კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როდისაა მუცლის ტკივილი საგანგაშო მდგომარეობის მანიშნებელი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე



  ბრმა ნაწლავი ანატომიურად მარჯვენა თეძოს არეში მდებარეობს, ამიტომ ანთებითი პროცესის დროს, როგორც წესი, ტკივილები მუცლის მარჯვენა, ქვედა არეში იჩენს თავს. თუმცა, ტკივილი ყოველთვის მარჯვენა მხარეს არ იგრძნობა. ამას თავისი ახსნა აქვს: მარჯვენა მხარეს მოთავსებული დანამატი შესაძლოა, სხვადასხვა სიბრტყეში მდებარეობდეს – ღრმად ან შედარებით ზედაპირულად, ამდენად, ტკივილიც მუცლის სხვადასხვა უბანში ვითარდება ან მთლიანად მოიცავს მას. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ღებინება და სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე.
  ასეთი სიმპტომების დროს ხშირად ვიწყებთ ისეთი ზომების მიღებას, რომლებსაც მწვავე აპენდიციტის დროს კატეგორიული უკუჩვენება აქვს. ერთ-ერთი ძირითადი წესი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ, ისაა, რომ თუ მუცლის ტკივილი დაგვეწყო და მიზეზს ვერ ვხვდებით, ტკივილგამაყუჩებლები არ უნდა დავლიოთ.
მეორე, არ შეიძლება ასეთ დროს მუცელზე ცხელი სათბურას დადება. ასეთი ქმედებით შესაძლოა, დანამატის გაღიზიანება მოხდეს და პერიტონიტი განვითარდეს. ასევე დაუშვებელია ოყნის გაკეთებაც.
მუცლის მწვავე ტკივილის შემთხვევაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სასწრაფოს გამოძახებაა, რათა კვალიფიციურმა ექიმმა სწორი დიაგნოზი დაგვისვას.
საგანგაშო ჩივილები:
  მუცლის ტკივილი (ჩვეულებრივ, ყრუ) – აპენდიციტი მუცლის ტკივილს უკავშირდება. ეს ტკივილი შეიძლება სხეულის მარჯვენა მხარეს გამოვლინდეს. ბევრი ადამიანი აღწერს ყრუ ტკივილს და სპაზმს. თუ ანთება უარესდება, ტკივილი უფრო მწვავე ხდება. ასევე ზოგჯერ შეიძლება წელის არეში ან ზურგის ქვედა ნაწილში იგრძნოთ ტკივილი.
  ღებინება და გულისრევის შეგრძნება სხვა დარღვევებთან ერთად – აპენდიციტის პრობლემის დროს პაციენტებს ხშირად საჭმლის მონელების პრობლემები აქვთ. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება, იყოს ღებინება მუცლის ტკივილთან ერთად. ზოგჯერ კი იგრძნოთ, რომ უბრალოდ სუსტად ხართ. ასევე, შეიძლება, საჭმლის მონელების სხვა პრობლემებიც გქონდეთ, როგორიცაა დიარეა და ყაბზობა.
  მადის სრული დაქვეითება – როცა თქვენ კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ტკივილი გაწუხებთ, საკვები უკანასკნელია, რაზეც შეიძლება იფიქროთ. ეს დაკავშირებულია გულისრევასთან, ანუ ღებინების შიშთან, რაც საერთო სიმპტომს წარმოადგენს.
  ტკივილი და სირთულე შარდვის დროს – აპენდიციტის გამო თქვენი შარდის ბუშტიც იტანჯება, რაც ძლიერი ტკივილით და შარდვის გართულებით გამოიხატება. ამ სიმპტომების გამომწვევი მთავარი მიზეზებია ანთება და ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ჩაკეტვის მიზეზი, რაც თირკმელებზე გავლენას ახდენს. ამგვარად, თუ პრობლემა შარდის ბუშტსა და სხეულის სხვა ნაწილზე გადადის, ამან შეიძლება, სხვა სამედიცინო გართულებებიც გამოიწვიოს.
ტკივილი სწორ ნაწლავში – თუ აპენდიქსი სხეულში ახალ ადგილას გადაადგილდება, სწორ ნაწლავში შეიძლება ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. პროცესი კუჭის გაღიზიანებით იწყება, მაგრამ მდგომარეობა ჩვეულებრივ უარესდება. თუ რექტალური გამოკვლევა არ ხდება, ექიმებმა შეიძლება, ამ სიმპტომს ყურადღება არ მიაქციონ. ტკივილი, ასევე, შეიძლება, იგრძნოთ ზურგის ქვედა ნაწილში.
* თუ სიცხემ აგიწიათ და გაციებთ, ამასთანავე, მუცელი გტკივათ, გამოიძახეთ ექიმი.
* თუ გონება გებინდებათ, დეზორიენტირებული ხართ, იბნევით, ესე იგი, ორგანიზმი მთელ რესურსს ხარჯავს, რომ ინფექციას ებრძოლოს. თქვენ კი სამედიცინო დახმარებას საჭიროებთ.
скачать dle 11.3