კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ზურა ბალანჩივაძე: სათოფეზე არავის ვიკარებდი, სამსახურშიც დავდიოდი და კაფეშიც

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„იმედის დილის“ წამყვანს – ზურა ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა არ იცის, ეს როდის და როგორ მოხდა. ახლა კლინიკაში მკურნალობს და საბედნიეროდ, მსუბუქ პაციენტად მიიჩნევა.
  ზურა ბალანჩივაძე: პირველ ოქტომბერს სახლში, გადაცემისთვის ვემზადებოდი. მოწყენილი ვიყავი და განტვირთვისთვის სიმღერა დავიწყე. რომ დავამთავრე, სპაზმური ხველა დამეწყო და ცოტა ყელი ჩამეხეხა, რასაც ყურადღება არ მივაქციე, იმიტომ, რომ ეს წლებია, მემართება. უცებ რომ იმღერებ, შემდეგ იცის ხოლმე ასე. მეორე დილით სამსახურში წავედი. შესვლისას გაგვიზომეს სიცხე და 36.1 მქონდა. ავედი, გადაცემა წავიყვანე და რამდენიმე საათში ცოტა მოვითენთე, მაგრამ არც ამაზე გამიმახვილებია ყურადღება, დილით ადრე რომ იღვიძებ, ადრევე ითენთები. გადაცემა რომ დავამთავრე, კიდევ უფრო მოვითენთე, ჩავედი, ისევ სიცხე გავიზომე, 36.6 – არაფერი განსაკუთრებული. ცოტა ხანში სახლში წავედი. ცოტა განსხვავებული შეგრძნება მქონდა.
– ეჭვებში იყავი თუ ფიზიკურად გრძნობდი თავს განსხვავებულად?
– ორივე. ვცდილობდი, დამეძინა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სიცხე მაღლა მიწევდა. გავიზომე და 37.7 რომ დაწერა, მაშინვე პროდიუსერს დავურეკე, რაღაცაშია საქმე-მეთქი. მამშვიდებდნენ, არაფერი იქნებაო, იმიტომ, რომ წესებს ზედმიწევნით ვიცავდი. სათოფეზე არავის ვიკარებდი, სამსახურშიც დავდიოდი და კაფეშიც, მაგრამ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ გადავაადგილდებოდი, მხოლოდ ტაქსით. იქაც მძღოლის მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, უკან, ჩამოწეულ ფანჯარასთან და პირბადით ვიჯექი. აქეთ ვანამუსებდი ყველას, ვისაც პირბადიდან ცხვირი ჰქონდა გადმოყოფილი, რაც ყველაზე დიდი სისულელეა. მაშინვე გავიგე, ტესტი სად კეთდებოდა და 220 ლარი გადავიხადე, რომ პასუხი იმ დღესვე გამეგო. გადაცემა იყო წასაყვანი, სადაც სამ წამყვანთან ერთად უნდა დავმჯდარიყავი და შესაძლებელი იყო, მთელი გადაცემა ჩასახსნელი გამხდარიყო. ახლა ყველა კარანტინშია და მადლობა ღმერთს, ჯერ არაფერი გამოვლენიათ. პასუხის გაგებამდე არ ვნერვიულობდი, საღამოს დამირეკეს და ძალიან მშვიდად ვუპასუხე. დიდი შესავლის შემდეგ, ვფიქრობ, მეტყვიან, არაფერიაო, მაგრამ თქვენ დადებითი ხართო, მითხრეს და მანდ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა (იცინის).
– რა შეგრძნებაა, როცა გეუბნებიან, რომ დაგიდასტურდა ის, რისიც კაცობრიობას ეშინია.
– მე არ ვყოფილვარ მძიმე მდგომარეობაში და ალბათ, უფრო მსუბუქად შევხვდი ამ ამბავს. მაგრამ უცებ ყველაფერზე დავფიქრდი: საკუთარ თავზე, სამსახურზე, მშობლებზე, რომლებიც ძალიან ემოციურები არიან და რამე არ მოუვიდეთ ნერვიულობისგან-მეთქი. იმ მომენტში უცებ იმდენ რამეზე იწყებ ნერვიულობას, რომ გგონია, ეს უფრო მოგკლავს, ვიდრე კორონა. ამას ხომ ვერ დამალავ, მერე შვიდი ათასი კაცი გირეკავს – ნაწილი შენ გამშვიდებს, ნაწილი თავს იმშვიდებს. დაახლოებით, სამოცდაათი პროცენტი, ვინც მკითხულობს, თავის დასამშვიდებლად რეკავს. გამხნევებენ, მაგრამ თვითონაც არ იციან არაფერი. მერე ნაწილი გეპროფესორება და გასწავლის, ასე ქენი, ისე ქენი... ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვკიცხავ, ეს, უბრალოდ, ადამიანის ბუნებაა, ცდილობს, ასეთ გაურკვევლობაში სხვაც დაამშვიდოს და საკუთარი თავიც, თორემ, ერთმა-ორმა ისე ისტერიულად მომწერა, კარგად იქნებიო, უფრო შემეშინდა (იცინის). ერთადერთი რჩევა ჩემგან ისაა, რომ მაქსიმალურად არ მიაქციოთ მსგავს მომენტებს ყურადღება. არც არაფერი ჭამოთ და არც არაფერი შეისხათ გარდა იმისა, რასაც ექიმი გეტყვით. ყველა შემთხვევა ძალიან ინდივიდუალურია.
