კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 სტაფილოს ეფექტური და სასარგებლო დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სტაფილო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ვიტამინებს, კაროტინს, უჯრედისს, რომელიც ორგანიზმიდან მავნე ნარჩენების გამოდევნას უწყობს ხელს. სტაფილო კარგია მხედველობისთვის, ფიზიკური განვითარებისთვის, ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას. გაითვალისწინეთ, სტაფილოს დიეტა არ არის რეკომენდებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
  დიეტის ხანგრძლივობა 4 დღეა და ორგანიზმის გაწმენდა-გაკაჟებასთან ერთად, თქვენ არასასურველ კილოგრამებსაც დაემშვიდობებით. დიეტის განმავლობაში შეგიძლიათ, დალიოთ სტაფილოს წვენი. დიდი რაოდენობით წყალი კი აუცილებელია.
  დიეტის საფუძველია სტაფილოს ჩვეულებრივი სალათა, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 კილოგრამი ახალი სტაფილო, ერთი ლიმონი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ ლიმონის წვენისა და თაფლის ნარევი. სალათა გაყავით სამ ნაწილად და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით, დღის განმავლობაში.
  სალათა ყოველდღიურად ახალი მოამზადეთ. პირველი სამი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, აირჩიოთ ერთი სახეობის ხილი და მიირთვათ ან ცალკე, ან სტაფილოს სალათასთან ერთად. უკეთესია თუ იქნება ვაშლი, მსხალი, კივი, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი. დაუშვებელია სხვა ბოსტნეულის, უკალორიო რძის პროდუქტების მიღება.
  მეოთხე დღეს, შეგიძლიათ, მიიღოთ მცირე რაოდენობით შემწვარი კარტოფილი სადილზე და 100 გრამი მოხარშული ხორცი – ვახშმად.
ოთხი დღის შემდეგ მნიშვნელოვან სიმსუბუქეს იგრძნობთ – ორგანიზმი გაიწმინდება, ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება, მოგემატებათ სასიცოცხლო ძალები. მნიშვნელოვანია, დიეტის შემდეგ ბალანსირებულად იკვებოთ.
скачать dle 11.3