორაა საქმეები, რეზო? – ჰკითხა ხლუსმა პოლკოვნიკს, მან კი მიუგო:
– ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩემი აგენტი მშვენივრად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას და ოპერაცია წარმატებით ჩაივლის.
– იცოდე, პოლკოვნიკო, რომ მთელი პასუხისმგებლობა შენზეა და რაიმე რომ არ გამოვიდეს, ორივეს ტყვავს გაგვაძრობენ.
– დარდი ნუ გაქვს, ეგორ. ყველაფერი კარგად იქნება, – მიუგო ხვიჩიამ.
– მთავარია, ამერიკელებმა არაფერი იყნოსონ, – თქვა ხლუსმა, ხვიჩიამ კი დააყოლა:
– ნუ გეშინია, ვერაფერს იყნოსებენ. ჩვენ ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და უპირატესობა გვაქვს.
– და მაინც, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, – თქვა ხლუსმა. ხვიჩიას ცელოფანში გახვეული დოლარების დასტა გადასცა და დააყოლა, – აი, შენი წილი. ოპერაციის წარმატებით დასრულების მერე კი ხუთჯერ მეტს მიიღებ. ახლა კი წადი. ნახვამდის.
რეზო ხვიჩიამ ცელოფანში გახვეული დოლარების დასტა იღლიაში ამოიდო და კონსპირაციული სარდაფიდან გამოვიდა.
***
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიულ ოთახში, უზარმაზარ მონიტორზე მკაფიოდ ჩანდა, როგორ გადმოკვეთა ხუთმა უზარმაზარმა ტრაილერმა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარი და დაუბრკოლებლად მოძრაობდნენ გზატკეცილზე. იმ წუთას შემოსულმა ცენტრალური დაზვერვის შეფმა ნიკ რეილიმ კოსმოსური დაზვერვის განყოფილების უფროსს, კლოდ ვასას უთხრა:
– რა ხდება, კლოდ, როგორ მიდის საქმე. მითხრეს, რომ რუსებმა ყველა ზღვარი გადალახეს და ექსტრემალური ზომებია მისაღები.
– დიახ. ბატონო დირექტორო, სწორედ, მასეა. აი, ამ ხუთი ტრაილერით რუსეთიდან, საქართველოს გავლით, დიდძალი მცირე ზომის, მაგრამ მძლავრი რეაქტიული დანადგარები შეიტანეს. სანაცვლოდ კი ხუთი ტონა ჰეროინი მოაქვთ, რომელსაც ევროპაში გაიტანენ და დიდძალ ფულს იშოვიან. ამ შავი ფულით კი ჩვენ წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებს აფინანსებენ, – მიუგო რეილის ვასამ.
– იარაღის გადმოტვირთვისა და ჰეროინის ჩატვირთვის ჩანაწერი მაჩვენეთ, – თქვა ცენტრალური დაზვერვის დირექტორმა.
ნიკ რეილის შედარებით მცირე მონიტორზე უჩვენეს, თუ როგორ გადმოტვირთეს ტრაილერებიდან მცირეგაბარიტიანი რეაქტიული დანადგარები და შაქრად შენიღბული ასი ტომარა ჰეროინი ჩატვირთეს. კადრებს კლოდ ვასა უკეთებდა კომენტარს და ჩვენება რომ დასრულდა, ნიკ რეილიმ ოპერაციული განყოფილების უფროსს, მარტინ კლასს უთხრა:
– რას აპირებთ, მარტინ?
– სიტუაციას, ძირითადად, ვაკონტროლებთ, მისტერ რეილი და ამ ობობის ქსელს შეგვიძლია, დღესვე მივაყენოთ მნიშვნელოვანი დარტყმა აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და ნაწილობრივ რუსეთის ტერიტორიაზეც. მაგრამ არ ვჩქარობთ. რამდენიმე დეტალია გასარკვევი და როგორც კი პასუხი გვექნება, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, თქვენი სანქციის შემდეგ, – უთხრა კლასმა რეილის.