–  ძმასაც დაუდასტრუდა ვირუსი, ხომ?
– კი, თვითონ მივიდა ლუგარში და დაუდასტურდა. ის სახლშია. მეც რამდენიმე დღე სახლში ვიყავი და მერე გადმოვედი კლინიკაში. ვისაც მსუბუქი სიმპტომები აქვს, სახლში გადის მკურნალობას, მაგრამ თუ ხველა იწყება, მაშინ გადმოდიან კლინიკაში. იმიტომ, რომ ეს ვირუსი ყველაზე მეტად ფილტვებისკენ მირბის და შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის დროს, ექიმებთან შეთანხმებით წყდება, შეიძლება თუ არა სახლში დარჩენა. მე ხველისა და ყელში ჩახეხილობის შეგრძნებების გამო გადმოვედი აქ. მერე დამეწყო ზურგის ძლიერი ტკივილი, ეს წოლამაც იცის და კორონამაც. მართლა საშინელი ტკივილია, მით უმეტეს, როცა კათეტერი გაქვს ჩადგმული და თავისუფლად გადატრიალება-გადმოტრიალება არ შეგიძლია. რომ ვერ ინძრევი, მერე ოფლად იღვრები, მერე ნერვიულობ ამის გამო არ გაცივდე და მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს ებმის. საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ ეს კორონას სცენარია, ამ დროს ეს იქნება, მერე ეს, იმიტომ, რომ ასე ჰქონდა მეტ-ნაკლებად ყველას. ერთ რამეს ვეტყვი მკითხველს, თუ გინდათ ფილტვები სახლში შეიმოწმოთ, ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ, სწრაფად, ჰაერი შეიკავოთ და შემდეგ ნელა ამოუშვათ. ფილტვში თუ რამე პრობლემაა, შეიძლება დაგახველოს. ეს ხერხი, რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი არაა, მაგრამ მცირედ მაინც დაგვეხმარებათ.
  ყველა მეკითხება, ვისგან გადამედო ვირუსი, ვისი კლასტერი ვარ?! არ ვიცი. ან ვიღაც უსიმპტომოდან გადამედო, ან რამე ზედაპირიდან. მხოლოდ ერთ საჯარო ადგილას ვიყავი ღონისძიებაზე, ხელი არავისთვის ჩამომირთმევია, რომც ჩამომერთმია, უზარმაზარი ბოთლით დამაქვს ანტისეპტიკური ხსნარი და სულ ვიმუშავებ ხელებზე. გადაკოცნაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ამიტომ მგონია, რომ ზედაპირიდან გადამედო, მაგალითად, კაფეში – ჭურჭლიდან. კი არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება, მდგომარეობა გამიმწვავდეს ან ყველაფერმა მსუბუქად ჩაიაროს, ამის პროგნოზირება ზუსტად არავის შეუძლია. მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ საავადმყოფოში ჩემთვის ადგილი მოიძებნა, მაგრამ არავინ იცის, ვის როდის გაურთულდება მდგომარეობა.
ზოგმა მომწერა, რომ ფული ავიღე და სინამდვილეში არაფერი მჭირს, ვერ ვიჯერებ, რომ მართლა ასე ფიქრობენ. მაინც მგონია, რომ მსგავს ტექსტებს იუმორით წერენ. თორემ, სერიოზულად თუ მივუდგები, მართლა მეშინია, როგორ შვილებს გაზრდიან ასეთი ფანატიკოსები?! ასეთი ადამიანები საშიშები არიან.
– დედა ეპიდემიოლოგია, როგორ მიიღო ეს რეალობა, დღეს მისი ორივე შვილი ინფიცირებულია.
– არ მინდოდა, სხვისგან გაეგო ამის შესახებ და დილაუთენია დავურეკე. პირდაპირ არ მითქვამს, რომ დამიდასტურდა. ჯერ მოვუყევი სიმპტომების შესახებ, თან, მინდოდა, მიმხვდარიყო, რომ ცუდად არ ვიყავი. თავს ნორმალურად ვგრძნობდი, მაგრამ სიმპტომების გამო ტესტი გავიკეთე და დამიდასტურდა-მეთქი. ნორმალურად მიიღო, როგორც ექიმმა, სახლში რომ ვიყავი, ნერვიულობდა, არ გაგირთულდესო და ახლა უფრო მშვიდადაა. მამა უფრო განიცდის. ჩემს ძმასაც რომ დაუდასტურდა, ეს უკვე მოსალოდნელიც იყო.

скачать dle 11.3