კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 A ჰეპატიტის მიზეზები და პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე



  A ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის მთელ მსოფლიოში გვხვდება და ხშირად ეპიდემიური ხასიათი აქვს. A ჰეპატიტი სხვადასხვა დროს ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. ლიტერატურაში ის ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც კი მოიხსენიება.
  დაავადება უფრო ხშირად ხვდებათ უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებიც მიირთმევენ გაურეცხავ ხილს, ჭუჭყიანი ხელებით შეექცევიან კერძს, პირში იდებენ სათამაშოებს და თითებს. წინათ დაავადების პიკი 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდიოდა. დღეს უმთავრესად უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები და არასათანადო სანიტარულ პირობებში მცხოვრები მოზარდები ავადმყოფობენ. რისკის ჯგუფში შედიან ნარკომანები, რადგან უმთავრესად საერთო შპრიცს მოიხმარენ.
  ინფექციის წყაროს, გარდა სიყვითლით მიმდინარე დაავადების მქონე პირებისა, წარმოადგენენ ავადმყოფები A ჰეპატიტის უსიყვითლო და სუბკლინიკური ფორმით. ვირუსი გამოიყოფა ინფიცირებულის განავალში დაავადების კლინიკურ გამოვლენამდე, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში და გამოვლენის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე. დაავადება მაქსიმალურად გადამდებია უშუალოდ სიყვითლის განვითარების წინ. A ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ვირუსმატარებლობა არ აღინიშნება. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი შემთხვევები იშვიათია.
  სრული გამოჯანმრთელება 6-12 თვეზე ადრე არ ხდება, ამიტომ მოგვიანებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები: დროულად გაიაროთ დისპანსერული გამოკვლევა; მოერიდოთ გადახურებას და გადაცივებას, დაუშვებელია გარუჯვა. ამ დროს ბავშვებს ათავისუფლებენ პროფილაქტიკური აცრებისგან და ფიზკულტურის გაკვეთილებისგან, სპორტული სექციებიდან, შეჯიბრებებიდან, ტურისტული ლაშქრობიდან. სამკურნალო ფიზკულტურა კი სასარგებლოა.
  დაიცავით დიეტა. რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი და კალორიული, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების საკმარისი შემცველობით. კვება საჭიროა დღეში 4-6-ჯერ, მცირე ულუფებით.
რა უნდა მიირთვათ:
  რძე, რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო, მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საქონლის, ქათმის, კურდღლის მჭლე ხორცი (ხბოსა და წიწილისა – არასასურველია), მოხარშული მჭლე თევზი – ვირთევზა, ქარიყლაპია, კობრი; ბოსტნეული – კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, უმი და დამწნილებული კომბოსტო, ახალი კიტრი, ცოტაოდენი პომიდორი, ასევე – ფაფები და მაკარონის ნაწარმი, მსხვილად დაფქული ხორბლის პური, მწვანე ბარდა, ტკბილი ხილი და კენკრა, მურაბა, თაფლი, ბურღული, ბოსტნეულის სუპი, წინა დღეს გამომცხვარი ნამცხვარი, ოღონდ არა ფენოვანი.
აკრძალულია:
  შემწვარი, შებოლილი, ცხარე, მლაშე, ასევე – მარინადი, კონსერვი, ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის ხორცი, ხახვი, ბოლოკი, სოკო, ლობიო, პირშუშხა, წიწაკა, მდოგვი, ძმარი, ტორტი, ღვეზელი, შოკოლადი, კაკაო, ნატურალური ყავა, ნაყინი; ხორცის, ქათმის, სოკოს ბულიონი.
პროფილაქტიკა
  ყველა დროის საუკეთესო პროფილაქტიკაა სურნელოვანი საპონი და ფუმფულა პირსახოცი, მშობლებს კი მოეთხოვებათ, მეთვალყურეობა გაუწიონ ბავშვს, რომ ჭამის წინ და ტუალეტის შემდეგ დაიბანოს ხელები, ჭამონ მხოლოდ კარგად გარეცხილი ხილი. დიდი მნიშვნელობა აქვს სასმელი წყლის სისუფთავეს.
ოჯახის სხვა წევრები მოარიდეთ დაავადებულთან კონტაქტს.
  ჰეპატიტისგან თავის დაცვის მთავარი გზა დროული ვაქცინაციაა. ის, პირველ ყოვლისა, აუცილებელია ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკში და კურორტზე წასვლის წინ, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ დაავადდა ვინმე, ვისთანაც ხშირად აქვს კონტაქტი.
  A ჰეპატიტით დიდებიც ხდებიან ავად. რისკის ჯგუფს, რომელსაც ვაქცინაცია სჭირდება, ეკუთვნიან პირები, რომლებმაც გადაიტანეს სხვა ფორმის ჰეპატიტი (B, C, D), აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ჰემოფილია. ვაქცინაცია აუცილებელია მათთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს, სამედიცინო-სანიტარული სამსახურის მუშაკებისთვის, საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი კვების ადგილების, კომუნალური მომსახურების, წყალმომარაგების სისტემაში მომუშავეებისთვის, სამხედროებისთვის, განსაკუთრებით – კავკასიასა და შუა აზიაში სამსახურისას.
скачать dle 11.3