– კონკრეტულად, რას ელოდებით? – იკითხა რეილიმ და კლასი ისევ ალაპარაკდა:
– როგორც უკვე გაშიფრული სქემიდან ჩანს და ეს სიახლე არ არის, რუსული გავლენისა და ეგრეთ წოდებული, კონტროლირებადი არეულობის შესანარჩუნებლად რუსები სომხეთსაც აწვდიან იარაღს და აზერბაიჯანსაც. ამის სანაცვლოდ კი სომხეთისგან დიდი სამხედრო ბაზა აქვთ მიღებული, სადაც მყარად მოიკიდეს ფეხი. აზერბაიჯანისგან კი ავღანეთში იარაღის გატანისა და იქიდან ჰეროინის შემოტანის ტრანზიტი აქვთ. საქართველოს, ფაქტობრივად, არც არაფერს ეკითხებიან. მის ტერიტორიას სატრანზიტო დერეფნად იყენებენ და იქ ძალიან ძლიერი საჯაშუშო-დივერსიული ქსელი აქვთ ადგილობრივებისგან. მათი საკმაო ნაწილი კი მთავრობის საკმაოდ მაღალ ეშელონებშია მოკალათებული. ჩვენ უნდა დავადგინოთ ორი რამ. პირველი – რატომ ცდილობენ რუსები ვახტანგ ლაბაძის მოშორებას ფინანსთა მინისტრის მოადგილეობიდან და რა საიდუმლო ოპერაციის ჩატარებას გეგმავენ რუსები ბოლოს მიღებული ჰეროინის რეალიზაციიდან. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს ემსახურება.
– რა ოპერატიული ზომები მიიღეთ ბოლოს? – იკითხა რეილიმ. კლასმა კი მიუგო:
– პოლკოვნიკი რეზო ხვიჩია დავჩიპეთ და მის ყოველ სიტყვასა და ნაბიჯს ვაკონტროლებთ. მანამდე კი საქმეში ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი „მოახლე“ ჩავრთეთ.
– კარგი, კლოდ. საქმის კურსში მამყოფე და ყოველი სიახლე დაუყოვნებლივ მაცნობე. თავად პრეზიდენტია დაინტერესებული ამ ამბებით. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კავკასიური საქმეების მოგვარება და ჩვენი და „ეფბეერის“ უწყებების დიდი იმედი აქვს, – უთხრა კლასს ცენტრალური დაზვერვის დირექტორმა და ოპერატიული ოთახიდან გავიდა.
***
  რეზო ხვიჩიას დაჩიპვიდან ორი დღე იყო გასული. პოლკოვნიკი კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა და ვინმე ალექსანდრე კიტიას ესაუბრებოდა. ხვიჩიას სტუმარი კიტია უშიშროების ყოფილი ოფიცერი იყო და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. სინამდვილეში კი იმალებოდა. კიტია ხვიჩიას „პაძელნიკი“ იყო შავ-ბნელ საქმეებში და პოლკოვნიკი მას ყველაზე ბინძურ საქმეებს აკეთებინებდა. მისი გაუჩინარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ კიტიას შიდა გამოძიება დააჯდა კუდზე. მისი დაკავება იყო გადაწყვეტილი. ამის შესახებ შეიტყო ხვიჩიამ და ისე მოაწყო, რომ თითქოს კიტია სვანეთის მთებში დაიკარგა. მაშველებმა ტყეში კიტიას ტაბელური პისტოლეტი აღმოაჩინეს და ამიტომ მიიჩნიეს დაკარგულად. სინამდვილეში კი კიტია კონსპირაციული ბინის გვერდით ბინაში იმალებოდა. ეს ბინა რეზო ხვიჩიასი იყო და ამის შესახებ არავინ იცოდა.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3